21 წლის ქართველი ჩოგბურთელი (120) კარიერაში პირველად უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
21 წლის ანა ტატიშვილი (120) კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში. ჩვენებური დღეს, 17 ივნისს შეიტყობს მომავალი მეტოქის ვინაობას, თუმცა ის უკვე ჩაერთო ლონდონის კორტებზე ბატალიებში - ანამ წყვილთა ბადეში ითამაშა, თუმცა ხელი მოეცარა.

წყვილებში ტატიშვილი საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ არანჩა რუსს (104) შეუამხანაგდა. მათ მე-4 ნომრად განთესილ ამერიკელებთან (ლინდსეი ლი-უოტერსი, მეგან მაულტონ-ლევი) წააგეს ორ სეტში - 3:6, 3:6.

სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) ყოჩაღობს პირველ ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი (221). მაკამ მერვედფინალში "უაილდ ქარდით" მიწვეული თურქი მელის სეზერი (690) დაამარცხა - 7:5, 6:4. მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე რუმინელი ლაურა-იოანა ანდრეია (475).

ხარკოვის ტურნირში (25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა (299) კი უკვე ნახევარფინალშია. მერდვედფინალში მან მასპინძელ მარიანა ზაკარლიუკს (860) მოუგო - 6:2, 7:5. ამავე რაუნდში გათამაშებას ეკა გორგოძე (543) გამოეთიშა, რომელმაც "უაილდ ქარდით" მიწვეულ უკრაინელ ოლგა იანჩუკთან (1146) წააგო - 6:1, 6:7 (5), 5:7.

მეოთხედფინალში შაფათავამ მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალენტინა ივახნენკოს (379) მოუგო - 6:4, 3:6, 6:2. ნახევარფინალში ჩვენებურს 19 წლის რუსი იანა ბუჩინა (485) ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა