რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "ტამბოვი" 1:3 დამარცხდა "როტორთან". "ტამბოვი" ფინანსურ კრიზისშია, ამ მატჩის ჩატარება საერთოდ ეჭვის ქვეშ იდგა და როდესაც მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდ დამარცხდნენ და თან საკუთარ კარში ბურთი 53-ე წუთზე 19 წლის ქართველმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა ჩაჭრა, ზოგიერთი დაეჭვდა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო.

ნამატჩევსვე კომენტარი "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა championat-თან გააკეთა, დარხეულ ხმებს სისულელე უწოდა და თქვა, რომ არა აუცილებელი გოლები გაუშვეს.

"სპორტ-ექსპრესმა" კი გიგაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.

- "სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რაღაც მოიშალა. შესაძლოა, ცნობილი მიზეზების გამო ძალა არ გვეყო, რაც არ უნდა იყოს, სრულფასოვანი შეკრება არ გვქონია, ამიტომ კონდიციებში ჩადგომისა და შეთამაშებისათვის გარკვეული დრო დაგვჭირდება. მეორე ტაიმს აქტივში ვერ შევიტანთ.

ავტოგოლისას კარის გასწვრივ განივი გადაცემა იყო, ასეთ ვითარებაში მცველი ვალდებულია ბურთი მოიგერიოს, მით უმეტეს ზურგსუკან მეტოქე მყავდა. სამწუხაროდ, ჩაჭრა გამომივიდა. შესაძლოა, სჯობდა მარცხენა ფეხით მეთამაშა, მაგრამ ახლა ეს საუბარი უაზროა... იმ მომენტს ვეღარ დააბრუნებ. რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, ძალიან განვიცდიდი, თუმცა დაზღვეული არავინ არ არის. შეცდომას ყველა უშვებს, დიადებიც კი. ეს ფეხბურთია. დარწმუნებული ვარ, მომავალში მხოლოდ მოვუმატებთ. ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და ქულების აღებას შევეცდებით!

- მეორე გოლის ეპიზოდში თქვენი პარტნიორი შეცდა, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ თქვენ პონსემდე არ მიირბინეთ, რომელმაც გოლი გაიტანა...

- ეტყობა, ძალა არ მეყო. გავიმეორებ, ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ.

- უკვე დაიწყო საუბრები, რომ მეორე ტაიმში "ტამბოვი" მოწინააღმდეგეს განსაკუთრებულად წინააღმდეგობას არ უწევდა...

- ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, თუმცა ეს სრული ბოდვაა. არ ვიცი, ეს ვის სჭირდება. ფაქტია, წავაგეთ მატჩი, რომელშიც შესაძლოა, დამარცხებას არ ვიმსახურებდით. ამის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი ისაა, რომ ცუდად ჩავატარეთ მეორე ტაიმი. უნდა გავიგოთ, რომ ერთად ცოტა ხნის წინ შევიკრიბეთ, შესათამაშებლად და ფუნქციონალური მომზადების ასამაღლებლად დრო გვჭირდება. დარწმუნებული ვარ - მოვუმატებთ.

ზაზა
ტამბოვი არ მაინტერესებს, მაგრამ გიგაშვილში ვხედავ პოტენციალს კარგი ფეხბურთელი 19 წლის ყველაფერი წინ აქვს ფიზიკურად კარგად არის მომზადებული საკმაოდ მაღალია და მაღალ ბურთებზეც შეუძლია თამაში ახლა ბოლო თამაშებში სულ ძირითადშია და ჩემი აზრით დასაწყისისთვის 21 წლამდე ნაკრებში უნდა გამოიძახონ და შემდეგ სეზონში თუ უფრო მოუმატებს და გადავა უკეთეს გუნდში ეროვნულშიც უნდა მიეცეს შანსი განაპირა მცველები ნაკრებში პრობლემატური პოზიციაა ბოლო წლებია.
koba
რუსეთში თამაშების 70%-80% ჩაწყობილია,ამას თვითონ იქაური პრესაც და ვინც იქ ჩახედულია ფეხბურთში ყველა ამბობს. ფულის გათეთრებაც მანდ ხდება.ამხელა ხელფასებიც მაქედანაა. რუსულ პრესაში ბევრ სტატიას ნახავთ ამაზე.
luka
კარგად ცოდნია საკუთარ კარში გოლის გატანა ამ გაურკვეველ ვაი ფეხბურთელს,იქნებ ნაკრებშიც გამოიძახონ,ელოდება გამოძახებას...
გიო
სრულიად ლოგიკური ვერსიაა, რატომ აქამდე არ გასჩენიათ ეჭვი რომელიმე თამაშზე?
ლაშა
მაგას როგორ იზავდნენ? რპლ-ში თან აუტსაიდერები? ოს ხომ სამშობლოს ნათელი კუნძულია, სისუფთავის და უმანკოების სიმბოლო.
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
ჩემი ოცნების კლუბი "ჩელსია" - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ანკარგიუჯიუში" თამაშობს
"ტამბოვი" მატჩებს ყიდის, მისი უხელფასო ფეხბურთელები კი ტოტალიზატორებზე თამაშობენ?
"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება
გაიცანით ზურა გიგაშვილი - პრემიერლიგაში მოთამაშე 19 წლის მცველი, რომელმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
მელქაძემ "ტამბოვში" კარგი თამაშით "სპარტაკში" დაბრუნება დაიმსახურა
კიდევ ერთი ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში?!
ყიფიანი შევიდა და გოლითა და საგოლე გადაცემით "როტორს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]
ჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა
როგორ გააგდეს ქართველების "როტორი" - გუნდს ყაზანში მოედანზე გასვლა არ უნდოდა
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა