5 ივლისს ბარსელონაში ევროტურნირების, მათ შორის ევროჩელენჯის წილისყრა გაიმართება, სადაც "არმია" და "სოხუმი" იასპარეზებენ
5 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროტურნირების, მათ შორის ევროჩელენჯის წილისყრა გაიმართება. მსგავსი ღონისძიებისადმი ქართველებს ბოლო წლებში დიდი ინტერესი არ გვქონია, რადგან ორი სეზონის საერთაშორისო არენაზე ერთი ქართული გუნდიც არ გასულა. ამჯერად კი ინტერესით უნდა დაველოდო წილისყრის შედეგებს, რადგან ევროჩელენჯის 2011-12 წლების გათამაშებაში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს - ქვეყნის ჩემპიონი "არმია" და ნახევარფინალისტი "სოხუმი".

არმიელებმა გუშინ, 17 ივნისს თურქული შეკრება მოილიეს. შეკრების საკითხი სოხუმელებმაც გაარკვიეს. გუნდის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ გვითხრა:

- 15 ივნისს რიგიდან დამიკავშირდა "სოხუმის" და ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი, რომელმაც შემატყობინა, რომ "სოხუმი" საწვრთნელ შეკრებას ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გაივლის. იქ გუნდი ჩაატარებს რამდენიმე სპარინგ-მატჩს ევროლიგაში და ევროთასზე მოასპარეზე კლუბებთან. შეკრების ჩატარების ზუსტი თარიღი მას მერე დადგინდება, როცა გაირკვევა საქართველოს ჩემპიონატის და ევროჩელენჯის გათამაშების დაწყების თარიღი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ შეკრებას "სოხუმი" გაივლის იმის შემდეგ, როცა ლიტვაში დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი.

თენგიზ პაჭკორიამ იქვე აღნიშნა:

- აინარს ბაგაცკისი და "სოხუმის" მფლობელი, უცხოეთში მყოფ მინდია გულუასთან აპირებენ გუნდში მოიწვიონ რამდენიმე გამოცდილი ქართველი კალათბურთელი და 5 ლეგიონერი, მათ შორის ამერიკელები. ბაგაცკისის თქმით, ბევრ ქართველ და უცხოელ კალათბურთელს სურს "სოხუმში" თამაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხის ღრმა შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

გუშინ, კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ: გუნდთან ორწლიანი კონტარქტი გააფორმა ახალგაზრდა ვახტანგ ქადარიამ. მან ბოლო ორი სეზონი ამერიკის კოლეჯების ლიგაში გაატარა, მანამდე თბილისის "დინამოსა" და "სოხუმში" ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა