საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს რუმინელი სპეციალისტი - სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს.

43 წლის რუმინელს მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.

მისი სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც "ვასლუიში", "კონსტანტაში", "ფოკსანში", ბუქარესტის "სტიაუასა" და "ბაკაუში" იმუშავა. "კონსტანტასთან" ერთად 2017-18 წლების სეზონში რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა, როცა მისმა გუნდმა ფინალში "ტიმიშოარა" 23:21 დაამარცხა.

სანდუ იაკობმა მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა. მას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.

სანდუ ფლორინ იაკობი: "ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი გავაკეთო საქართველოსთვის, რომელიც უკვე ძალიან მომწონს. მომწონს ის სათამაშო სტილი, რომელშიც ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი შანსი ეძლევათ".

წყარო: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის "ფეისბუქგვერდი"

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა