NHL. პლეი ოფი. ფინალი
"ბოსტონმა" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში ბრწყინვალე თამაშის წყალობით 39-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა სტენლის თასი. კანადური კლუბები კი ზედიზედ 18 წელია უტიტულოდ რჩებიან. "დათვების" მეკარემ ტიმ ტომასმა პლეი ოფში მეხუთე, ფინალში კი მეორე "შათაუტი" შეასრულა და სტენლის თასის გათამაშების MVP გახდა.

ფინალურ სერიებში მეშვიდე მატჩი იშვიათობაა. სტენლის თასის 100-წლიან ისტორიაში გულშემატკივარმა მეთექვსმეტედ იხილა მსგავსი რამ. 12 შემთხვევაში გამარჯვებას მასპინძლები აღწევდნენ და მხოლოდ ოთხჯერ დაარღვიეს ეს ტრადიცია სტუმრებმა. ამასთან, კანადურმა კლუბებმა, რომლებმაც ოთხჯერ უმასპინძლეს მეშვიდე მატჩს, ოთხივეჯერ გამარჯვებულებმა დატოვეს მოედანი. და კიდევ, არც ერთ კლუბს პლეი ოფის მსვლელობისას სამჯერ არ მოუგია მეშვიდე მატჩი (შეგახსენებთ, რომ "ბოსტონმა" წელს 4:3 მოუგო "ტამპა ბეისა" და "მონრეალს").

ასე რომ, პრაქტიკულად მთელი სტატისტიკა და სტენლის თასის ისტორია "დათვების" წინააღმდეგ იყო. არაფერი მოასწავებდა მათ წარმატებას. ყველა ფაქტორი "ვანკუვერის" სასარგებლოდ ლაპარაკობდა. მხოლოდ სერიაში შაიბების სხვაობით უგებდა "ბოსტონი" "ვანკუვერს" - 19:8.

ორივე გუნდისთვის ეს იყო 107-ე მატჩი სეზონში და წესით დაღლილობა ორივეს უნდა დასტყობოდა. და ეს შეიმჩნეოდა კიდეც თითოეული პერიოდის ბოლოს.

პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა თამაშის სურათი. მცირე ტერიტორიული უპირატესობა "ვანკუვერს" ჰქონდა, ხოლო "ბრუინზი" კონტრშეტევებზე აგებულ ფრთხილ თამაშს ამჯობინებდა. და კიდევ, მასპინძლები ბევრს ურტყამდნენ, სტუმრები - ცოტას, მაგრამ სახიფათოდ.

პირველ პერიოდში ბრწყინვალე ტიმ ტომასმა მეტოქის ყველა შეტევა მოიგერია, 20-წუთეულის ბოლოს კი კანადელებმა ინიციატივა დათმეს და დაისაჯნენ კიდეც - მარშანმა ჩაგდება მოიგო, კარგი პაუზა გააკეთა და შორეულ კუთხეში პატრის ბერჟერონი მონახა, რომლის დარტყმას ლუონგომ ვერაფერი მოუხერხა.

მეორე პერიოდი მარშანის შესანიშნავი მომენტით დაიწყო, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე გასვლა ძელისთვის შაიბის გარტყმით დასრულდა. მალე მასპინძლებმა კარში შეადგეს ტომასი, მაგრამ შაიბა გარეთ დარჩა.

ცოტა ხანში "ვანკუვერმა" გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მიიღო - ბაროუზმა ტომასი მოატყუა და ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ

ბოსტონელთა კაპიტანმა ზდენო ხარამ შაიბა საკუთარ თავზე მიიღო. ერთ წუთში კი "ვანკუვერმა" მეორე გოლი გაუშვა - მარშანმა უკნიდან შემოუარა მეტოქის კარს და ახლო კუთხეში დაარტყა. ლუონგომ ყვანჯის გასრიალება მოასწრო და თითქოს მოიგერია შაიბა, მაგრამ დანიელ სედინმა ყვანჯს ფეხი დააბიჯა და ამით შაიბის ინერციით მოძრაობას ხელი ვერ შეუშალა - 2:0.

პერიოდის ბოლოს მომენტს მომენტზე ქმნიდნენ მასპინძლები. ჰიგინსმა და დანიელ სედინმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენეს. სწორედ ამ დროს დაფიქსირდა მატჩში პირველი გაძევება - "ბოსტონი" რიცხვნაკლული დარჩა, მაგრამ მსაჯები ამით სტუმრებს უფრო დაეხმარნენ. ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშებისას მასპინძლებმა ვერც შეტევაში ვერ ივარგეს და ვერც საკუთარი ზონის დაცვისას - ბერჟერონს ორი მცველი მისდევდა, მაგრამ მაინც შეძლო პრაქტიკულად წაქცეულმა შაიბის კარში შეგდება - 3:0.

ტიმ ტომასის ბრწყინვალე თამაშის ფონზე ინტრიგა პრაქტიკულად მკვდარი იყო. თამაშის გადარჩენის ბოლო შანსი "ვანკუვერმა" საფინალო სირენამდე რვაწუთნახევრით ადრე მიიღო, როცა მსაჯებმა ორწუთიანი ჯარიმა გამოუწერეს ლუჩიჩს. რიცხობრივ უმცირესობაში ტომასმა მოიგერია ერჰოფის ბრწყინვალე გასროლა, მასპინძლების დანარჩენ დარტყმებს კი მცველები გადაეღობნენ.

საგოლე მომენტები მრავლად იყო: ბაროუზს შეეძლო თავის გამოჩენა, ბერჟერონმა კინაღამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. გაუმართლა მარშანს, რომელმაც ბოლოს ცარიელ კარში გაიტანა. 4:0 - "დათვების" ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. ამ შედეგის სამართლიანობაში ეჭვი არავის შეპარვია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "ბოსტონის" ბრწყინვალე მეკარე ტიმ ტომასი. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქვა, რომ ის გახდება პირველი "ფილადელფიას" მეკარე ბერნი პარენტის შემდეგ, ვინც ერთ სეზონში მოიპოვებს სტენლის თასს, პლეი ოფის MVP-ის ტიტულსა და სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზს. პირველი ორი ჯილდო ტომასს უკვე მიღებული აქვს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ტიმი "ვეზინა ტროფისაც" მიიღებს, მით უმეტეს, რომ ამ ნომინაციაში მისი მთავარი კონკურენტი რობერტო ლუონგოა, რომელიც ამ სერიაში დამაჯერებლად დაამარცხა.

ტომასის სტატისტიკა მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება: ფინალურ სერიაში დარტყმების მოგერიების 96,7 პროცენტი, პლეი ოფში - 94.0%, რეგულარულ ჩემპიონატში - 93.8%. საიმედოობის კოეფიციენტი: 1.98 - პლეი ოფში, 2.0 - რეგულარულში.

უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი: XXI საუკუნეში ბოსტონი გახდა პირველი ქალაქი, რომლის კლუბებმაც ოთხივე მთავარ ჩრდილოამერიკულ ლიგაში მოიპოვეს პირველობა. "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" (ქალაქი ფოქსბორო დიდი ბოსტონის შემადგენლობაში შედის) სამჯერ გახდა NFL-ის ჩემპიონი (2001, 2003, 2004), "ბოსტონ რედ სოქსმა" ორჯერ მოიგო MLB-ის ჩემპიონატი (2004, 2007), 2008 წელს კი "ბოსტონ სელტიქსი" NBA-ის ტრიუმფატორი გახდა.

ფინალი. VII მატჩი

ვანკუვერი-ბოსტონი 0:4

0:1, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-5 (მარშანი-8), 0:2 მარშანი-10 (საიდენბერგი-9, რეკი-9), 0:3 პ. ბერჟერონი-6 (საიდენბერგი-10, გ. კემპბელი-3), 0:4 მარშანი-11.

სერია: 3-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა