ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამისება, - ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე "ექსპო ჯორჯიაში" განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

"ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე ვიდრე და სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ" , - განაცხადა აბუსერიძემ.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

Love rubby
ეგ აღარ ახსოვთ. პრინციპში ამა რაღა ახსოვთ საფრანგეთში მოუწყვეს კარიერა და მერე აქ გააგრძელეს. მოლით ვაწვებიდითო ერთი იძახის მეორე ჩვენ არაო პროვოკაცია მოგვიწყვესო. არადა მახსოვს ამის კამანდა იძახოდა მემგონი არჩევნებს ჩავშლითო.რას გიშვებათ ბიძოს ფულების სიყვარული თორე ვინ რისი გამკეთებელი ხართ გეტყობათ.
ქართველი
ვიღაცას მთავრობაში ძალიან სძულს ქართული რაგბი!!!...
გიო
სიმონ მაისურაძემ ჩვენთვის მშვიდობიანად მოლით შევდიოდით არჩევნების ჩასაშლელად და არ შეგვიშვესო,გაგაგიჟებს ეს ხალხი. ბიძინას რომ აგინებთ ცოტა სინდისმა შეგაწუხოთ იქნება, ითამაშებდით ეხლაც ვარკეთილის სტადიონზე და ასფალტზე ივარჯიშებდით
ლუკა
გეგმა არ გვაქვსო რომ იძახიან პრობლემა ეგ არის, სამართალს ვირული მეთოდებით იცავენ. აბუს გარდა წესიერი არავინ იჯო კანდიდატი? ჩვენი ოჯახიო და მთელ მსოფლიოს მოსდეს ამბავი, და გულშემატკივარს მწყობრად და დალაგებულად ერთხელ ვერ თუ არ დაელაპარაკნენ. თუ სიმართლის მხარეს არიან ყველა თავისი საქციელი მართალი გონიათ, ტიპიური თანამედროვე ქართული სიბრიყვე. რაგბს, ოჯახს ქვეყანას ყველაფერს ერთნაირი უტვინო მიდგომით ვსპობთ. წარსულია მგონი უკვე ჩვენი რაგბი და მოძალადე რეტროგრადებთან ერთად ამათაც დიდი წვლილი მიუძღვით ამაში. ოთხი წელი გქონდათ ჭკუით მოსამზადებლად, საზოგადოებრივი აზრის მოსაგებად. მაგრამ არარი თქვენი საქმეო და ისევ ყველა უცხოსთან იჩივლეს...
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე