ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვოლფსბურგი: ფრიდრიხს კაპიტნად ნიშნავენო...

ვოლფსბურგი: ფრიდრიხს კაპიტნად ნიშნავენო...

"ვოლფსბურგმა" გერმანიის ნაკრების მცველ არნე ფრიდრიხში 2 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს ნამდვილად...

"ვოლფსბურგმა" გერმანიის ნაკრების მცველ არნე ფრიდრიხში 2 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს ნამდვილად არ არის "მგლების" ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, მაგრამ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც გერმანიის ექს-ჩემპიონმა შეიძინა, ფრიდრიხი ყველაზე სახელოვანია. 31 წლის გამოცდილი უკანახაზელი "ვოლფსბურგს" ორშაბათს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის სამზადისში ჩაერთო. ოფიციალურ პრეზენტაციაზე არნემ თქვა: "ვოლფსბურგში" უდიდეს პოტენციალს ვხედავ. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მე უკვე 31 წლის ვარ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვიბრძოლო უმაღლესი მიზნებისთვის!"

ამრიგად, "მგლები" ახალი სეზონისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადებიან, რაც მენეჯერ დიტერ ჰიონესის ბედნიერების საბაბია. ბოსის თქმით, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კიდევ რაღაც მოხდეს. მაგალითად, დიდი შანსია, რომ "ვოლფსბურგი" 29 წლის იტალიელმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ დატოვოს. როგორც იცით, ფრიდრიხთან ერთად, "მგლებმა" ახალგაზრდა დანიელი მცველი სიმონ კიაერიც იყიდეს, რის გამოც ბარძალის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აღარ აქვს. იტალიელს კი თამაში უნდა დიტერ ჰიონესმა მას გუნდიდან წასვლის ნება დართო. "კიკერის" ინფორმაციით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს იტალიაში დაბრუნება არ სურს, ისე კი, სერია A-ს არაერთი კლუბი ეპატიჟება.

სამაგიეროდ, უკვე ასი პროცენტით გადაწყდა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი გრაფიტე "ვოლფსბურგში" დარჩება. ჰიონესის თქმით, 31 წლის გოლეადორის წასვლა უკვე საბოლოოდ გამოირიცხა. გრაფიტეს შენარჩუნების მიზეზები: ჯერ ერთი, მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა თქვა, რომ ბრაზილიელი ძალიან სჭირდება და ამასთან, გრაფიტეთი დაინტერესებულ კლუბებს (ყაზანის "რუბინი", მოსკოვის "ლოკომოტივი"), "ვოლფების" მიერ მოთხოვნილი თანხა, 9 მილიონი ევრო ეძვირებათ. რაც შეეხება ედინ ჯეკოს, დიტერ ჰიონესი ამბობს, მიუნხენის "ბაიერნსაც" უარი შევუთვალეო.

დავუბრუნდეთ ფრიდრიხს, რომელმაც ახალ გუნდში პირველი ვარჯიშის შემდეგ, ასეთი განცხადება გააკეთა: "მე არ ვარ სასწაულმოქმედი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისათვის, რომ "ვოლფსბურგის" დაცვის ცენტრი ჩემთან ერთად გაცილებით სტაბილური იყოს, ვიდრე წინა სეზონში."

არნეს ტრანსფერითა და შემართებით თვითონ მაკლარენიც უაღრესად კმაყოფილია. "ფრიდრიხს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაკვირდებოდი და გაოცებული დავრჩი. არ მესმის, როგორ გავარდა ბერლინის "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში, თუკი ამ გუნდს დაცვაში არნე ფრიდრიხი ჰყავდა," - თქვა მაკლარენმა.

ვინ იქნება მგლების კაპიტანი?

ამასობაში, ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "ვოლფსბურგს" ახალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება და გუნდის თავს მაკლარენი უახლოეს მომავალში დაასახელებს. "მგლების" კაპიტანი აქამდე ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ჟოსუე გახლდათ - მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კარგად არ იცის. მაკლარენს კი ისეთი კაპიტანი სურს, რომელიც ყველა თანაგუნდელს დაელაპარაკება. დიდი შანსია, რომ "მგლების" კაპიტანი სწორედ ფრიდრიხი გახდეს. არნე ბერლინშიც ლიდერი და კაპიტანი იყო. შესაბამისად, სამკლავურის მორგების საუკეთესო შანსი სწორედ მას აქვს. თვითონ ფეხბურთელი ამბობს, რომ კაპიტნობაზე პრეტენზია არ აქვს.

ფრიდრიხის გარდა, კაპიტნობის რეალური კანდიდატები არიან შვეიცარიელი მეკარე დიეგო ბენალიო, მარცხენა მცველი მარსელ შეფერი და მარჯვენა მცველი საშა რიტერი. გამორიცხული არც ისაა, რომ მაკლარენმა კაპიტნად სულაც ჯეკო დანიშნოს და ამით ბოსნიელ თავდამსხმელს წასვლა გადააფიქრებინოს.

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა