ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის გამო შვებულება ძალიან გაუხანგრძლივდათ, "ვერდერშიც" დაბრუნდნენ...

ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის გამო შვებულება ძალიან გაუხანგრძლივდათ, "ვერდერშიც" დაბრუნდნენ. ბრემენული კლუბის შემთხვევაში მათი რაოდენობა მხოლოდ სამია: ტიმ ვიზე, პერ მერტეზაკერი და მესუთ იოზილი. "მუსიკოსების" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი, ცხადია, კმაყოფილია იმით, რომ ახლა უკვე ყველა შეგირდი მის განკარგულებაშია, მაგრამ ზემოთ ხსენებული სამეულიდან, ორმა აურია. არევაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ მუნდიალიდან დაბრუნების შემდეგ, რაკი სამხრეთ აფრიკაში თავი გამოიჩინეს და მთხოვნელებიც მოუმრავლდათ, იოზილი და მერტეზაკერი უკვე "სხვანაირად მღერიან".

დავიწყოთ იოზილით, რომლის საკითხი ყველაზე აქტუალურია. "ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი პირველ ვარჯიშზე კარგად დასვენებული და ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. "მართლა კარგად დავისვენე და მიხარია, რომ სულ მალე ისევ ფეხბურთს ვითამაშებ," - განუცხადა მესუთმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის "ვერდერის" დატოვებას ახლავე და რამდენია იმის შანსი, რომ ბრემენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს (იოზილს ხელშეკრულების ვადა გაისად ეწურება), ახალგაზრდა ფეხბურთელმა, "ვერდერის" შეფებისა და ქომაგების საუბედუროდ, ასე უპასუხა: "მე აქ ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით."

უბედურება კი ის არის, რომ თუ იოზილი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, რაც მისი ადრინდელი კომენტარებიდანაც ჩანს, გამოდის, რომ ბრემენელები მას გაისად უფასოდ დაკარგავენ - არადა, მესუთის ფასი მინიმუმ 20 მილიონი ევროა. "ბილდის" კორესპონდენტი იოზილს ჩაეკითხა, ახლა აქ ხარ, მაგრამ როდემდეო, რაზეც იგივე პასუხი მიიღო: "ვერდერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და აქ ამიტომაც ვარ." "ბილდის" ჟურნალისტი კი წერს, რომ იოზილს მონდომება არ ეტყობა და ფაქტია, რომ გაისად კლუბის უფასოდ დატოვებაზე ფიქრობს.

რაც შეეხება მერტეზაკერს: პერის შესახებაც ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაციები. მიმომხილველებმა მისი ბედი არაერთხელ დაუკავშირეს ლონდონის "არსენალს" და "მეთოფეების" მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა, რომ მერტეს შეძენა უნდა. გერმანიის ნაკრების უკანახაზელმა სპეკულაციებისთვის ბოლოს მოღება არც კი სცადა – პირიქით, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

"შვებულებაში ყოფნის დროს, დასვენების გარდა, არაფერზე მიფიქრია. ვიცი, რომ მთხოვნელები მყავს, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა," - თქვა მერტეზაკერმა. კითხვაზე, მოხდება თუ არა რამე უახლოეს მომავალში, პერმა მხოლოდ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა...

სამაგიეროდ, ტიმ ვიზე ნამდვილად "ვერდერში" რჩება და უაღრესად მოტივირებულია...

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა