ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანური საქმე: მატას პასი, ადრიანის დარტყმა

ესპანური საქმე: მატას პასი, ადრიანის დარტყმა

დანიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა ჩეხთა 2:0 ძლევით დაამტკიცა, რომ ტურნირის ფავორიტია
დანიის 4 ქალაქში გრძელდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ტურნირის ფავორიტია, ჩეხთა 2:0 ძლევით. ტურნირის მეორე დუბლი ახალგაზრდული "როხას" ცენტრფორვარდ ადრიან ლოპესის ანგარიშზეა.

B ჯგუფს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "სიკვდილის ჯგუფი", თუმცა ფაქტი ისაა, რომ ბოლო ტურის წინაც კი ოთხივე ინარჩუნებს წინსვლის შანსს. მიზანთან ყველაზე ახლოს კი ის გუნდია, რომელსაც საკვალიფიკაციო ტურნირში ტოლ-სწორად ეომა ოთარ გაბელიას გუნდი - შვეიცარია, რომელიც ა ჯგუფში 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

A ჯგუფი

შვეიცარია-ისლანდია 2:0

შვეიცარია (4-1-4-1): ზომერი - კოხი, კლოზე, როსინი, ბერარდი - ლუშტენბერგერი - შაჩირი, ჯაკა (68. აბრაში), ფრაი (66. კოსტანცო), ემეგარა - გავრანოვიჩი (84. ბენ ხალიფა).

ისლანდია (4-1-4-1): ბიორნსონი - იონსონი, ეიოლფსონი, ფიოლუსონი, ვალგარდსონი - კრისტიანსონი - გისლასონი, ვიდარსონი (60. ბიარნასონი), გ. სიგურდსონი, ფინბოგასონი (46. სიგურდარსონი) - სიგტორსონი.

გოლები: 1:0 ფრაი (1), 2:0 ემეგარა (40)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ინოსენტ ემეგარა (შვეიცარია)

პიერლუიჯი ტამი (შვეიცარიის მწვრთნელი): "დიდებულია, ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა ამას - 2 თამაშიდან 6 ქულა გვაქვს. პირველივე წუთზე გოლმა გაცილებით გაგვიიოლა ამოცანა. შემდეგ კი ცოტა ავნერვიულდი, რადგან შანსებს ვანიავებდით. ვფიქრობ, ტაიმის ბოლოს დამსახურებულად გადავწყვიტეთ მატჩის ბედ-იღბალი.

პირველი ტურის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ შაჩირის ფენომენზე. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გუნდურად ვართ ძლიერები: ბრწყინვალეთ ითამაშეს ფრაიმ, ემეგარამ და გავრანჩიჩმა, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია".

ეიოლფურ სვერისონი (ისლანდიის მწვრთნელი): "პირველმა გოლმა ბიჭები შოკში ჩააგდო. საერთოდაც, ასე სუსტად, როგორც დღეს პირველ ტაიმში, არასოდეს გვითამაშია".

დანია-ბელარუსი 2:1

დანია (4-3-3): ანდერსენი - ვასი, მ. იორგენსენი, ბიელანდი, ბოილესენი - იენსენი (77. პოვლსენი), ერიქსენი, ოლბაკი - დალსგაარდი (62. კადრი), ნ. ნიელსენი, ნ. იორგენსენი (81. ფენგერი).

ბელარუსი (4-4-2): გუტორი - ვერეტილო, ფილიპენკო, პოლიტევიჩი, პოლიაკოვი - ბაგა, ბუკატკინი (46. რეკიში), სივაკოვი, პერეპეჩკო (76. ნეხაიჩიკი) - დრაგუნი, ვორონკოვი (58. სკავიში).

გოლები: 0:1 ბაგა (20), 1:1 ერიქსენი (22), 2:1 ნ. იორგენსენი (71)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან ერიქსენი (დანია)

კელდ ბორდინგაარდი (დანიის მწვრთნელი): "ბელარუსისგან კონტრშეტევებზე თამაშს ველოდი, რადგან ისინი ამ კომპონენტში ძალიან მაგრები არიან. ჩემი შიში გამართლა და თავიდან სწორედ ამის გამო დაწინაურდა მეტოქე. თუმცა ჩვენ მიზანდასახულად ვითამაშეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემი გუნდიდან ნიკოლაი იორგენსენს გამოვარჩევდი".

გეორგი კონდრატიევი (ბელარუსის მწვრთნელი): "სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით. გოლი რომ გავიტანეთ, ამან ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა და ყველაზე მეტად ეს ვერ გამიგია. ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ, შანსი ჯერ კიდევ კარგი გვაქვს".

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 2 2 0 0 3-0 6

2. დანია 2 1 0 1 2-2 3

3. ბელარუსი 2 1 0 1 3-2 3

4. ისლანდია 2 0 0 2 0-4 0

ბოლო ტური

18 ივნისი: ისლანდია-დანია, შვეიცარია-ბელარუსი.

B ჯგუფი

ამ ქვეჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება - ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯერ არავის დაუკარგავს, თუმცა ესპანელებმა დაამტკიცეს, რომ ფავორიტები არიან, მას შემდეგ, რაც I ტურის ტრიუმფატორ ჩეხებს მოუგეს, ხოლო მეორე შეხვედრა ამ ორი გუნდის სასიხარულოდ, ფრედ დასრულდა.

ჩეხეთი-ესპანეთი 0:2

ჩეხეთი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჩელუსტკა, სუხი, მაზუხი, ლესიაკსი - გეცოვი - დოჩკალი, ვაჩა, მორავეკი (63. კადლეცი), ჰლუშეკი (77. ჩერნი) - პეხარტი (46. კოზაკი).

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - მონტოია, ბოტია, ა. დომინგესი, დიდაკ ვილა - ტ. ალკანტარა, ხ. მარტინესი, ანდერი - მატა (89. ნსუე), ა. ლოპესი (74. პარეხო), მუნიაინი (83. კაპელი).

გოლები: 0:1 ა. ლოპესი (27), 0:2 ა. ლოპესი (47)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადრიან ლოპესი (ესპანეთი)

23 წლის ასტურიელი ადრიან ლოპესი ცოდოა სეგუნდადივიზიონში სათამაშოდ. არადა, მისი გუნდი, "დეპორტივო" გავარდა ახალგაზრდა ცენტრფორვარდის 8 გოლის მიუხედავად. ჩეხებთან მატჩში ადრიანმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა დაახლოებით ერთნაირ სტილში, როცა კარგად გაიხსნა და საჯარიმოში გამჭოლი პასი მიიღო.

ამით იაკობ დოვალის გუნდის 11-მატჩიანი (საკვალიფიკაციო ტურნირის ჩათვლით) წაუგებელი სერია დასრულდა. ჩეხები დამარცხდნენ ლოგიკურად, ყველა საფეხბურთო კანონის მიხედვით - ახალგაზრდული "როხა" ბურთს თამაშის 2/3-ედზე აკონტროლებდა. ბოლო ტურის წინ ლუის მილიას გუნდი 4 ქულით პირველია და მე-2 ადგილზე მყოფ ჩეხეთს ქულით უსწრებს.

ადრიანი დავაფასეთ და არ შეიძლება 23 წლის ბურგოსელი ხუან მანუელ მატა დავივიწყოთ. ესპანელთა ცენტრფორვარდს ორივეჯერ "ვალენსიას" ლიდერმა გაუკეთა გამჭოლი საგოლე პასი.

ინგლისელებთან მატჩის შემდეგ ლუის მილიამ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა - სასტარტოში ბილბაოს "ატლეტიკის" 18 წლის თილისმანი იკერ მუნიაინი დააყენა. და სწორედ ბასკმა შექმნა პირველი საგოლე მომენტი, როცა მომავალი თანაგუნდელი ანდერ ერერა მოძებნა, ვინც მეკარის სიახლოვეს ხუან მატა შენიშნა. ვალენსიელის დარტყმული ერთბაშად ორმა მოიგერია, მეკარე ტომაშ ვაცლიკმა და მცველმა იან ლესიაკსმა. ამის შემდეგ დადგა მომენტი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ - 27-ე წუთზე მატამ გამთამაშებლის პოზიციიდან საჯარიმოში ადრიან ლოპესი მოძებნა და ფორვარდმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ვაცლიკმა მატას საოცარი დარტყმა აუღო და ტაიმის ბოლომდე ერთი სახიფათო მომენტიღა მოხდა - დე ხეას კარში საკვალიფიკაციო ტურნირის ბომბარდირი (9 გოლით) ტომაშ პეხარტი ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

თითქოს და, ესპანელთა პირველი მატჩის სცენარი მეორდებოდა, როცა "როხა" აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამჯერად იბერიელებს "ჰეფი ენდი" ჰქონდათ, რაც ისევ და ისევ მატა-ლოპესის დუეტის დამსახურებაა, რომელთაც მეორე ტაიმის დასაწყისში ანალოგიური კომპბინაცია გაითამაშეს - 2:0. ჩეხები მარცხს იოლად არ შეეგუენ, თუმცა მათგამ ყველაზე აქტიური მარჯვენა მცველი ანდრჟეი ჩელუსტკა იყო და არა შემტევები. სხვათა შორის, თამაში ვიბორგში ჩატარდა, ქალაქში, სადაც ტრადიციულად დანიის მეფეებს გვრიგვინს ადგამდნენ...

იაკუბ დოვალი (ჩეხეთის მწვრთნელი): "ესპანეთის ნაკრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩვენი პირველი მეტოქე უკრაინა. ჩვენ შემტევი ფეხბურთის თამაში ვცადეთ, მაგრამ ესპანელთა ტექნიკურობამ ამის საშუალება არ მოგვცა. ორივე გოლი ძალიან კრიტიკულ მომენტში გავუშვით. როცა ესპანეთთან 0:2-ს აგებ, საკუთარ თავს უნდა გამოუტყდე, შანსი აღარ გაქვს.

პირველი ტურის შემდეგ კარგ პოზიციაში ვიყავით, ასე რომ, გავრისკეთ და შევუტიეთ. გოლის გატანის შანსები ჩვენც გვქონდა - ტაიმის მიწურულს პეხარტს უნდა გაეტანა, თამაშის ბოლოს კი ჩელუსტკა ურტყამდა ძალზე სახიფათოდ.

წინ ძალიან მძიმე ბოლო ტური გველის - ინგლისის ნაკრები ფიზიკურად ყველაზე ძლიერია ჯგუფში. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც რეგულარულად უწევთ პრემიერლიგაში თამაში. მაგრამ ჩვენი ბედი ისევ ჩვენს ხელთაა - თუკი მოვიგებთ, ნახევარფინალში გავალთ".

ლუის მილია (ესპანეთის მწვრთნელი): "საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ - კვირას, რომ მეორე გოლი დროულად გაგვეტანა, 3 ქულას ხელიდან აღარ გავუშვებდით. ახლა კი კმაყოფილი ვარ, ჯერ ერთი, რომ უკეთ ვითამაშეთ და მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, მეორეც, საჭირო გოლები დროულად გავიტანეთ.

ესპანური ფეხბურთის უპირატესობაც ეს არის - ჩვენ აქცენტს ტექნიკურ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ, როცა ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არ მინდა ვინმე გამოვყო დღევანდელ მატჩში, ჩვენ გუნდური თამაშის წყალობით მოვიგეთ.

მთავარია, ეს გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ და უკრაინასთან მატჩშიც მოგებაზე ვიფიქროთ".

უკრაინა-ინგლისი 0:0

უკრაინა (4-2-3-1): კანიბალოცკი - ბუტკო, რაკიცკი, კრივცოვი, სელინი - ჩესნაკოვი, გოლოდიუკი - ბილიი, გარმაში, კონოპლიანკა (65. იარმოლენკო) - კრავეცი (70. ზოზულია).

ინგლისი (4-3-3): ფილდინგი - უოლკერი, სმოლინგი, ჯონსი, ბერტრანდი - ჰენდერსონი, მანსიენი (89. მუამბა), როდველი (57. ლენსბერი) - სტარიჯი, უელბეკი, როუზი (57. სინკლერი).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დენის გარმაში (უკრაინა)

უკრაინელები და ინგლისელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი დააკლეს და სატურნირო მდგომარეობაც ერთობ გაირთულეს. ამ ორი გუნდიდან მიზანთან უფრო ახლოს ბრიტანული იყო...

უკრაინელებისთვის კიდევ ერთი მარცხი ტურნირიდან გავარდნას ნიშნავდა. პაველ იაკოვენკომ პირველ ტურთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება შეიტანა. დაწინაურებულთა შორის დენის გარმაში, რომელმაც ორი წლის წინათ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისელთა დამარცხებაში 19-წლამდელთა დონეზე (გოლი გაიტანა). მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ გარმაში მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სულ სამი რეალური საგოლე მომენტი მოვნიშნეთ - პირველ ტაიმში დანიელ სტარიჯმა ყუმბარისებურად გაისროლა უკრაინელთა კარისკენ, ბურთი ხარიხამ აისხლიტა. მეორეში კი ესპანელებთან მატჩის გმირი დენი უელბეკი შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ ხეირიანად დარტყმა არ აცალეს და ბურთი კარს ააცილა, უელბეკი პენალტს ითხოვდა, თუმცა წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სულ ბოლოს კი უკრაინელებს მოგება შეეძლოთ - გარმაშმა დიდებული პასით "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული ფილ ჯონსი ხახამშრალი დატოვა, რომან ზოზულიას დარტყმულს კი მეკარე ფილდინგი ფეხით შეწვდა ბოლო წამს. თემურ ფარცვანიას, რომელიც ჩეხებთან მატჩში მეორე ტაიმში გამოჩნდა, ამჯერად არ უთამაშია.

პაველ იაკოვენკო (უკრაინის მწვრთნელი): "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელით. ახლა ჩვენთვის ყველაფერი მარტივად და რთულადაა - უნდა მოვიგოთ ბოლო ტურის მატჩი, მაგრამ მეტოქე გვყავს ძალიან ძლიერი - ესპანეთის ნაკრები.

ჩვენ მოსაგებად ვითამაშეთ. ამიტომაც, ამ თამაშის შედეგს ლოგიკურს ვერ ვუწოდებ. ბიჭებს მადლობა კარგი თამაშისთვის. ეს ჯგუფი ძალიან ძლიერი გამოდგა, ოთხივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენთვის შანსი კიდევ დარჩა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

სტიუარტ პირსი (ინგლისის მწვრთნელი): "ფიზიკურად ძალიან ძნელი მატჩი იყო ბიჭებისთვის. უკრაინა და ჩვენ თავს კარგად ვიცავდით. ახლა, ბოლო ტურში მხოლოდ მოგება გვინდა ნახევარფინალში გასასვლელად.

ორი თამაშის ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, სულ ერთი ბურთი გავუშვით. არადა, ორ ძლიერ მეტოქეს შევხვდით, რამდენიმე საგოლე მომენტიც შევქმენით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია, მოვუმატოთ. ახლა ყველაფერი ჩვენ ხელშია - ჩეხებთან გადამწყვეტი ორთაბრძოლა გველის".

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 1 1 0 3-1 4

2. ჩეხეთი 2 1 0 1 2-3 3

3. ინგლისი 2 0 2 0 1-1 2

4. უკრაინა 2 0 1 1 1-2 1

ბოლო ტური

19 ივნისი: ინგლისი-ჩეხეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ