გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოის ფაითინ ილინი” ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონია. ეს არის NCAA-ს ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია, რომელსაც ეროვნული რეიტინგის 25-ეულში 5 წარმომადგენელი ჰყავს – "მიჩიგანი", "ილინოისი", "აიოვა", "პერდიუ" და "ოჰაიო". ამაზე მეტი – 7 გუნდი, რეიტინგის მოწინავეებში მხოლოდ კონფერენცია Big 12-ს ჰყავს.

ბეჟანიშვილისთვის კონფერენციის პლეი-ოფში მოგებული 3 მატჩიდან საუკეთესო ფინალი იყო, თუმცა მიყოლებით განვიხილოთ.

"ილინოისს" მე-2 განთესვა გააჩნდა და ამგვარად, შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც "რატგერს სკარლეტ ნაიტსს" 90:68 სძლია. ბეჟანიშვილმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა ნახევარფინალშიც, სადაც "აიოვა ჰოუქაისი" 82:71 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე ამჯერად 13 წუთი გაატარა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბეჟანიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

ფინალში ბეჟანიშვილის გუნდს გაუმართლა, რადგან არა კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "მიჩიგანი", არამედ მეხუთეადგილოსანი "ოჰაიო სტეიტი" შეხვდა. თუმცა გამარჯვება ძალიან გაუჭირდა. მართალია, ილინოისელები მატჩის შუაწელში 17 ქულით იგებდნენ, მაგრამ "ოჰაიომ" იბრძოლა და ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა ბეჟანიშვილის გუნდმა მოახერხა ბრძოლაში – 91:88 (სტატისტიკა) გამარჯვება და ჩემპიონობა მოიპოვა.

ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. გიორგიმ მოედანზე 16 წუთი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაინაცვლა, როდესაც მე-5 პერსონალური მიიღო.

ბეჟანიშვილის გუნდს ახლა NCAA-ს ფინალური ტურნირი ელის, რომელსაც “მარტის სიგიჟეს” უწოდებენ და რომელშიც სრულიად სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

GBF

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად