ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" ჩემპიონშიპის 38-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ბირმინგემი" 3:0 დაამარცხა, ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ 75 ქულით მეორე ადგილზეა და 2 აპრილს "შეფილდ უენსდეის" უმასპინძლებს.

რაც ჩისკო "უოტფორდს" ჩაუდგა სათავეში, მისმა გუნდმა 18 მატჩიდან 13 მოიგო და პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა. კლუბის საიტთან ესპანელმა სპეციალისტმა მორიგი გამარჯვების გამო სიხარული ვერ დამალა:

"მუდამ ვამბობ, რომ 24 ფეხბურთელი მყავს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ თამაშობს. ძალიან კარგია, როდესაც ყველა 100%-ით კონცენტრირებულია. ჩვენი გულშემატკივრები სიამოვნებას იღებენ და ეს უმნიშვნელოვანესია. კარგად ვირჯებით დაცვასა და შეტევაში. შესანიშნავი ბალანსია.

ფეხბურთელთა ამბიციურობა გასაკვირია. ისინი მიზნის მისაღწევად პროგრესირებენ. მათთან რომ ვმუშაობ, ძალიან გამიმართლა. სეზონში მიჯრით 5 მატჩი პირველად მოვიგეთ. დღეს შეგვიძლია ვიზეიმოთ, მაგრამ წინ 8 თამაში გვაქვს, 8 ფინალი.

ახლა პაუზა გვაქვს და ბიჭებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ. სხვა გუნდების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიცით, რომ ყოველ ტურში უკეთ შეგვიძლია ასპარეზობა".

ჩისკოს გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო და ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 75 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერ "ნორვიჩს" 8 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე მყოფ "სუონსის" კი 6 ქულით უსწრებს (ამავდროულად, 1 მატჩით მეტი აქვს გამართული), მეოთხეზე მყოფ "ბრედფორდს" კი 7-ით (ასევე 1 მატჩით ნაკლები). ჩემპიონშიფის ბოლოს წინა ტურში გასვლაზე "ბრედფორდს" შეხვდება, ბოლო ტურში კი სახლში "სუონსის" მიიღებს. სწორედ ეს ორი გუნდია "უოტფორდის" მთავარი კონკურენტი პრემიერლიგაში პირდაპირ დაწინაურების რბოლაში.

ჩისკო კი ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატია და სავარაუდოდ, ამ ჯილდოს მიიღებს კიდეც.

სიმართლე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, 40 წელია პატრონი არა ჰყავს.
aleksandre
ეი რა უნიჭო შემადგენლობაა დინამოში, რომ მისი ხელმძღვანელობით ფარერებთან განადგურდა, თან ორჯელ გუნდიდან გაუშვეს
მათე
მაინტერესებს რას იტყვიან ამჯერად, ჟორდანია, სალუქვაძე, არველაძე და ბევრი სხვა ფეხბურთის,, პროფესორები'', ფაქტია რომ სადაც პროფესიონალი გუნდი, მენეჯმენტი და ფეხბურთელები არიან იქ წარმატება გარდაუვალია, ჩისკოს ქართველებთან არც დასამტკიცებელი აქვს რამე და არც თავი გასამართლებული. თევზი თავიდან ყარს, მალე მოვა უეფას ტურნირები და გამოჩნდება ჩვენი ბედოვლათობა. ჩისკოს წარმატებები.
lasha
"ფეხბურთელთა ამბიციურობა გასაკვირია. ისინი მიზნის მისაღწევად პროგრესირებენ".არველაძეს და ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო მამების გასაგონად:):):)ჩისკოს აბრალებდნენ ბიჭები.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."
ჩისკო მუნიოსი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდა
ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა