უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
უიმბლდონი მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ უძველესი საჩოგბურთო ტურნირი გახლავთ. ეს არის მთელი კულტურა თავისი მითებით, ლეგენდებითა და გმირებით. სამყარო, სადაც იბადებიან ახალი ვარსკვლავები ან გვემშვიდობებიან ძველები. ადგილი, სადაც სიდიადიდან სასაცილომდე ერთი გათამაშება დგას. სამყარო, სადაც ისტორია იქმნება.

უიმბლდონის წინ (და მისი მსვლელობისას) შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს ტურნირის ლეგენდარული მატჩების შესახებ. აუცილებელი არ არის ეს იყოს მაინც და მაინც ფინალური მატჩი ან შეხვედრა ვარსკვლავების მონაწილეობით. იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდე, ხანდახან ერთი საგულისხმო მომენტი ან დაძაბული ინტრიგაც საკმარისია. ეს დროებითი რუბრიკა უიმბლდონის სტატისტიკითაც იქნება გაჯერებული. ჩვენი პირველი გმირები კი პანჩო გონსალესი და ჩარლი პასარელი არიან, რომლებმაც ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი გვაჩუქეს.

"ჩარლიტო თითქმის ისევე კარგად თამაშობს, როგორც მე", - ამბობდა 1966 წელს არტურ ეში ლოს ანჯელესის უნივერსიტეტსა და დევისის თასზე ამერიკის ნაკრებში თავის პარტნიორზე, პუერტორიკოელ ჩარლი პასარელზე. ჩარლი წყვილებში თამაშის სპეციალისტი იყო და კარიერის დასაწყისში დიდი პერსპექტივები ჰქონდა. 1967 წელს უიმბლდონზე მან სენსაცია მოახდინა, როცა პირველივე წრეში გამოთიშა ბრძოლას მოქმედი ჩემპიონი მანოლო სანტანა და მეოთხე წრემდე მიაღწია. 1968 წელს პუერტორიკოელს არ გაუმართლა - უკვე მეორე წრეში გადაეყარა კენ როზუოლს. შემდეგ წელს უიმბლდონის პირველ რაუნდში ჩარლის კიდევ ერთი ლეგენდა ელოდა.

რიჩარდ გონსალესი (უფრო პანჩოდ ცნობილი) ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშედ ითვლება ჩოგბურთის ისტორიაში. ფლოტში სამსახურის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა ორჯერ მოიგო (1948, 1949) და პროფესიონალებში გადავიდა, სადაც 50-იანი წლების შუაში კარგა ხნით დაიმკვიდრა ადგილი პლანეტის საუკეთესო მოთამაშის რანგში. პანჩოს კორტზე აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა, ხოლო მისი მოწოდება მრავალი წლის განმავლობაში ეტალონად მიიჩნეოდა, მაგრამ, ამასთან, დიადი ამერიკელი მეტად ნერვული ადამიანი იყო, მუდმივად კამათობდა მსაჯებთან და საშინლად ცოფდებოდა წაგების გამო, თუნდაც საუკეთესო მეგობრებთან ბრძოლაში.

1961 წელს, შვიდწლიანი მსოფლიო დომინირების შემდეგ პანჩომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ერთი წლის თავზე დაბრუნდა და თამაში გააგრძელა, თუმცა ეს აღარ იყო ძველი დონე. 1963 წელს გონსალესი ამერიკის ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც დევისის თასის ფინალამდე მიაღწია. დროთა განმავლობაში პანჩო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა სამწვრთნელო საქმეს. მისი შეგირდების რიცხვში შედიოდნენ არტურ ეში და... ჩარლი პასარელი. 1968 წელს, 40 წლის ასაკში რიჩარდ გონსალესი ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. თითქოს უკვე შეიძლებოდა დამსახურებულ პენსიაში გასვლა, მაგრამ იმავე წელს ჩოგბურთში ე. წ. "ღია ერა" დაიწყო. ამერიკელს კარიერის ბოლოსკენ უიმბლდონის მოგება მოუნდა...

1968 წელს გონსალესმა უბრალოდ ენერგია ვერ აღიდგინა საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ. ამიტომაც უიმბლდონის მესამე წრეში ვეტერანმა ოთხ სეტში წააგო ალექსანდრ მეტრეველთან. შემდეგ სეზონში პანჩომ შეგნებულად თქვა უარი პარიზში გამგზავრებაზე და მიზანმიმართულად მოემზადა წლის მთავარი ტურნირისთვის. მას 41 წელი შეუსრულდა, მეტოქე 25 წლის იყო...

1969 წლის 24 ივნისს ლონდონში წვიმდა, ამიტომაც გონსალესისა და პასარელnს მატჩი მხოლოდ საღამოს ექვს საათზე დაიწყო. მწვრთნელისა და მოსწავლის შეხვედრისთვის ცენტრალური კორტი გამოყვეს, რადგან ამ დუელმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაყურებელთა მოლოდინი გამართლდა - მეტოქეებმა პირველივე სეტში ბრწყინვალე შოუ დადგეს. პასარელს წინასწარ ჰქონდა შემუშავებული ტაქტიკა - მიღების შემდეგ ის ფეხებში ურტყამდა ბადესთან გასულ გონსალესს და შემდეგ შემოვლით დარტყმას ასრულებდა. ტაქტიკა მეტნაკლები წარმატებით მოქმედებდა - გონსალესი ბრწყინვალედ მოქმედებდა ბადესთან. ორსაათიანი ბრძოლა 46-ე გეიმში დასრულდა, როცა პასარელმა მოახერხა ბრეიკის გაკეთება - 24:22.

უკვე საღამოს რვა საათი იყო, ცა ღრუბლებით დაიფარა. დაღლილმა გონსალესმა სამჯერ სთხოვა მსაჯს მატჩის შემდეგი დღისთვის გადადება. კოშკურის არბიტრმა მაიკ გიბსონმა უარი განაცხადა. პანჩო გაბრაზდა და მისი თამაში საერთოდ მოიშალა. მატჩი გაგრძელდა და მაყურებელმა, რომელიც მანამდე თბილად შეხვდა ვეტერანს, პანჩოს სტვენა აუტეხა. გონსალესს ბრძოლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. პასარელმა მოიგო მეორე სეტი - 6:1. გიბსონმა, როგორც იქნა, ოთხშაბათისთვის გადადო მატჩი. გონსალესმა ჩოგანი კორტზე დაახეთქა და სტვენის თანხლებით გასახდელში გაემგზავრა.

ღამე მეტოქეებმა სხვადახვაგვარად გაატარეს. პასარელი ადრე დაწვა დასაძინებლად, გაღიზიანებულ გონსალესს კი არ ეძინებოდა. ის ღამის ორ საათზე ადგა და დილამდე შაშს ეთამაშებოდა თავის ყოფილ მეუღლეს.

ოთხშაბათს მზიანი დილა გათენდა. სანამ პასარელს ეძინა, გონსალესმა ცოტა ივარჯიშა და მალე თამაში გაგრძელდა. სრულიად მოულოდნელად ღამენათევი პანჩო არაფერში ჩამორჩებოდა ახალაზრდა და დასვენებულ მეტოქეს. 14:14-ზე პასარელმა თავისი მოწოდებისას ორჯერ გაწყვიტა სიმები საკუთარ ჩოგანზე. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი - პანჩომ მეტოქის მოწოდება აიღო და შემდეგ სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. საინტერესოა, რომ ყოველთვის ნერვული გონსალესი დემონსტრატიულად მშვიდი იყო, იმ დროს, როცა მისი ოპონენტი აშკარად ნერვიულობდა. მეოთხე სეტში გადამწყვეტი მომენტი გახდა პასარელის ორმაგი შეცდომა 3:4-ზე. პანჩომ ბრეიკი გააკეთა, შემდეგ გეიმში კი სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე სეტის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ცენტრალურ კორტზე ახალი ისტორია იწერებოდა. ტრიბუნები სავსე იყო, მაყურებელი გასასვლელებშიც კი იდგა, კიდევ 30 ათასი კორტის გარშემო იყო შეკრებილი და ელექტრონულ ტაბლოზე აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა პასარელის ფიზიკური უპირატესობა. გონსალესი ხშირად ცდებოდა, პერიოდულად არ მუშაობდა მისი მთავარი იარაღი - უნაკლო მოწოდება. 4:5-ზე პანჩომ მეტოქეს თავის მოწოდებაზე სამმაგი მატჩბოლი მისცა. "მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა", - ამბობდა მატჩის შემდეგ გონსალესი. მაგრამ ნერვებმა მის მეტოქესაც უმტყუნა - პასარელმა ზედიზედ სამი შეცდომა დაუშვა და გეიმებში ანგარიში გათანაბრდა. სიტუაცია გონსალესის მომდევნო ჩაწოდებისას განმეორდა - ისევ 0:40 და ისევ სამი მატჩბოლი. პირველი პანჩომ შესანიშნავი "სმეშით" მოიგერია, მეორეში პასარელს კარგი მიღება გამოუვიდა, მაგრამ გონსალესი მიუხვდა ჩანაფიქრს და ბრწყინვალე კროსით ჰაერიდან მოიგო ქულა. მესამე მატჩბოლი მაშინ მოიგერია, როცა ჩარლიმ ცუდად მიიღო მოწოდება.

7:8-ზე პუერტორიკოელმა კიდევ ერთი მატჩბოლი მიიღო - რიგით მეშვიდე. ამჯერად გონსალესი მოწოდებისთანავე გავიდა ბადესთან, ჩარლიმ მეტოქისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ დარტყმა აუტში გაუშვა. ახალგაზრდა ჩოგბურთელს კიდევ უფრო მეტად დაეტყო ნერვიულობა, მისი ასაკოვანი ოპონენტი კი პირიქით, ყოველგვარი ემოციის გარეშე თამაშობდა. საბოლოოდ, მე-19 გეიმში პანჩომ შეძლო ბრეიკის გაკეთება, რის შემდეგაც საკუთარი გეიმის აღება რჩებოდა. მან ზედიზედ სამი გათამაშება მოიგო და პირველი მატჩბოლი მიიღო. მოკლე გათამაშებისას გონსალესმა ბადესთან გაიტყუა მეტოქე, რის შემდეგაც აკურატულად გადაუგდო ბურთი თავზე. ამჯერად ყველაფერი იდეალურად იყო შესრულებული - ჩარლი გაშეშებული ადევნებდა თვალს, როგორ ეშვებოდა ბურთი პირდაპირ ხაზზე...

არც ერთ ჩოგბურთელს არ დარჩა ძალა ემოციების გამოსახატავად. ბადესთან მათ ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ. 50 ათასი მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ამ დიადი მატჩის მონაწილეებს.

პასარელმა მხოლოდ გასახდელში გააცნობიერა მომხდარი და ატირდა. რამდენიმე წუთში მასთან გონსალესი შევიდა. მან მოსწავლეს მხრებზე პირსახოცი მოახურა და უბრალოდ უთხრა - "მაპატიე!"...

მატჩის ანგარიში იყო - 22:24, 1:6, 16:14, 6:3, 11:9. ის ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. 41 წლის შემდეგ უიმბლდონზე ხანგრძლივობის რეკორდი დაამხეს ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ.

იმ ტურნირზე გონსალესმა კიდევ ორი მატჩი მოიგო, მაგრამ მეოთხე წრეში მას სხვა მოსწავლემ გადაუღობა გზა. არტურ ეში აჭარდებდა, როცა ამბობდა, რომ ჩარლიტო მასსავით კარგად თამაშობდა. ოთხ სეტში ახალგაზრდობამ გამოცდილება დაამარცხა. ეში უფრო შორს წავიდა - ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ წააგო ჩოგბურთელთან, რომელთანაც 1969 წელს ყველა მარცხდებოდა. როდ ლეივერმა იმ წელს თავისი მეორე სეზონური "დიდი სლემი" მოიგო.

პანჩოს კარიერა 1973 წლამდე გრძელდებოდა. ერთი წლით ადრე, 43 წლისა და 9 თვის ასაკში მან მოიგო დე-მინეს ტურნირი, რითაც ისტორიაში ATP-ის ტიტულის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა. ეს რეკორდი დღემდე არავის დაუმხია. მრავალი წელი გონსალესი ლას ვეგასში ცნობილი სასტუმროს - Caesar's Palace-ის საჩოგბურთო ცენტრს ხელმძღვანელობდა, მაგრამ მძიმე ხასიათის გამო ურთიერთობა გაიფუჭა ხელმძღვანელობასთან და იძულებული იყო ცენტრი დაეტოვებინა. 80-იანი წლების ბოლოს პანჩო ლას ვეგასში თავის მორიგ, მეექვსე ცოლთან რიტასთან ერთად ცხოვრობდა. პარალელურად ის სპარინგებს მართავდა რიტას ძმასთან, ვინმე ანდრე აგასისთან...

რიჩარდ "პანჩო" გონსალესი 1995 წლის 3 ივლისს კიბოთი გარდაიცვალა. ეს უიმბლდონის მატჩის ყურებისას მოხდა. მან რამდენიმე დღე ვერ გაძლო პიტ სამპრასის მორიგ გამარჯვებამდე. თამაშის მანერით სწორედ პიტს მიიჩნევდნენ გონსალესის მემკვიდრედ.

ჩარლი პასარელი ინდიან უელსის მასტერსის დირექტორად მუშაობს, პარალელურად კომენტარს უკეთებს საჩოგბურთო მატჩებს. შეიცვლებოდა თუ არა მისი ბედი იმ მატჩის მოგების შემთხვევაში? პასარელს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა ცხოვრებით კმაყოფილია. თუნდაც იმიტომ, რომ ლეგენდა გახდა.

უიმბლდონი. ყველა ფინალი. კაცები

სამოყვარულო ერა

1877 სპენსერ გორი (ბრიტ)-უილიამ მარშალი (ბრიტ) 6:1, 6:2, 6:4

1878 ფრენკ ჰადოუ (ბრიტ)-სპენსერ გორი (ბრიტ) 7:5, 6:1, 9:7

1879 ჯონ ჰარტლი (ბრიტ)-ვერ სენტ ლეგერი (ბრიტ) 6:2, 6:4, 6:2

1880 ჯონ ჰარტლი (ბრიტ)-ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ) 6:3, 6:2, 2:6, 6:3

1881 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ჯონ ჰარტლი (ბრიტ) 6:0, 6:1, 6:1

1882 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ერნესტ რენშოუ (ბრიტ) 6:1, 2:6, 4:6, 6:2, 6:2

1883 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ერნესტ რენშოუ (ბრიტ) 2:6, 6:3, 6:3, 4:6, 6:3

1884 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ) 6:0, 6:4, 9:7

1885 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ) 7:5, 6:2, 4:6, 7:5

1886 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ) 6:0, 5:7, 6:3, 6:4

1887 ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ)-ერნესტ რენშოუ (ბრიტ) 1:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:4

1888 ერნესტ რენშოუ (ბრიტ)-ჰერბერტ ლოუფორდი (ბრიტ) 6:3, 7:5, 6:0

1889 უილიამ რენშოუ (ბრიტ)-ერნესტ რენშოუ (ბრიტ) 6:4, 6:1, 3:6, 6:0

1890 ვილუბი ჰემილტონი (ბრიტ)-უილიამ რენშოუ (ბრიტ) 6:8, 6:2, 3:6, 6:1, 6:1

1891 ვილფრედ ბადელეი (ბრიტ)-ჯოშუა პიმი (ბრიტ) 6:4, 1:6, 7:5, 6:0

1892 ვილფრედ ბადელეი (ბრიტ)-ჯოშუა პიმი (ბრიტ) 4:6, 6:3, 6:3, 6:2

1893 ჯოშუა პიმი (ბრიტ)-ვილფრედ ბადელეი (ბრიტ) 3:6, 6:1, 6:3, 6:2

1894 ჯოშუა პიმი (ბრიტ)-ვილფრედ ბადელეი (ბრიტ) 10:8, 6:2, 8:6

1895 ვილფრედ ბადელეი (ბრიტ)-ვილდერფორს ივსი (ბრიტ) 4:6, 2:6, 8:6, 6:2, 6:3

1896 ჰაროლდ მაჰონი (ბრიტ)-ვილფრედ ბადელეი (ბრიტ) 6:2, 6:8, 5:7, 8:6, 6:3

1897 რეჯინალდ დოჰერტი (ბრიტ)-ჰაროლდ მაჰონი (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:3

1898 რეჯინალდ დოჰერტი (ბრიტ)-ლოურენს დოჰერტი (ბრიტ) 6:3, 6:3, 2:6, 5:7, 6:1

1899 რეჯინალდ დოჰერტი (ბრიტ)-არტურ გორი (ბრიტ) 1:6, 4:6, 6:3, 6:3, 6:3

1900 რეჯინალდ დოჰერტი (ბრიტ)-სიდნი სმიტი (ბრიტ) 6:8, 6:3, 6:1, 6:2

1901 არტურ გორი (ბრიტ)-რეჯინალდ დოჰერტი (ბრიტ) 4:6, 7:5, 6:4, 6:4

1902 ლოურენს დოჰერტი (ბრიტ)-არტურ გორი (ბრიტ) 6:4, 6:3, 3:6, 6:0

1903 ლოურენს დოჰერტი (ბრიტ)-ფრენკ რაისლი (ბრიტ) 7:5, 6:3, 6:0

1904 ლოურენს დოჰერტი (ბრიტ)-ფრენკ რაისლი (ბრიტ) 6:1, 7:5, 8:6

1905 ლოურენს დოჰერტი (ბრიტ)-ნორმან ბრუქსი (ავსტრა) 8:6, 6:2, 6:4

1906 ლოურენს დოჰერტი (ბრიტ)-ფრენკ რაისლი (ბრიტ) 6:4, 4:6, 6:2, 6:3

1907 ნორმან ბრუქსი (ავსტრა)-არტურ გორი (ბრიტ) 6:4, 6:2, 6:2

1908 არტურ გორი (ბრიტ)-ჰერბერტ ბარეტი (ბრიტ) 6:3, 6:2, 4:6, 3:6, 6:4

1909 არტურ გორი (ბრიტ)-ჯოშია რიტჩი (ბრიტ) 6:8, 1:6, 6:2, 6:2, 6:2

1910 ენტონი უილდინგი (ზელ)-არტურ გორი (ბრიტ) 6:4, 7:5, 4:6, 6:2

1911 ენტონი უილდინგი (ზელ)-ჰერბერტ ბარეტი (ბრიტ) 6:4, 4:6, 2:6, 6:2, უარი

1912 ენტონი უილდინგი (ზელ)-არტურ გორი (ბრიტ) 6:4, 6:4, 4:6, 6:4

1913 ენტონი უილდინგი (ზელ)-მორის მაკლაფლინი (აშშ) 8:6, 6:3, 10:8

1914 ნორმან ბრუქსი (ავსტრა)-ენტონი უილდინგი (ზელ) 6:4, 6:4, 7:5

1919 ჯერალდ პატერსონი (ავსტრა)-ნორმან ბრუქსი (ავსტრა) 6:3, 7:5, 6:2

1920 ბილ ტილდენი (აშშ)-ჯერალდ პატერსონი (ავსტრა) 2:6, 6:3, 6:2, 6:4

1921 ბილ ტილდენი (აშშ)-ბრაიან ნორტონი (ს. აფრ) 4:6, 2:6, 6:1, 6:0, 7:5

1922 ჯერალდ პატერსონი (ავსტრა)-რენდოლფი ლისეტი (ს. აფრ) 6:3, 6:4, 6:2

1923 ბილ ჯონსონი (აშშ)-ფრენსის ჰანტერი (აშშ) 6:0, 6:3, 6:1

1924 ჟან ბოროტრა (საფ)-რენე ლაკოსტი (საფ) 6:1, 3:6, 6:1, 3:6, 6:4

1925 რენე ლაკოსტი (საფ)-ჟან ბოროტრა (საფ) 6:3, 6:3, 4:6, 8:6

1926 ჟან ბოროტრა (საფ)-ჰოვარდ კინსი (აშშ) 8:6, 6:1, 6:3

1927 ანრი კოშე (საფ)-ჟან ბოროტრა (საფ) 4:6, 4:6, 6:3, 6:4, 7:5

1928 რენე ლაკოსტი (საფ)-ანრი კოშე (საფ) 6:1, 4:6, 6:4, 6:2

1929 ანრი კოშე (საფ)-ჟან ბოროტრა (საფ) 6:4, 6:3, 6:4

1930 ბილ ტილდენი (აშშ)-ვილმერ ელისონი (აშშ) 6:3, 9:7, 6:4

1931 სიდნი ვუდი (აშშ)-ფრენ შილდსი (აშშ) უარი

1932 ელსვორტ ვაინსი (აშშ)-ბანი ოსტინი (ბრიტ) 6:2, 6:2, 6:0

1933 ჯეკ კროუფორდი (ავსტრა)-ელსვორტ ვაინსი (აშშ) 4:6, 11:9, 6:2, 2:6, 6:4

1934 ფრედ პერი (ბრიტ)-ჯეკ კროუფორდი (ავსტრა) 6:3, 6:0, 7:5

1935 ფრედ პერი (ბრიტ)-გოტფრიდ ფონ გამი (გერ) 6:2, 6:4, 6:4

1936 ფრედ პერი (ბრიტ) გოტფრიდ ფონ გამი (გერ) 6:1, 6:1, 6:0

1937 დონ ბაჯი (აშშ)-გოტფრიდ ფონ გამი (გერ) 6:3, 6:4, 6:2

1938 დონ ბაჯი (აშშ)-ბანი ოსტინი (ბრიტ) 6:1, 6:0, 6:3

1939 ბობი რიგსი (აშშ)-ელვუდ კუკი (აშშ) 2:6, 8:6, 3:6, 6:3, 6:2

1946 ივონ პეტრა (საფ)-ჯეფ ბრაუნი (ავსტრა) 6:2, 6:4, 7:9, 5:7, 6:4

1947 ჯეკ კრემერი (აშშ)-ტომ ბრაუნი (აშშ) 6:1, 6:3, 6:2

1948 ბობ ფალკენბურგი (აშშ)-ჯონ ბრომვიჩი (ავსტრა) 7:5, 0:6, 6:2, 3:6, 7:5

1949 ტედ შრიოდერი (აშშ)-იაროსლავ დრობნი (ჩეხ) 3:6, 6:0, 6:3, 4:6, 6:4

1950 ბაჯ პეტი (ავსტრა)-ფრენკ სედგმენი (ავსტრა) 6:1, 8:10, 6:2, 6:3

1951 დიკ სევიტი (აშშ)-კენ მაკგროგერი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:4

1952 ფრენკ სედგმენი (ავსტრა)-იაროსლავ დრობნი (ეგვ) 4:6, 6:2, 6:3, 6:2

1953 ვის სეისასი (აშშ)-კურტ ნილსენი (დან) 9:7, 6:3, 6:4

1954 იაროსლავ დრობნი (ეგვ)-კენ როზუოლი (ავსტრა) 13:11, 4:6, 6:2, 9:7

1955 ტონი ტრაბერტი (აშშ)-კურტ ნილსენი (დან) 6:3, 7:5, 6:1

1956 ლიუ ჰოდი (ავსტრა)-კენ როზუოლი (ავსტრა) 6:2, 4:6, 7:5, 6:4

1957 ლიუ ჰოდი (ავსტრა)-ეშლი კუპერი (ავსტრა) 6:2, 6:1, 6:2

1958 ეშლი კუპერი (ავსტრა)-ნილ ფრეზერი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:4, 13:11

1959 ალექს ოლმედო-როდ ლეივერი (ავსტრა) 6:4, 6:3, 6:4

1960 ნილ ფრეზერი (ავსტრა)-როდ ლეივერი (ავსტრა) 6:4, 3:6, 9:7, 7:5

1961 როდ ლეივერი (ავსტრა)-ჩაკ მაკინლი (აშშ) 6:3, 6:1, 6:4

1962 როდ ლეივერი (ავსტრა)-მარტინ მალიგანი (ავსტრა) 6:2, 6:2, 6:1

1963 ჩაკ მაკინლი (აშშ)-ფრედ სტოლი (ავსტრა) 9:7, 6:1, 6:4

1964 როი ემერსონი (ავსტრა) ფრედ სტოლი (ავსტრა) 6:4, 12:10, 4:6, 6:3

1965 როი ემერსონი (ავსტრა) ფრედ სტოლი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:4

1966 მანუელ სანტანა (ესპ)-დენის რელსტონი (აშშ) 6:4, 11:9, 6:4

1967 ჯონ ნიუკომბი (ავსტრა)-ვილჰელმ ბუნგერტი (გფრ) 6:3, 6:1, 6:1

ღია ერა

1968 როდ ლეივერი (ავსტრა)-ტონი როუჩი (ავსტრა) 6:3, 6:4, 6:2

1969 როდ ლეივერი (ავსტრა)-ჯონ ნიუკომბი (ავსტრა) 6:4, 5:7, 6:4, 6:4

1970 ჯონ ნიუკომბი (ავსტრა)-კენ როზუოლი (ავსტრა) 5:7, 6:3, 6:2, 3:6, 6:1

1971 ჯონ ნიუკომბი (ავსტრა)-სტენ სმიტი (აშშ) 6:3, 5:7, 2:6, 6:4, 6:4

1972 სტენ სმიტი (აშშ)-ილიე ნასტასე (რუმ) 4:6, 6:3, 6:3, 4:6, 7:5

1973 იან კოდეში (ჩეხ)-ალექსანდრ მეტრეველი (სსრკ) 6:1, 9:8(7:5), 6:3

1974 ჯიმი კონორსი (აშშ)-კენ როზუოლი (ავსტრა) 6:1, 6:1, 6:4

1975 არტურ ეში (აშშ)-ჯიმი კონორსი (აშშ) 6:1, 6:1, 5:7, 6:4

1976 ბიორნ ბორგი (შვედ)-ილიე ნასტასე (რუმ) 6:4, 6:2, 9:7

1977 ბიორნ ბორგი (შვედ)-ჯიმი კონორსი (აშშ) 3:6, 6:2, 6:1, 5:7, 6:4

1978 ბიორნ ბორგი (შვედ)-ჯიმი კონორსი (აშშ) 6:2, 6:2, 6:3

1979 ბიორნ ბორგი (შვედ)-როსკო ტანერი (აშშ) 6:7(4:7), 6:1, 3:6, 6:3, 6:4

1980 ბიორნ ბორგი (შვედ)-ჯონ მაკინროი (აშშ) 1:6, 7:5, 6:3, 6:7(16:18), 8:6

1981 ჯონ მაკინროი (აშშ)-ბიორნ ბორგი (შვედ) 4:6, 7:6(7:1), 7:6(7:4), 6:4

1982 ჯიმი კონორსი (აშშ)-ჯონ მაკინროი (აშშ) 3:6, 6:3, 6:7(2:7), 7:6(7:5), 6:4

1983 ჯონ მაკინროი (აშშ)-კრის ლუისი (ზელ) 6:2, 6:2, 6:2

1984 ჯონ მაკინროი (აშშ)-ჯიმი კონორსი (აშშ) 6:1, 6:1, 6:2

1985 ბორის ბეკერი (გფრ)-კევინ კარენი (აშშ) 6:3, 6:7(4:7), 7:6(7:3), 6:4

1986 ბორის ბეკერი (გფრ)-ივან ლენდლი (ჩეხ) 6:4, 6:3, 7:5

1987 პეტ კეში (ავსტრა)-ივან ლენდლი (ჩეხ) 7:6(7:5), 6:2, 7:5

1988 სტეფან ედბერგი (შვედ)-ბორის ბეკერი (გფრ) 4:6, 7:6(7:2), 6:4, 6:2

1989 ბორის ბეკერი (გფრ)-სტეფან ედბერგი (შვედ) 6:0, 7:6(7:1), 6:4

1990 სტეფან ედბერგი (შვედ)-ბორის ბეკერი (გერ) 6:2, 6:2, 3:6, 3:6, 6:4

1991 მიხაელ შტიხი (გერ)-ბორის ბეკერი (გერ) 6:4, 7:6(7:4), 6:4

1992 ანდრე აგასი (აშშ)-გორან ივანიშევიჩი (ხორ) 6:7(8:10), 6:4, 6:4, 1:6, 6:4

1993 პიტ სამპრასი (აშშ)-ჯიმ კურიე (აშშ) 7:6(7:3), 7:6(8:6), 3:6, 6:3

1994 პიტ სამპრასი (აშშ) გორან ივანიშევიჩი (ხორ) 7:6(7:2), 7:6(7:5), 6:0

1995 პიტ სამპრასი (აშშ)-ბორის ბეკერი (გერ) 6:7(5:7), 6:2, 6:4, 6:2

1996 რიხარდ კრაიჩეკი (ჰოლ)-მალივეი ვაშინგტონი (აშშ) 6:3, 6:4, 6:3

1997 პიტ სამპრასი (აშშ)-სედრიკ პიოლინი (საფ) 6:4, 6:2, 6:4

1998 პიტ სამპრასი (აშშ)-გორან ივანიშევიჩი (ხორ) 6:7(2:7), 7:6(11:9), 6:4, 3:6, 6:2

1999 პიტ სამპრასი (აშშ)-ანდრე აგასი (აშშ) 6:3, 6:4, 7:5

2000 პიტ სამპრასი (აშშ)-პატრიკ პაფრერი (ავსტრა) 6:7(10:12), 7:6(7:5), 6:4, 6:2

2001 გორან ივანიშევიჩი (ხორ)-პატრიკ პაფრერი (ავსტრა) 6:3, 3:6, 6:3, 2:6, 9:7

2002 ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:1, 6:3, 6:2

2003 როჯერ ფედერერი (შვეიც)-მარკ ფილიპუსისი (ავსტრა) 7:6(7:5), 6:2, 7:6(7:3)

2004 როჯერ ფედერერი (შვეიც)-ენდი როდიკი (აშშ) 4:6, 7:5, 7:6(7:3), 6:4

2005 როჯერ ფედერერი (შვეიც)-ენდი როდიკი (აშშ) 6:2, 7:6(7:2), 6:4

2006 როჯერ ფედერერი (შვეიც)-რაფაელ ნადალი (ესპ) 6:0, 7:6(7:5), 6:7(2:7), 6:3

2007 როჯერ ფედერერი (შვეიც)-რაფაელ ნადალი (ესპ) 7:6(9:7), 4:6, 7:6(7:3), 2:6, 6:2

2008 რაფაელ ნადალი (ესპ)-როჯერ ფედერერი (შვეიც) 6:4, 6:4, 6:7(5:7), 6:7(8:10),9:7

2009 როჯერ ფედერერი (შვეიც)-ენდი როდიკი (აშშ) 5:7, 7:6(8:6),7:6(7:5),3:6,16:14

2010 რაფაელ ნადალი (ესპ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:3, 7:5, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

metreveli
ალექსანრე და არა ალექსანდრ მეტრეველი! და ერთხელ მაინც გეთქვათ, რომ ქართველია.
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია