დღეს, 21 მარტს, ფეხბურთის ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდინიოს დაბადების დღეა. რონი ფეხბურთიდან 2018 წლის იანვარში წავიდა, წასვლამდე კი ემოციური სიტყვა დატოვა.

"ღმერთო, მადლობას გიხდი იმ ცხოვრებისთვის, რაც შენ მაჩუქე. მადლობა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და იმ ერთადერთი პროფესიისთვის, რაც გამაჩნია. 30 წლის შემდეგ ჩემს მთავარ ახდენილ ოცნებას ვტოვებ. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პროფესიონალურად ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. კიდევ 10 წელი მოსამზადებლად დამჭირდა.

ბავშვის ოცნების ვცხოვრობდი. მოგზაურობები, მოგებები, წაგებები, ფრეები, ეროვნული ჰიმნები, სტადიონზე შესვლები, გასახდელები, ტრიბუნებს ქვევით სივრცეები, ყველა ჩემი ბუცი, ყველა კარგი და ცუდი კომბინაცია, ჩემი პირადი ჯილდოები, ვარსკვლავები, რომელთა გვერდითაც ვთამაშობდი. ეს ბრწყინვალე იყო! ამ რთულ გზაზე გვერდით მამა და ოჯახის ყველა წევრი მედგა. მათი კოლექტიური ძალისხმევა ლამაზ ისტორიად გადაიქცა.

იცით, რომ მორიდებული ადამიანი ვარ და ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა წრფელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მწვრთნელებს, საფეხბურთო გაერთიანებების წარმომადგენლებს, ჩემი და სხვა გუნდების გულშემატკივრებს, ავტობუსის მძღოლებს, ფორმების მენეჯერებს, ბურთის მომტანებს, მსაჯებსა და ჟურნალისტებს. მადლობა თქვენ! თქვენ გარეშე კი არაფერი იქნებოდა!

მარტში გამოსამშვიდობებელი მატჩის დეტალებს შეგატყობინებთ. მადლობა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოტივაციას მაძლევდით! მადლობა სასიამოვნო შეტყობინებებისთვის. ძლიერ გეხვევით! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სპორტის ეს სახეობა ცხოვრებად და სამსახურად ვაქციე."

დიდმა ფიგურებმა კი რონი ასე გააცილეს:

პეპ გვარდიოლა: "მესის გამოჩენამდე არავინ მენახა ეთამაშა ისე, როგორც ამას რონალდინიო აკეთებდა. მას შედეგის მიღწევის საოცარი შესაძლებლობები ჰქონდა."

ნეიმარი: "არასდროს დავივიწყებ რონალდინიოსთან ერთად თამაშს. მან საფეხბურთო ხელოვნებაში დიდი კვალი დატოვა, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს."

ლეო მესი: "შენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მოედანზე ვარსკვლავი იყავი, ცხოვრებაში კი ბრწყინვალე პიროვნება. ფეხბურთი შენს სიცილს არასდროს დაივიწყებს."

დღეს მომღიმარი ლეგენდა 41 წლის გახდა.

Labirinti...
ფეხბურთის ნამდვილი ჯადოქარი..ეფექტურობაზე ნამდვიკად გეთანხმებით.მაგრამ გონების სიმწირე ვერ გააკეთებინებდა იმ სპეკტაკლებს...მარადინაზე მაღლა დგას და სხვა მასთან მესის გარდა ახლოსაც ვერ მივა..ეგ სამეული საუკეთესოა და კიდევ დიდხანს ვერავინ მივა ამ სამ გენიოსთან...
ჯონი
ფეხბურთის ხელოვანი. მისი ვარჯიშიც კი განსაკუთრებულია. მასზე ლამაზად არავის უთამაშოა...
gia jashi
რონალდინიო ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, ისეთ ფინტებს აკეთებდა, იშვიათად ვინმეს ან სულაც არავის შეეძლო მისი განმეორება,მაგრამ ეფექტიანობა უფრო დაბალი ჰქონდა ვიდრე სხვა დიდ ვარსკვლავებს, ასეთ რამეებს ცირკის ტრიუკებს ეძახიან ფეხბურთში. ჩემი აზრით ამის მთავარი მიზეზია საფეხბურთო აზროვნების სიმწირე.გონება და მხოლოდ გონება ყველა საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობს! მიუხედავად ყველაფრისა ჩემი უდიდესი პატივისცემა რონალდინიოს, რომელიც განუმეორებელი სპექტაკლებით გვანებივრებდა მისი კარიერის მანძილზე!
ლევანი
არ ჰქონია ხანგრძლივი კარიერა, მაგრამ ფეხბურთში უდიდესი კვალი დატოვა. სხვას არავის შეეძლო და შეუძლია ისეთ ტექნიკურ სირთულეებს შეეჭიდოს როგორც ის აკეთებდა. ის გეხბურთის ერთადერთი ჯადოქარი იყო...
გუიო
ღმერთო მადლობა შენ, რომ მომეცი საშუალება ამ ადამიანის შემოქმედებით დავმტკბარიყავი. ეს უბრალოდ საოცრება იყო, მადლობა შენ საოცარო კაცო, იმისთვის რომ ძალიან გაალამაზე ჩვენი ცხოვრება.
გ.ხ.
ხელოვნება იყო რონალდინიოს თამაში
ბაბუაწვერა
ჯადოქარმა თავის შესაძლებლობის 70% -იც ვერ აჩვენა.აი ვინ გაანიავა ნიჭი და არა იმან ჩვენ რომ გვგონია და ვიმეორებთ დარწმუნებით...
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"რონალდინიოც ასეთი იყო" - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]