ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2011 წლის პირად ჩემპიონატს წინ 4 ზონალური ასპარეზობა უსწრებდა, რომლის გამარჯვებულებმა და პრიზიორებმა ფინალურ ასპარეზობაზე მოიყარეს თავი
ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2011 წლის პირად ჩემპიონატს წინ 4 ზონალური ასპარეზობა უსწრებდა, რომლის გამარჯვებულებმა და პრიზიორებმა (სულ 95-მა მოჭიდავემ) დიღომში ძიუდოს კომპლექსში ფინალურ ასპარეზობაზე მოიყარეს თავი.

გასულ წლებთან შედარებით შვიდის ნაცვლად წლეულს ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა ქვეყნის ჩემპიონატი. თუმცა შეჯიბრება ორ დღეს გაგრძელდა და ეს სავსებით ნორმალურია. ერთ დღეში მომთავრებულს კი თავისი ხარვეზები ყოველთვის ახლავს...

ექვსი ჩემპიონიდან ორმა ტრისტან ფეიქრიშვილმა და გოჩა ხუციშვილმა პირველად იზეიმეს საქართველოს ჩემპიონობა. დანარჩენი ოთხი კი სხვადასხვა დროს ფლობდა ოქროს მედლებს. აქედან სამმა მათგანმა - ზვიად ბაზანდარაშვილმა, თედო აბელაშვილმა და ვახტანგ ზოიძემ შარშანდელი ჩემპიონობა კვლავ შეინარჩუნეს...

ჩემპიონებიდან და პრიზიორებიდან სპეციალისტებისთვის ყველა მოჭიდავე მეტნაკლებად ცნობილია. მაგრამ სასიამოვნოდ გაგვაოცა ფინალისტმა ანდრო ბერუაშვილმა (66 კგ), რომელმაც ვერცხლი მოიპოვა. ის სამაჩაბლოდან დევნილია და ნამდვილი ქართული ჭიდაობა გვიჩვენა დიღმის ხალიჩაზე...

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძმები გოჩა და ხვიჩა ხუციშვილები შეერკინენ ერთმანეთს. გამარჯვება გოჩას დარჩა, რომელსაც მისმა 2 წლისნახევრის ვაჟმა დავითმაც მიულოცა.

ჩემპიონ-პრიზიორებს სხვა ატრიბუტებთან ერთად ქართული ჭიდაობის ფედერაციამ შესაბამისად 300-250 და 200 ლარი გადასცა ჯილდოდ.

რეგიონებიდან კვლავ კარგად მუშაობს გორელი ამაგდარი მწვრთნელი გივი ზაუტაშვილი. აგრეთვე მისი ახალგაზრდა თანაქალაქელი კოლეგა ქართლოს პავლიაშვილი.

ქართული ჭიდაობის საერთო პრობლემა კი არახალია, ძველია. ქართულ ჭიდაობას ცალკე, იშვიათად ან საერთოდ არ ასწავლიან. ძიუდოში და სამბოში გაწვრთნილი ბიჭებით გავდივართ იოლად. ტრადიციები კი უმდიდრესი გვაქვს, და მუდმივი განახლება სჭირდება...

წლევანდელმა ჩემპიონატმა ცივილიზებულად ჩაიარა. ვნებათაღელვა, რომ არ იყოს ქართული ჭიდაობას, თითქოს რაღაც აკლდება. აქაც იყო ზღვარგადაუსვლელი ემოციები და ბევრი კარგი ორთაბრძოლა...

ჩემპიონატი დამთავრდა და ახლა მოზრდილებს მოსწავლეები შეცვლიან. მალე მოსწავლეთა ფესტივალის ფინალური ტურნირი გაიმართება 3 წონით კატეგორიაში, ამას დიდების გუნდური პირველობები და ზაფხულის ქართული ჭიდაობების ზეიმები შეცვლის. ბოლოს კი აბსოლუტური ფალავნობა დააგვირგვინებს 2011 წლის "ქართულის" სეზონს.

კვარცხლბეკი

60 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (სამაჩაბლო)

2. ლაშა გიუნაშვილი (ქარელი)

3. ოთარ კაიდარაშვილი (გორი)

66 კგ. 1. ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი)

2. ანდრო ბერუაშვილი (სამაჩაბლო)

3. გიორგი შოშიაშვილი (თბილისი)

73 კგ. 1. ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი)

2. ჯაბა ბიწაძე (აფხაზეთი)

3. ანზორ ხმიადაშვილი (გორი)

81 კგ. 1. გოჩა ხუციშვილი

2. ხვიჩა ხუციშვილი (ორივე-თბილისი)

3. იოსებ ჩილინდრიშვილი (გორი).

90 კგ. 1. თედო აბელაშვილი

2. გიორგი ნოზაძე (ორივე-თბილისი)

3. ჯუმბერ გიგაური (გორი)

+90 კგ. 1. ვახტანგ ზოიძე (აჭარა)

2. პაატა ღვინიაშვილი (გორი)

3. მირიან გოჯილაშვილი (ახმეტა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე