დორტმუნდის "ბორუსიაში" რანგელოვსაც აღარაფერი ესაქმება
დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და გერმანიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული ნომერის (10) მქონე ფეხბურთელს ამ ზღაპრულ წარმატებაში ფაქტობრივად არანაირი როლი არ უთამაშია.

29 წლის ეგვიპტელ თავდამსხმელ მოჰამედ ზიდანს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და BVB-სთვის ფაქტობრივად უსარგებლო მოთამაშე იყო, თუმცა ეს მისი საკმაოდ მძიმე ტრავმის ბრალიცაა, რომელიც, მართალია, მალევე მოიშუშა, მაგრამ ფორმის აღდგენა და სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება კი ვერაფრით მოახერხა - გამოჯანმრთელების შემდეგ ზიდანი იდეალურად ფუნქციონირებად გუნდში ვეღარ ჩაჯდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეგვიპტელს ძირითადში ადგილი არც მომდევნო სეზონში ექნება გარანტირებული, რის გამოც კმაყოფილი ნამდვილად არ არის და პირდაპირ ამბობს, თამაში მინდა, ისეთ ასაკში ვარ, რომ დასაკარგი დრო აღარ მაქვსო. თუმცა ზიდანი იქვე ხაზს უსვამს იმასაც, რომ „დორტმუნდის“ „ათიანობა“ მაგრად ეამაყება.

ამრიგად, საკითხავია, დარჩება თუ არა ზიდანი „ბორუსიაში“, სადაც მას კონტრაქტის ვადა გაისად ეწურება? ფაქტია, რომ 22 წლის ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის ტრანსფერის შემდეგ, რომელიც „ბორუსიას“ 5.5 მილიონი დაუჯდა, ზიდანის შანსები, ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში, კიდევ უფრო შემცირდა. მოჰამედით დაინტერესებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეგვიპტური კლუბი, „ალ კაირო“ იჩენს...

თუკი ზიდანის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, 28 წლის ფორვარდ დიმიტარ რანგელოვის საკითხი გადაწყვეტილია: „დორტმუნდში“ მისი ადგილი აღარ არის. ბულგარელი რომელიც „ბორუსიაში“ 2009 წელს „კოტბუსიდან“ ერთ მილიონ ევროდ გადავიდა და BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში თელ ავივის „მაქაბიში“ გახლდათ განათხოვრებული. დორტმუნდელები მზად არიან, რანგელოვი ისევ გაანათხოვრონ, ან სულაც გაყიდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს