"საბურთალოს" მწვრთნელი ლევან კორღალიძე თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში (3:4) გოგა კიკაჩეიშვილის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი. ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ რამე ზედმეტი მომივა. უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ, ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ.

მე მიმაჩნდა, შარშან "ლოკომოტივიდან" რომ წამოვედი, ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას. ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი, რათა რამეს მიაღწიო. ან "დინამოს" რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ. მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში. აღარც ახლა ვაპირებ, ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება, რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოებული ადამიანის გამო.

პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის, ვის ეკუთვნის. შარშან "ბათუმის" პრეზიდენტი, ბატონი აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს, შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი, მსაჯს ვგულისხმობ, ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში "საბურთალო". ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით, თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი".

ქობულეთიდან
უკვე მერამდენედ ისმის ამ კიკაჩეიშვილის მიმართ პრეტენზიები, ალბათ ვერავინ მოთვლის.ეს ბავშვი არის არაკომპეტენტური და უცოდინარი,ან კიდევ არ ვიცი რა ვთქვა.ნუთუ არავინ კითხულობს და არავინ დაინტერესებულა ამ ყველაფრით? ვინ გახდა ეს მსაჯი ასეთი? რაც მან ბათუმის დინამოს გაუკეთა ჩიხურასთან მატჩში,ისეთი უმსგავსობა მე არ ვიცი.კლუბის მეპატრონე არჩილ ბერიძე იმ ზომაზე მივიდა,რომ ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა ასეთი ინვესტორი.ასეა,შეილება მთელი წლების ნაშრომი და ნაღვაწი ასეთმა მსაჯმა ერთი არასწორი ჩასტვენით წყალში ჩაგიყაროს.მაშინ ფედერაციამაც აღიარა მაგ მსაჯის შეცდომა და დადო პირობა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა კიკაჩეიშვილს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ,უფრო მეტიც,წაახალისეს და ახალი სეზონის გახსნის მატჩი დინამო-საბურთალო სუპერთასზე სწორედ რომ მას მიანდეს.ესაა დაუსჯელობის სინდრომი და მეტი არაფერი.თურმე ბავშვს კითხეს რატომ ტირიხარო და უპასუხა გამდის და ვტირივარო.გასდის კაცს და რა გინდა რომ ქნა? აბა ასე რომ არ იყოს,ამდენი პრეტენზიის მერე როგორ ფიქრობთ არავინ დაინტერესდებოდა ამ ყველაფრით? მარა რად გინდა,კიკაჩას მამიკო მუშაობს ემანდ ფედერაციაში და დანარჩენი დასკვნები მკითხველისთვის მიმინდია.
კახა ქ.
როცა ერთ და იგივე მსაჯზე მოდის პრეტენზიები ე.ი რაღაცაშია საქმე.ან პროფესიონალიზმი აკლია ან კიდევ........ისე სიმართლე გითხრათ შორიდან უკეთესად ჩანს და გული მიკვდება--ქვეყანაში ყველაფერი ჩამოშლილია, დაწყებული სპორტიდან დამთავრებული შსს-თი.ამის გამომსწორებელიც რომ არ ჩანს არავინ,მაგი სულ მაგიჟებს
გოჩა
კიკაჩეიშვილს თავი კოლინა ჰგონია,აჩიკო ბერიძემ,რომ ხმა აიმაღლა არაფერი ახლაც არაფერი,ჰოდა გქონდეთ თქვენ ასეთი ფეხბურთი,ბათუმს შარშან შეეძლო ჩემპიონობა.და კიკაჩეიშვილის ბრალი ნამდვილად არ არის,დინამოს სახლში ვერ მოუგეთ კიდევ რამოდენიმე თამაში გავანიავეთ,მაგრამ ასეთი თამაშებისაგან შედგება ჩემპიონატი,ჯამში ზარალდება ფეხბურთი,განიხილეთ მაინც ჟურნალისტებმა რა და როგორ,მოკლეთ ყველგან ბარდაგია,მთლიანად ქვეყანაში არ მაინტერესებს პოლიტიკა,ბიჯო დაალაგეთ ოჯახაყვავებულებო,საქართველო პატარაა და მისი ჩემპიონატი,ხომ არ იქნება მონსტრი,ვინ გიშლით დაალაგეთ,კორღალიძე არაა ის კაცი ტყუილად რამე თქვას,გაარჩიეთ თამაში ძალიან რთულია?.
Master
რა დღეში ხართ ერთ საეჭვო პენალტზე,ოთხი ტურია ჯერ ჩატარებული და 32 წინაა.მიხედე რა საქმეს.არასდროს დაუჩივლია გეგუჩაძეს და ჭიაბრიშვილს მსაჯობაზე.შენ გუშინდელი გამოჩეკილი მწვრთნელი რა დღეში ხარ.შენგან მწვრთნელი დადგება?ნამდვილი მწვრთნელი არასდროს წუწუნებს მსაჯობაზე და თავის საქმეს ააარკეთებს.არ ჩამოაქცია ქვეყანა ერთ ვითომ პენალტზე?ნერვები თუარ გივარგა მოეშვი მაგ საქმეს და უმწიფარი ბიჭივით ნუ იქცევი.
სიმართლე
სადაც კიკაჩეიშვილი მსაჯობს,იქ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს კაცს.ყველაზე არაობიექტური მსაჯი საქართველოს ჩემპიონატში!!! მერამდენე საყვედური ისმის ამ კაცის მიმართ და ფედერაციას სძინავს საღათას ძილით.
ჯონსონი
რა პენალს ითხოვ ლევან სირცხვილია ტო,თავიდან წამოსული ბურთი ეცემა ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ხელს,მსაჯზე დაბრალება ადვილია
kaxi
ის დროც მახსოვს "ხეჩიკა" რომ მინისტრი იყო და "პადელნიკი" ჭუმბურა, აბა მაშინ იყო თუ იყო არშინ-მალალან.
ლევან ფაიზაღი
კაი რა ლევან რა პატიოსნებაზე ლაპარაკობ თუ კაცი ხარ თავიდან ბოლომდე იცი სადაც ხარ და რა სუნიც აგდის ჯერ შენ არაკეთილსინდისიერებაზე აგე პასუხი და მერე ილაპარაკე სხვაზე, თითის გაშვერა მარტივია.
ირაკლი
მასე ძალით რო აჩემპიონებენ დინამო თბილისს მსაჯები იმიტომაცაა რომ მერე ევრო ტურნირებზე მეთევზეების და მწყემსების გუნდმა ფარერებში ისტორიული ლაფი დაასხა და შეარცხვინეს სამუდამოდ ქართული ფეხბურთი, ვითომ და ძალიტ ჩემპინებმა..
გრიგოლი1408
დაკეტეთ ტოტალიზატორები და სამართლიანი იქნება ფეხბურთი
გიოგიო
ლევან შენ წესიერი კაცი პატიოსანი და კარგი მწვრთნელი,ნუ აყვები ტარიელს ის თაღლითია, ახლა უნდა რომ არ დააფინანსოს მთავარი გუნდი და მიდის შანტაჟზე ქართული ფეხბურთის და ფედერაციის წინაამღდეგ. იცი რამდენი ფეხბურთელია გადაგდებული, კერძოდ ყენიასაც არ მისცა წინა წელს ხელფასი ,საქმე სასამართლოშია...
გიორგი კაჭკაჭიშვილი
მართალს ამბობს ეს ადამიანი, ხელზე მოხვდა დინამოს ფეხბურთელს და არ დაინიშნა პენალტი. ასეთი გაჩემპიონებული დინამო არავის ჭირდება. ასე რომ საბურთალო ნამდვილად დაიჩაგრა, მართალია ლევანი. მე პირადად დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ ესეთ არათანაბარ ბრძოლაში?.......
გოგა
ისე ორივე აშკარა პენალტი იყო, თან მსაჯი ორივე შემთხვევაში ახლოს იყო
ტარიელი
და რა მოხდა ასეთი, ვინმე მოკლედ აღწერს? არ მინახია მატჩი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს განსჯიან
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები