სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 2 დღის წინ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, აღნიშნული კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. რეგულარული ჩემპიონატის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ დაიწყო Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი, სადაც, 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. პირველ წრეში მამუკელაშვილის სეტონ ჰოლის მეტოქე მეოთხეადგილოსანი "სენტ ჯონსი" იყო, რომელსაც “მეკობრეებმა” დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 77:69 დაამარცხა.

შეხვედრა ნიუ იორკის ცნობილ არენა "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა, რაც დამკვიდრებული ტრადიციაა Big East-ის პლეი ოფისთვის. მამუკელაშვილმა თამაშისთვის განკუთვნილი 45 წუთიდან მხოლოდ არასრული 1 წუთი დაისვენა. ის სეტონჰოლელთათვის შეუცვლელი ლიდერია და ამ მატჩშიც თქვა საკუთარი სიტყვა. ქართველმა ფორვარდმა 16-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 20 ქულას სანდრომ 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ეს სანდროს მე-6 ორმაგი დუბლი იყო სეზონში და მე-13 სეტონ ჰოლის კარიერაში. სანდრომ 10 და მეტი ქულა ზედიზედ 14 მატჩში ჩააგდო. სეტონ ჰოლი კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჯორჯთაუნს დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნელად ვილანოვას 72:71 სძლია – გუნდს, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. სეტონ ჰოლისა და ჯორჯთაუნის ნახევარფინალური მატჩი მედისონ სკვერ გარდენში 13 მარტს გაიმართება.

GBF

Levan
აი აქ შეგიძლიათ სანდროსთვის ხმის მიცემა: http://www.hoophallawards.com/men/vote.php?fbclid=IwAR0eQuOIs2pSJlj6NHh1FaAYD7t1vHs-CP7O9KCOIkc84JnKXsYLyCBYToM
სოსო
მატჩიც საკმაოდ დაბალ შედეგიანი ყოფილა და მამუკელაშვილის სროლის პროცენტიც,საკმაოზე მეტად დაბალია.ეტყობა დაცვაში თამაშობდნენ ორივე მხარე კარგად,ან კიდევ,დაძაბულობის გამო უჭირდათ ჩაგდება.
გიორგი
ხმის მიცემა თუ შეგვიძლია სანდროსთვის კარლ მელოუნის პრიზის მისაღებ კონკურსში გასამარჯვებლად და თუ კი, როგორ?
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა