პლეიმეიკერი ბანკირი, "ადიდასი" თბილისელებისთვის და "ატლეტიკოს" პრეზიდენტი თბილისში
თბილისის "დინამოს" გენერალური სპონსორი გამოუჩნდა - გუშინ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და "პრივატბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბოგდან ლესიუკმა ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით გააფორმეს.

პრესკონფერენციის დასაწყისში პოლოლიკაშვილმა "დინამოს" ახალი მაისურაც წარმოგვიდგინა, თბილისურ კლუბს გერმანული კომპანია "იაკოს" ნაცვლად, ასევე გერმანული, უფრო ცნობილი "ადიდასი" შემოსავს. სხვათა შორის, ამაზე აქამდე არაფერი თქმულა.

"დინამოს" გენერალურმა დირექტორმა უკრაინელ ბანკირს საჩუქრად 30-ნომრიანი მაისურა გადასცა:

- ახლახან თბილისის "დინამომ" თასების თასის მოპოვების 30 წელი იზეიმა და ამის აღსანიშნავად ახალი ფორმის პირველ ნიმუშს გადმოგცემთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი სოლიდური ბანკი ჩვენი სპონსორი გახდა. სხვათა შორის, ამ მაისურის შეძენას გულშემატკივრები "დინამოს" მაღაზიაში შეძლებენ, რომელსაც მალე გავხსნით.

მაისურის გადაცემამ ერთ-ერთი ჟურნალისტი ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

- ბატონო ლესიუკ, "დინამოში" რა პოზიციაზე ითამაშებთ?

- სხვათა შორის, არც ბლოხინი მომწონდა, არც ბელანოვი და არც ზავაროვი, მყავდა ორი კერპი - ბურიაკი და ყიფიანი. დიდი ფეხბურთი არ მითამაშია, მაგრამ თავადაც პლეიმეიკერი ვიყავი.

საბჭოური პერიოდის ბევრი კლუბია ჩამოყალიბებული გასული საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში. ჩვენი კი ვიწყებთ თანამშრომლობას თბილისის "დინამოსთან", რომელიც 1925 წელს დაარსდა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ერთ-ერთი უძველესია. კიევის "დინამოს" შემდეგ ყოველთვის ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. დღემდე მახსოვს იმ ისტორიული გუნდის შემადგენლობა მიუხედავად იმისა, რომ დიუსელდორფის გამარჯვებიდან 30 წელი გავიდა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: მალე ამოქმედდება თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელობისა იქნება. ამ აკადემიაში ჩვენი მომავალი თაობები უნდა გავზარდოთ.

ბოგდან ლესიუკი: "პრივატბანკი" საქართველოში მუშაობას დიდი ხანი აპირებს. ბანკის ჰედოფისის თანამშრომლებს ტრადიცია გვაქვს, დნეპროპეტროვსკში ვიკრიბებით და "დნიპროს" მატჩებს ვესწრებით. აქაც ასე მოხდება - ახალი სეზონიდან "დინამოს" თამაშებს დავესწრებით. იმედია, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მოხვდება. უკრაინა ღირსეულად უმასპინძლებს ევრო 2012-ს. ჟურნალისტების გაზვიადებულია, თითქოს არსებობს ორგანიზაციული პრობლემები.

- სასპონსორო ხელშეკრულებით "დინამოს" რა თანხას გადაუხდით?

ბოგდან ლესიუკი: კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ, ეს კომერციული საიდუმლოა. თუმცა გეტყვით, რომ ქართული კლუბისთვის მცირე თანხა არ უნდა იყოს, ექვსნიშნა რიცხვზე მეტიც. თანამშრომლობის ხარისხზეც არის დამოკიდებული, ურთიერთობა როგორ გაგრძელდება და გაღრმავდება.

- დავით ყიფიანი ახსენეთ, რომელსაც 60 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ კიევის "დინამოს" ჩამოყვანას და თბილისის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრის მოწყობას? ხალხს ასეთი მატჩები მოენატრა და ურიგო სანახაობა არ იქნებოდა.

ბოგდან ლესიუკი: არ ვიცი, ეს რა ფორმით არის შესაძლებელი, იქნებ ვეტერანების მატჩი გაგვემართა. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: სხვათა შორის, ვცდილობთ მატჩის გამართვას არა მხოლოდ კიევის "დინამოსთან", არამედ "დნიპროსთან" და მადრიდის "ატლეტიკოსთან". იმედია, ჩვენი გულშემატკივარი წელიწადში სამ-ოთხ ასეთ საინტერესო შეხვედრას იხილავს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ "ლელომ" მოკლე კომენტარი ჩაიწერა.

- ბატონო ლესიუკ, თქვენი აზრით, შეიძლება ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის საინტერესო გახდეს?

- ევროპაში ბევრი ქართველი თამაშობს, ანუ აქ ტალანტები არიან და საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში ქართულ ფეხბურთს განვითარების პერსპექტივა აქვს. ფეხბურთელების ტრანსფერი კი ბიზნესის ნაწილია.

- კონტრაქტს რა შემთხვევაში გაახანგრძლივებთ?

- მთავარია, პროექტი წარმატებული იყოს. მაგალითად, კიევის "დინამოსთან" უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ. სულ კი სამი კლუბისა და უკრაინის პრემიერლიგის სპონსორები ვართ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ამ გადაწყვეტილებით "პრივატბანკმა" დიდი ნდობა გამოავლინა ქართული ფეხბურთის მიმართ. სხვათა შორის, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ამ ხელშეკრულებით არ შემოიფარგლება, ერთობლივად ვაპირებთ რამდენიმე საბანკო პროდუქტის დანერგვას, რაც ბანკის კლიენტებს სტადიონზე მოსვლის სტიმულს მისცემს. ეს არის მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც და მალე სხვა სპონსორებსაც მოვიზიდავთ.

- იოლად ითანხმებთ სპონსორებს. თქვენი აზრით, ზოგადად ძნელია სპონსორების მოზიდვა თუ კლუბებს არ ეხერხებათ ბიზნესის დაინტერესება?

- ბიზნესის დაინტერესება ძნელია, რადგან ეროვნულ ჩემპიონატს მაყურებელი არ სწყალობს და რადგან დასწრება არ არის, კომპანიებისთვისაც საინტერესო არ არის ფეხბურთში შემოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა