წლეულს ივლისის მეორე დეკადიდან ჩინეთი საწყლოსნო სახეობებში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
წლეულს ივლისის მეორე დეკადიდან ჩინეთი საწყლოსნო სახეობებში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაზე საქართველოდან წყალმხტომელებიც იასპარეზებენ. ესენი არიან - ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი.

ისინი სინქრონულ ხტომებში 19 ივლისს, ინდივიდუალურში კი 21-22 ივლისს მოსინჯავენ ძალებს. პირველობისთვის კარგა ხანია, მონდომებით ემზადებიან. ამას წინათ ბოლცანოში (იტალია) მათ მსოფლიოს გრანპრიზე სინქრონულ ხტომებში მე-5 ადგილი დაიკავეს.

გვესაუბრება საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, წყალმხტომელთა მწვრთნელი ირაკლი ბართაია:

- ბოლცანო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კლაუს დი ბიასის მშობლიური ქალაქია. სახელოვანი სპორტსმენის პატივსაცემად აქ ყოველწლიურად იმართება მნიშვნელოვანი შეჯიბრებები, მათ შორის - მსოფლიოს გრანპრი. შარშან მსგავს ტურნირზე მე-6 ადგილი დავიკავეთ, წლეულს კი ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ და 30 სარეიტინგო ქულაც დავიმსახურეთ.

რაც მთავარია, ჩვენს მუდმივ კონკურენტებს - მექსიკელ და კანადელ წყალმხტომელებს ვაჯობეთ, თუმცა ჯერჯერობით რეიტინგში მაინც გვისწრებენ, რადგან უფრო გამოცდილები არიან. ბოლო მონაცემებით, სინქრონულ ხტომებში მე-10 ადგილზე ვართ და ჩვენ წინ მდგომ იტალიელ ძმებს - მარკონებს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამოვრჩებით.

ბოლცანოს გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, საშეჯიბრო გამოცდილების გასამდიდრებლად კიდევ მსოფლიოს ორ გრანპრისა და ევროპის ჩემპიონატზე მოვსინჯეთ ძალები. შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ჩვენს ბიჭებს მეტი შეუძლიათ როგორც სინქრონულში, ისე იდივიდუალურ ხტომებში. მაგალითად, ჭოლა ჭანტურიამ შარშან ჩინეთში სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში 406 ქულა დაიმსახურა. უმთავრესად 380 ქულის ფარგლებში ტრიალებს.

ასეთი ქულებით ჩემპიონატზე, სადაც 70-მდე სპორტსმენი იასპარეზებს, ნახევარფინალში, ანუ 18 საუკეთესოში შეუძლია მოხვედრა. ეს კი ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების რეალურ შანსს იძლევა. მთავარია, ჭანტურიამ და კორახაშვილმა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომით 23 ივნისს მინსკში გავემგზავრებით და მასპინძლებთან ერთად იქაურ ოლიმპიურ ბაზაზე ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გავივლით. ჩინეთში 11 ივლისს ჩავალთ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ 12-22 აგვისტოს მსოფლიო უნივერსიადა გველის. ორივე შეჯიბრებაზე ვეცდებით, ქომაგები არ გავაწბილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა