ლუჩანო მოჯი სერია B-ს მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენაში ამხილეს, დანაშაული დაუმტკიცეს და მკაცრი სასჯელი გამოუწერეს
ფედერკალჩოს ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუჩანო მოჯის სამუდამოდ აეკრძალა იტალიურ ფეხბურთში საქმიანობა.

დიახ, ასეთი მკაცრი განაჩენი დისციპლინარებმა ბევრი სჯა-ბაასის გარეშე მიიღეს და მოჯის წერილობით აცნობეს. საქმე იმაშია, რომ ლუჩანო სერია B-ს მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენაში ამხილეს, დაუმტკიცდა დანაშაული და გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ასეთი მკაცრი სასჯელი გამოუწერეს.

ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტეს მოჯის ფეხბურთიდან მოკვეთაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"კალჩოპოლის შემდეგ მოჯი საკმაოდ მკაცრად დაისაჯა, თუმცა როგორც ჩანს მისი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ, სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოიტანა და მოჯი მოკვეთილ იქნა იტალიური ფეხბურთიდან. კალჩო ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს კორუფციისგან, გარიგებული მატჩებისგან და სხვა არაერთი სიბინძურისგან. ჩემი აზრით, მოჯის მოკვეთა სწორედ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო