დღეს პირველად სკი კროსის სახეობის ისტორიაში შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი გაიმართა. სულ 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ეტაპის მსვლელობას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

მინისტრის შეფასებით, ბაკურიანი მსოფლიო რუკაზეა. მისი თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი.

"შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება. დღეს უამრავი ადამიანი უცხოეთში თვალს ადევნებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, არამარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნული საერთაშორისო ეტაპები წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს თავისუფალი სტილით სრიალში. ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით იმართება, პროცესში ჩართულია ასამდე მოხალისე. გაწეული სამუშაოები უაღრესად დადებითად შეფასდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენებისგან.

"მინდა მთელ საქართველოს მივულოცო პირველ რიგში ეს მოვლენა. უაღრესად კმაყოფილია ტურნირის ყველა მონაწილე. უდიდესი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს საერთაშორისო ინდუსტრიას, გავავითაროთ ის პოტენციალი, რაც დევს ზამთრის ტურიზმში, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - აცხადებს ზურაბ კოსტავა.

შეჯიბრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ისეთ რეიტინგულ არხზე ხდებოდა როგორიცაა ევროსპორტი. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "ევრონიუს ჯორჯიასა" და "სილქ უნივერსალის" მეშვეობითაც.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია "სილქნეტია".

R

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა