უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის ფინალი კვლავ „უემბლის“ უძღვნა
ახლა, ინგლისურ პრესაში ერთმანეთს ეჯიბრებიან - არა, ჩვენ გაუწყეთ პირველებმა და არა, ჩვენო. ფაქტი კი ის არის, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის ფინალი კვლავ „უემბლის“ უძღვნა.

როგორც ჩანს, 28 მაისს, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრას ლონდონელებმა მართლაც საუცხოოდ უმასპინძლეს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2013 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დაარსებიდან 150 წელი უსრულდება.

ამის შესახებ ასოციაციამ აღმასკომის სხდომის შემდეგ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაგრამ ის, რომ უეფას 2013 წლის ფინალის „უემბლიზე“ დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, ადრეც გვეწერა. მაშინვე მოგახსენეთ, რომ 28 მაისის შეხვედრამ არნახული კომერციული მოგება მოიტანა, მაგრამ უეფას მხოლოდ ეს არ მოსწონებია. ფინალის ორგანიზაცია ყოველმხრივ შეფასდა და ითქვა, რომ ბოლო 20 წელიწადში ასეთი გამართული ღონისძიება არ ჩატარებულა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე დევიდ ბერნსტაინი: „ბედნიერები ვართ. რასაკვირველია, ძალიან უცნაურია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სამ წელიწადში ორჯერ ერთსა და იმავე სტადიონზე რომ გაიმართება, მაგრამ „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წლევანდელმა თამაშმა ისეთი წარმატება მოიტანა, რომ უეფამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა „უემბლის“. ამ სტადიონს თანამშრომელთა საოცარი გუნდი რომ უვლის იქიდანაც ჩანს, რომ სარბიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ დღეში ჩემპიონშიპის პლეი-ოფის თამაშებს უმასპინძლა“.

2013 წლის ფინალი „უემბლისთვის“ მეშვიდე იქნება. წინა ფინალები ჩატარდა 1963, 1968, 1971, 1978, 1992 და 2011 წლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს