სანდრო მამუკელაშვილი წარმატებით მიიწევს ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსკენ. KARL MALONE AWARD-ი კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. ყველამ იცით, ვინაა მეტსახელ “ფოსტალიონის” მქონე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი კარლ მელოუნი, რომლის სახელობის პრიზიც NCAA-შია დაწესებული და მიმდინარე სეზონში მისი მოგების 5 ფინალისტის ვინაობა დღეს გაცხადდა.

მამუკელაშვილი თავდაპირველად 10-ეულში მოხვდა, რომელთაგან 5 კანდიდატი ფანებმა შეარჩიეს. გამარჯვებულს, სავარაუდოდ, 9 აპრილს კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტი დაასახელებს, თუმცა ფანების ხმებიც იქნება გათვალისწინებული. ხუთივე პოზიციაზე კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეს ESPN-ის პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

ხუთეულში, სანდროს გარდა, გავიდნენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემაია რობინსონ-ერლი (ვილანოვა). "სეტონ ჰოლის" ისტორიაში ეს მხოლოდ მე-4 შემთხვევაა, როცა რომელიმე კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულის ფინალისტ კანდიდატად დაასახელეს: ანხელ დელგადო, რომელიც ახლა ესპანურ "ესტუდიანტესში" თამაშობს, ორჯერ იყო ქარიმ-აბდულ ჯაბარის პრიზის ფინალისტი, 2018-ში კი NCAA-ს საუკეთესო ცენტრიც გახდა. 2020 წელს მაილს პაუელი, რომელიც "ნიუ იორკ ნიკსს" ეკუთვნის და G ლიგაში თამაშობს, ჯერი ვესტის პრიზის ფინალისტად დაასახელეს და მან მოიგო კიდეც კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მსროლელის პრიზი. სანდროს აქვს კარგი შანსი, გახდეს "სეტონ ჰოლის" მე-3 კალათბურთელი, ვინც ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს მთავარი ინდივიდუალური პრიზის, ნეისმიტის ტროფეის მოპოვების კანდიდატიცაა. ის აგრეთვე ჰაგერტის პრიზის მოპოვების მთავარი ფავორიტია, რომელიც “დიდი აღმოსავლეთის” კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ბოლო ორი წელი ეს პრიზი ყოფილი სეტონჰოლელი მაილს პაუელის საკუთრება იყო.

კარლ მელოუნის პრიზი პირველად 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰარელი (ლუისვილი) გახდა, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონ "ლეიკერსში" თამაშობს. შემდეგ პრიზის მფლობელები იყვნენ: 2016 – ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017 – ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 – დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 – ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 – ობი ტოპენი (დეიტონი).

კარლ მელოუნი, “მეილმენი”, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.

სანდრო მამუკელაშვილი 2020/21 წლების სეზონში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო პირველ ადგილზეა 81.32 ქულით.

GBF.GE

გოჩა
სანდრო თუ არ არის nba დონის მაშინ ვინ არის საერთოდ ncaa ლიგიდან? დაუფიქრდი რას წერ, ესე უბრალოდ nba დონე ვერავინ გახდება nba-ში პრაქტიკის გარეშე. ჯინობილი თავის დროზე 53ედ აირჩიეს დრაფტზე, შენ რა იცი ვინ რას იზავს nba-ში?!
Gio
რეალურად არც ეს და არც ბითაძე არაა NBA-ს დონე, ევროპაში შეიძლება ივარგონ.
emigranti
გაგიმარჯოს! ასე გააგრძელე და გაგვახარე. ძალიან გგულშემატკივრობთ.
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა