18 მარტს "ბორჯღალოსნები" რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში მიემგზავრებიან, სადაც „დათვებს“ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) 20 მარტს, 25-ედ ერკინებიან.

აქამდე რუსებს 24-ჯერ ვეთამაშეთ: 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში (რუსეთი), 3-ჯერ სოჭში (რუსეთი), ერთხელ კრასნოიარსკში (რუსეთი) და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე - სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლში (უკრაინა) და ტრაბზონში (თურქეთი).

ამრიგად, მეტოქეს პირველად შევხვდებით კალინინგრადში, თუმცა ეს ქალაქი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას უკვე იცნობს - 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მასპინძლები 64:10 დაამარცხეს.

ეროვნული ნაკრებების დონეზე, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა (სოპოტში). მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 22 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა - მათგან 19-ჯერ ზედიზედ!

ლელოების სხვაობა 67/17-ზე, ხოლო ქულების - 595:267-ზეა.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს მესხზე დავამარცხეთ - 46:0.

ბოლო ორი გასვლითი თამაში (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ - ჯერ 29:9 (რაც სტუმრად სარეკორდო სხვაობაა) და მერე 22:6.

„დათვებს“ ბოლოს თვენახევრის წინ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში თბილისში, უმაყურებლო "მესხზე" ვუმასპინძლეთ და 16:7 ვძლიეთ. ის თამაში სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, ახლა კი სიტუაცია განსხვავებულია, რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე "ბორჯღალოსნებმა" უკვე ორი თამაში გამართეს და პირველ ტურში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხეს, გასულ კვირას კი მადრიდში ესპანეთს 25:19 სძლიეს. რუსეთმა ორი კვირის წინ რუმინეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ჯარიმების წყალობით, 18:13 მოუგო, ხოლო მეორე ტურში ისვენებდა.

rugby.ge

ოზუზი
მერე რატომ კრასნოიარსკი, როდესაც არსებობს კრასნოდარი და სოჭი? სად კალინინგრადი და სად ესენი?
გიორგი 50
რა ინფორმაციასაც მე გავეცანი, რუსები განსაკუთრებით ემზადებიან.. . იმედი აქვთ, რომ ნავსს გატეხენ... მინდა, ბიჭებს ვთხოვო, განსაკუთრებული საბრძოლო ყიჟინა... და პროფესორობა არ გვინდა... გააკეთეთ ის, რაც ვიცით...ანუ ძალისმიერი და მამა-პაპური...
მერაბი
შემდეგი შეხვედრა იმავე კალინინგრადში, მხოლოს ამჯერად კენიგსბერგში, გერმანიის წინააღმდეგ!
emigranti
კალინინგრადი გოლფსტრიმის ზონაშია და კრასნოიარსკზე ბევრად უფრო თბილა. დღისით + 2-3 გრადუსია, ასე რომ ყინვის არ უნდა გვეშინოდეს. მთავარია უაზრო შეცდომები არ დაუშვან. აბა თქვენ იცით, არ შეგვარცხვინოთ.
giabar
აბა თქვენ იცით ბიჭებო, თავი უნდა დადოთ.. მტერი არ გაახაროთ. რაც უნდა მოხდეს, არც კი დაუშვათ, რომ შეიძლება წავაგოთ.....
ოზუზი
რატომ შპიცბერგენზე, ან იმის იქით ჩრდილოეთით, მარადიული მყინვარების არეში არ დანიშნეს?
ქომაგი
წარმატებები ბიჭებო! დარწმუნებული ვარ თქვენს შემართებაში და უპირობო გაარჯვებაში. ისე ეთამაშეთ რომ თქვენც ისიამოვნოთ და ჩვენც გვასიამოვნო. თქვენ ყველაზე მაგრები, ჯიგრები და ქომაგების ერთგულები ხართ!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა