"ბორჯღალოსნები" პორტუგალიაში რჩება და 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ლისაბონში პორტუგალიასთან 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი ადგილობრივ სპორტულ ბაზაზე დაბრუნდა და მომდევნო მატჩისთვის საუკეთესო პირობებში ემზადება.

პირველი ორი დღე რეაბილიტაციას და აღდგენას დაეთმო. ორშაბათს მსუბუქი, ხოლო დღეს დაბალი ინტენსივობის ორი ვარჯიში ჩატარდა. ხვალ და ზეგ "ბორჯღალოსნებს" დატვირთული დღეები ექნება, პარასკევს კი მადრიდში ჩაფრინდებიან და მატჩის წინა დღეს ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, სერიოზული ტრავმა არცერთ მორაგბეს არ აწუხებს:

„სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, თუმცა ორი მოთამაშე ლიმიტირებულად ვარჯიშობს და შეძლებენ თუ ვერა თამაშს, კვირის განმავლობაში გაირკვევა. განრიგი ისე გვაქვს გაწერილი, რომ კვირის ბოლოს ყველა მოთამაშე საუკეთესო კონდიციაში უნდა იყოს“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„თამაშის მართვაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რაც პორტუგალიასთან თამაშშიც გამოჩნდა. პრობლემები გვქონდა დაცვაში დისციპლინის კუთხით, ასევე, ფეხით თამაშში და საჰაერო ორთაბრძოლებისას. ტაქტიკურად რამდენჯერმე არასწორად შესრულდა დარტყმა და ამან წნეხში მოგვაქცია. ვეცდებით, დავხვეწოთ შეტევითი სქემები. ვითამაშებთ პრაგმატულ რაგბის და როგორც კი თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, შეგვეძლება ექსპერიმენტების განხორციელება“.

ესპანეთს გასულ კვირაში არ უთამაშია, თუმცა "ბორჯღალოსნებისთვის" მისი თამაშის სტილი კარგადაა ნაცნობი:

„ესპანელების თამაში ჩვენთვის უცხო არ არის. მთავარი ისაა, ჩვენ რას დავუპირისპირებთ. ისინი დაცვაში სწრაფად ამოდიან და მოწინააღმდეგისთვის სივრცის შეზღუდვას ცდილობენ, თუმცა ამას მინუსებიც აქვს. ხშირად რჩება ხვრელები, რისი გამოყენებაც უნდა შევძლოთ. ასევე რჩება სივრცეები და მათ გამოყენებაზე ვმუშაობთ. ვთვლი, რომ შეჯგუფებებში მათთანაც დომინანტები ვიქნებით და ეს უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეს სწრაფი მორაგბეები ჰყავს და შარშან მოლით ორი ლელოც დაგვიდეს. ვფიქრობ, ისინი ახლაც ეცდებიან დერეფნიდან მოლით შემოგვიტიონ“.

"ბორჯღალოსნებისა" და ესპანეთის შეხვედრა 14 მარტს, კვირას, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

rugby.ge

ava
რაგბში ბევრი არაფერი გამეგება მაგრამ ჯარიმას როდესაც გვაძლევენ და არ ვიყენებთ ?? კითხვაც არ ვიცი სწორად როგორ დავსვა. რა ჯანდაბა ხდება ჯარიმა რატომ არ უნდა გამოვიყენოთ??
გიორგი 50
ლევან მაისაშვილს მივმართავთ დიდი პატივისცემით: იქნებ, ყველა მეტნაკლებად დასარტყმელი ჯარიმა, აუცილებლად დავარტყათ. თუკი ახალი ზელანდია არ უკადრისობს თავისზე სუსტებთან თამაშისას დარყმებს, განსაკუთრებით თავიდან, ჩვენ ნუ გავხდებით ,,რომის პაპზე მეტი კათოლიკები"... შეგახსენებთ, პორტუგალიასთან, თამაშის ბოლოს შესაძლოა შევრცხვენილიყავით... გმადობთ, პატივისცემით....
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან