იბიშევიჩის კითხვის ნიშანი
ორი წლის წინ „ჰოფენჰაიმის“ ბოსნიელი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და როგორც ჰოფენჰაიმის, ისე მახლობელი სოფლების საფეხბურთო გმირი იყო.

მაშინ „ჰოფე“ პირველ ბუნდესლიგაში ახალი გადასული იყო და ყველასათვის მოუდლონელად, შემოდგომის ჩემპიონი გახდა, დღეისათვის 26 წლის ფორვარდი კი 17 მატჩში გატანილი 18 გოლით პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი იყო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, „ჰოფენჰაიმი“ რეალობას დაუბრუნდა. მართალია, ელიტიდან არ გავარდნილა, თუმცა არც სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია. და ვედოც აღარ არის ისეთი სუპერგოლეადორი, როგორიც უნდა ყოფილიყო. გასული სეზონი კი მან საკმაოდ სუსტად ჩაატარა, რის გამოც მისი მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

დასრულდა თუ არა სეზონი, იბიშევიჩი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მშობლები მოინახულა და ცოტა დაისვენა, მერე კი ევროპაში დაბრუნდა, ბოსნიის ნაკრებთან ერთად ორ ოფიციალურ მატჩში ითამაშა (რუმინეთთან 0:3 და ალბანეთთან 2:0), რის შემდეგაც ისევ შვებულებაში წავიდა. ახლა კი, სანამ „ჰოფენჰაიმი“ ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, იბიშევიჩს ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ იფიქროს და გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა.

2008/2009 წლების სეზონის პირველი ნახევრის გმირს გასულ სეზონში უმეტესად არ უმართლებდა - ბურთს ხშირად უიღბლოდ კარგავდა, ძელსა და ხარიხას ახვედრებდა, იმის გამო, რომ თანაგუნდელები ნაკლებად ეხმარებოდნენ, უმეტესად დრიბლინგებით ცდილობდა ფონს გასვლას, რაც არ გამოსდიოდა, რადგან იბიშევიჩი არ არის დრიბლიორი და ასე შემდეგ.

„პირველ რიგში საკუთარი თავისგან ველოდი მეტს,“ - ამბობს ვედო და მისი შედეგებით „ჰოფეს“ მენეჯერი ერნსტ ტანერიც იმედგაცრუებულია. თვითონ განსაჯეთ: მას მერე, რაც „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას იცავს, იბიშევიჩი წელს პირველად ვერ გახდა კლუბის საუკეთესო გოლეადორი. მან მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო, გილფი სიგურდსონმა კი ერთით მეტი შეაგდო. შესაბამისად, ვედადი „ჰოფენჰაიმში“ შეუცვლელი ფიგურა აღარ არის და თანაც, მისი სამსახურით თურქული კლუბები, „ტრაბზონსპორი“ და „ბეშიქთაში“ დაინტერესდნენ. „ბილდის“ ინფორმაციით, იბიშევიჩზე ინგლისური „სანდერლენდიც“ სერიოზულად ფიქრობს.

„მე ვარ ის ფეხბურთელი, რომელმაც „ჰოფენჰაიმის“ ბუნდესლიგურ ისტორიაში პირველი, მეასე და ასორმოცდამეათე გოლები გაიტანა. რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი განსაკუთრებით მიყვარს. „ჰოფენჰაიმთან“ სულ სხვა, ემოციური კავშირი მაქვს,“ - ამბობს იბიშევიჩი, რომელსაც „სოფლელებთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

მიუხედავად ამისა, ბოსნიელი თავდამსხმელი ვერ დებს იმის პირობას, რომ აუცილებლად „ჰოფენჰაიმში“ დარჩება - თანაც, არც კლუბის ხელმძღვანელები „იკლავენ თავს“. იბიშევიჩი პირველ რიგში ახალი სეზონისთვის მზადების დაწყებას ელოდება და უნდა, გაარკვიოს, რას ფიქრობს მასზე ახალი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ჰოფენჰაიმმა“ 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი სვენ შიპლოკი იყიდა, რომელიც იბიშევიჩის უშუალო კონკურენტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"