უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

ჟორა
გიორგი, ნათქვამია "ის სალდათი სალდათად არ ვარგა, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობსო", ამიტომ კარგია, რომ ნაკრებში თამაშზე ოცნებობ, მაგრამ მანამდე, როგორც ფეხბურთელი უნდა ჩამოყალიბდე. შენ ჯერ-ჯერობით კარგი მასალა ხარ, რომლისაგან ტოპ კლუბის ფეხბურთელიც შეიძლება გაიზარდოს და ჭიათურის მაღაროელის დონის ფეხბურთელიც, ამიტომ შენი დღევანდელი ამოცანა საქართველოს ნაკრებში თამაში კი არ უნდა იყოს, არამედ, კარგი ევროპული კლუბის მოთამაშის დონის მიღწევა და ევროპაში გადასვლა. უკრაინის ჩემპიონატი დონეა, სადაც შეგიძლია გაიზარდო და ევროპაში წახვიდე, იქიდან კი გინდა საქართველოს ნაკრებში ითამაშებ და გინდა უკრაინის ნაკრებში. ისე თუ ბევრს გა..... ებ უკრაინას ის შეუძლია დაგმართოს, რაც სპარტაკმა დამართა ჯანო ანანიძეს, რომ არც გაყიდა და არც ათამაშა და სათადარიგოთა სკამზე დააბერა. ამიტომ ნუ ჩქარობ, კარგად აწონ-დაწონე შენი მდგომარეობა და ისე მოიქეცი. ისე უნდა იცოდე, რომ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელების პრობლემა აქვს და არა ნახევარმცველების.
მიკოლა, რა გჭირთ?
დიდ პატვს ვცემ უკრაინელებს, მაგრამ რაზე უნდა დაფიქრდეს, ქართველია თუ არა? ან როგორ წარმოუდგენიათ ამ გადაწყვეტილების შეცლა?!
კახა ქ.
ამან თუ გადაწყვიტა თამაში ჩვენთან,ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვა იქნება ძალიან სწრაფი და ტექნიკურიც,ფლანგებზე ხვიჩა და ეს,შუაში კიტეიშვილი და კანკავა,თან მერე ჩაკვეც დაემატება და .......
მენტალური მომზადების ცენტრი
არ ჩქარობს, უბრალოდ აქ აპირებს თამაშს. უკრაინელები რაც ადრე დამშვიდდებიან მით უკეთესი მათთვის. გიორგის კი წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებთან ერთად!
nik
(გურულო) ეგ ქუთაისში რო გაიზარდა მიტო აირჩია საქართველო შეაყვარეს კაცს საქართველო!!!!არვარ ქუთAისელი მაგრამ ზალინ მაგარი ხალხი ცხოვრობს ქუთAისშI!!!!
ოჰო
ადამიანმა ცხადად თქვა უკრაინამ ყველაფერი მომცა და აქვე მინდა წარმატებას მივაღწიოო.. ახლა იქ არ ათამაშებენ და ვითომ მე აღარ მინდაო???
ემიგრანტი
20 წლის არია ყველაფერი წინ აქვს განვითარწბა შეუძლია. ნაკრებშიც მოხვდება და ევროპულ კლუბში ერთი ის იჩქარა რომ კონტრაქტი ამდენი წლით გაახანგრძლივა. მის მიმართ მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა მწვრთნელებიდან ჟურნალისტებიდან რაც წუდია. გიო მოდი შენი ქვეყნისთვის იბრძოლე მეგობრებს უკვე მოაგებინე მსოფლიო ეგეც ეყოფათ შენგან წარმატებები ქართველო
სამშობლოოოო
წიტაიშვილი ჭკვიანი ბიჭია ხვდება რომ უკრაინა ვერასდროს გახდება მისი მეორე სამშობლო. სამშობლო ერთია და მას საქართველო ქვია. მერე მეორეც ხალხო მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიაზე მთელი ევროპა ლაპარაკობს უკვე... ცენტრში თავის საყვარელ პოზიციაზე ჩაკვეც რომ ძალიან მაღალი დონეა ყველამ ვიცით.... ეს წიტაიშვილი მარჯვნივ ასევე თავის საყვარელ ფლანგზე.. წინ ჟორჟიკა ან ბუდუ. ჩამშლელებშიც კარგად გვაქვს საქმე არიან საიმედო ბიჭები იმედია ნინუა მალე გაამართლებს იმედებს.. მარცხენა მცველი გვყავს სანახავი სხვა მხრივ გუნდს არაფერი უშავს.....უკრაინა არა ტოროლა.
gurulo
დერიუგინი თუ გაგიგონიათ,ეროვნებით რუსი იყო მაგრამ საქართველოში,კერძოდ ქუთაისში დაბადებ გაზრდილს,ცსკა და სხვა რუსული გუნდები ეპატიჟებოდნენ,მაგრამ სადაც გაიზარდა იმ ქვეყანას არ უღალატა,ასე რომ გიორგის გადასაწყვეტია სად უნდა ითამაშოს და ვინც გაზარდა იმას დაუფასოს თუ არა დამსახურება,ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.
dsag
ხო მაგრამ რონალდოსნაირი ფეხბურტელი არასოდეს ეკოლება უკრაინას და არ უნდა გაესჰვათ.
recondite
ვაბშე არ გვჭირდება ეს ავტომატიანი ბიჭი თავი მაგარი ფეხბურთელი გონია და დარწმუნებული ვარ ჩვენს ნაკრებშიც არ იქნება ძირითადში, დინამომაც ამიტომ გაანათხოვრა, კიდევ ერთი შანსი მისცეს რომ რამე ქნას.
foodboll
რა უნამუსოობაა, რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი, უკრაინამ იმედები გამიცრუა. ადამიანი თავის სამშობლოში მოდის, რა არის აქ გასარკვევი ან გასაკვირი ?
c
შენ ფეხბურთზე საუბრობ თუ რამე სხვა სპორტზე მეგობარო))))))))))))))))
მურთაზი
მე მურთაზ კვარაცხელია ვამბობ წიტაიშვილი არის მამაჩემის ნათლულის ფიფას მსაჯის სერგო კვარაცხელიას ძმის შვილიშვილი და მას არა აქვს უფლება მამამისივით კლიმემენტისავით არ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში და ყველა ქართველს ვისაც კი შეუძლია რამეთი გამოადგეს თავის ქვეყანას და ნაკრებს უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და არამც და არამც არ მოიქცეს ჯიქიასავით რომელმაც ფულზე გაცვალა ქვეყანა მასეთები ყოველთვის გვყავდა პაჩკა ორ შაურად
დევკალიონი
ლობჟანიძეს და შენგელიას ჯობია ნამდვილად,მარჯვენა ფლანგია მისი . კვარაცხელია მარცხნივ , ოქრუაშვილი და წინ და ჩაკვეტაძე მის უკან , ქვილითაია ოქრუაშვილის შეცვლაზე ,კანკავა და კიტეიშვილი ცენტრი ,ხოჭოლავა კვირკველია დაცვის ცენტრში,მარჯვენა მცველი კაკაბაძე და მარცხნივ ხარაიშვილი,მეკარე ლორია . ოქრიაშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია. წიტაიშვილი კანკავა. კიტეიშვილი ხარა ხოჭო კვირკვე კაკაბა ლორია
Levani
Germania Ar idzleva ormag moqalaqeobaze tanxmobas da gogita Stil chkuaze myofi bichia-germaniis moqalaqeobaze datmoba araa ase martivi-tan Roca sheni profesia fexburtia da Ar gaqvas Garantia Ro xvalac fexburts itamasheb. Witaishvils shabats vuyure specialurad oleksandriastan da magari bichi yofila.shengelias jobia bevrad-ai zu arabidzis shevida formashi mashin asarchevad iqneba marjvniv es tut arabidze. Miqautatze zu chamovida da nakrebshi kargad itamasha shetevis problema Ar iqneba.. 2 flangis mcveli gvinda Marto..
არჩი
გიორგის ისტორიას თვალს ვადევნებთ - ადრე წინააღმდეგი იყო საქართველოს პასპორტის. ეხლა სიტუაცია შეეცვალა - დინამოდან გაანათხოვრეს და აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილებაა - საქართველოს ნაკრებიდან შეეცადოს სახელის გაკეთება. ჩაკვეტაძემ კარგი თამაშით ეს მოახერხა, თან D ლიგაში. შეიძლება თავის ქვეყნის მოყვარული იყოს ადამიანი, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილებით სხვაგან ითამაშოს - ასე რომ, მე გიორგის გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მიხარია. მიხარია ისიც, რომ მარჯვენა შემტევი ყოფილა და არა მარცხენა, როგორც მე მეგონა. წარმოვიდგინოთ რომ ამ უნიჭიერესმა ბიჭებმა დიდი ფეხბურთი ითამაშონ - კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და წინ მიქუტაძე - შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა გვქონდეს. მანამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ელოდება ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და ამათ ნინუა და დავითაშვილი რომ დაემატებიან, შეიძლება სამეულშიც მოხვდნენ.
tk
მეგობარი უკრაინა
ჯონი
ეს ბიჭი არ ჩამოვა საქართველოს ნაკრებში აი ნახავთ უბრალოდ ნაწყენია დინამოზე რადგან გაუშვეს კლუბიდან და ახლა აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი ალბათ აინტერესებდა რა ამბავი მოყვებოდა მის ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის საფეხბურთო ელიტაში 100% ვარ დარწმუნებული წიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს ეს ჩემი აზრია მხოლოდ.
L.J.
გარანტირებული ნაღდად არ ააქვს ადგილი ძირითადში მის ადგილს მე ვერ ვხედავ ჯანმრტელ კრარას და ჩაკვეს გვერდით
ჯონი
წიტეიშვილის ამბები ძალიან მაგონებს აკაკი გოგიას ამბებს რომელიც ქეცბაიამ გამოიძახა და საბოლოდ ფეხბურთელმა უარითქვა გერმანის ნაკრების თამაში პერსპექტივა არჩია საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლას პერსპექტივა დარჩა პერსპექტივად და არც გოგია გამხდარა უკეთესი ფეხბურთელი ვიდრე მაშინ იყო ახლა 29 წლისაა უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში მაგრამ გერმანის მოქალაქეობას ვერთმობს :)))
ჯონი
უკრაინის ნაკრებში იმხელა კონკურენცია მის პოზიციაზე რომ არამგონია შემდგომ წლებში მას მიეცეს შანსი თამაშის ყველა ფეხბურთელი ვინც მის პოზიციაზე თამაშობს უკრაინის ნაკრებში ყველა თავის კლუბში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია იგივე იარმოლენკო ციგანკოვი ზუბკოვი მარლოსი ეს ფეხბურთელები კიდევ წლები ითამაშებენ და უკრაინის ნაკრებზე ოცნებას არ ურჩევნია ახლა ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში სადაც ნამდვილად ათამაშებენ და ითამაშოს ესპანეთან და შვედეთან და შემდეგ ერთალიგის გათამაშებაში ეს მის საფეხბურთო კარიერასაც დაეხმარება და საქართველოს ნაკრებსაც ვიდრე იოცნებოს უკრაინის ნაკრებზე თავის საქმის თვითონ იცის მე არ გამიკვირდება რომ საერთოდ არ ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში რადგან ადრეც ყოფილა ამ ფეხბურთელის ირგვლივ მზგავსი საუბრები მაგრამ მაინც არ ჩამოსულა.
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
"განსაჯავს" არა,განსჯის.
hhh
არა რა უკვე მარაზმია რასაც უკრაინა კადრულობს, ასეთი რამ რუსებსაც კი არ უკადრებიათ.ტფუ
imereli
მარკევიჩი საქართველოს ნაკრებსაც გამოადგებოდა მაღალი დონის სპეციალისტია.წიტაიშვილი კი იმედია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის.
გიო
ჩემი აზრით ამ ბიჭს თუ სანაკრებო კარიერა უნდა საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიდეს მარჯვენა ფლანგზე ჩვენ მხოლოდ შენგელია გყვას ვისთანაც მოუწევს კონკურენციაში შესვა რომელიც სამწუხაროდ თურქეთში ვერ ბრწყინავს და ხშირად ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში თავის კლუბში,ხოლო უკრაინის ნაკრებში მის პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ რომლებთანც კონკურენცია ძალიან გაუჭირდება იგივე ციგანკოვი, რომელიც ამომავალივარსკვლავია უკრაინული ფეხბურთის იგივე ზუბკოვი რომელიც ბომბარდირია ფერენცვაროშის მარლოსი შახტარის ფეხბურთელი ამ ფეხბურთელბთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება ნაკრებში. კიევს დინამოდან იმიტომ განათხოვრეს რომ ამ ეტაპზე არ იყო მისთვის გუნდში ადგილი არც ძირითადში და არც სათადარიგო შემადგენლობაში აქედან გამომდინარე იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"ალბანელებს უნდა მივბაძოთ... ჩემი აზრით, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება" - მარკევიჩმა საქართველო უკრაინის შეხვედრაზე პროგნოზი დააფიქსირა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები" - მიიჩნევს უკრაინელი მწვრთნელი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა