იოახიმ ლიოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუნდესგუნდის ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს
ის, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და რაზეც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: მიხაელ ბალაკის სანაკრებო კარიერა დამთავრდა, ბუნდესგუნდის ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. ეს ცნობა გუშინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაადასტურა.

ამით მთავრდება რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეილილი დისკუსია იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე გერმანული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი და ეროვნული გუნდის თავი იყო - ბალაკს ბუნდესგუნდში 98 მატჩში აქვს ჩატარებული, უკანასკნელად კი, ნაკრების ფორმა 2010 წლის 3 მარტს, არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:1) მოირგო. გეხსომებათ, იმ თამაშის შემდეგ მიხაელმა ინგლისის თასის ფინალში (მაშინ „ჩელსის“ ღირსებას იცავდა) მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზა.

„ბოლო დროს არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. მუნდიალის შემდეგ გუნდის განვითარება ძალიან პოზიტიურად მიდის. სწორედ ეს იყო საუბრის მთავარი თემა მიხაელ ბალაკთან ბოლო შეხვედრის დროსაც, რომელიც მარტის მიწურულს შედგა. მას მერე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ტელეფონით და ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როცა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

სამწუხაროდ, გერმანიის ნაკრებში მიხაელ ბალაკის ადგილი აღარ არის. მასთან სატელეფონო საუბრების დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მიხაელი მომხდარს გაგებით ეკიდება, - ასეთია ლიოვის ოფიციალური განმარტება, რომელიც იქვე დასძენს, - ბალაკი ბოლო ათწლეულის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია. წლების მანძილზე ის ბუნდესნაკრების უმთავრესი ფიგურა და შეუცვლელი ლიდერი იყო. 2002 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, გერმანია წარმატებით ასპარეზობს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე, რაშიც მიხაელის დამსახურება უდიდესია. ბალაკის სანაკრებო კარიერის სახით, გერმანიის ეროვნულ გუნდში დიდი ერა სრულდება.“

ლიოვი ბალაკს გამოსათხოვარ მატჩს სთავაზობს: „ცხადია, ძალიან გვინდა, რომ ბალაკი ნაკრებიდან ისე გავაცილოთ, როგორც იმსახურებს. მინდა, რომ მან 10 აგვისტოს, ბრაზილიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესგუნდის ფორმა კიდევ ერთხელ, 99-ედ და უკანასკნელად მოირგოს - ნიშნად მადლიერებისა იმის გამო, რაც მან გერმანული ფეხბურთისთვის გააკეთა,“ - ამბობს იოგი.

თუმცა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ბალაკი გამოსათხოვარ მატჩზე უარის თქმას აპირებს. ლიოვი ამბობს, ეს მიხაელმა დიდი ხანია იცის, მაგრამ პასუხი ჯერ არ უცნობებია და იმედი მაქვს, რომ ბრაზილიასთან ითამაშებსო. სპორტული საინფორმაციო სააგენტო SID იტყობინება, რომ 34 წლის მიხაელი ნაკრებიდან ოფიციალურ გამოთხოვებაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, რომ ბალაკს ბუნდესგუნდში დებიუტი 22 წლის ასაკში, ერიხ რიბეკის მთავარი მწვრთნელობისას ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე