საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომლებიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 24 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სოლნას "ფრენდს არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი. ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

nakrebi.ge

gela
ეგ ჩაბრაძე დაძახებულებში კიდე ბევრს ჯობია, სკამზე არაა და ტრამვა არ აქ, წონა ! რა კრიტერიუმებით ვაფასებთ ნაკრების ბიჭს, აბა რა ვქნათ, იქით კაშია და გრიგალავაა!
ჰაჰა
მოკლედ. ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ. პ.ს. ღმერთმა არ ქნას პირველი შეხვედრა ისე დამთავრდეს, როგორც მთელი მსოფლიოს სპეციალისტები თვლიან. თუმცა, მთავარია მიზეზი უკვე წინასწარ ვიცით, ლოჩოშვილი არ გამოიძახეს.
ჯაბა
გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) ვინ არის საერთოდ ვერ ვნახე გუნდში? შეცდომაა?
aburjga
იბრაგიმოვიჩი არის 3-ჯერ პანდევი! მე არ ვიცი რა გვეშველება?! იქნება მურთაზ ხურცილავასთვის ან ალექსანდრე ჩივაძისათვის გვეთხოვა ამ 3 თამაშში დაგვხმარებოდნენ??!!
mmm
ნამდვილი გულშემატკივრები არ დავძრახავთ, მაგრამ დამძრახველი სამწუხაროდ ბერვრი გამოჩნდება
kombato
modi ra mazgachoba ar unda am sakmes. ra atkati ,ris atkati.saniols ro fuli acvs zustad mag chkuazea axla atkatze sakartveloshi chamovides. vacalot da shevxedot ras gaaketebs. tkva kacma calke makaridzezec rom klubisgan gamomdinare ar gamovidao. romc gamosuliko mainc skamze ekoleboda da aci sxvamac igrdznos nakrebshi kofnis pativi.lochoshvils mere gamoidzaxebs. mec mainteresebda ratom araa magram yvelas tavisi xedva acvs.
niko
Aრ მინდა უარყოფითად რომ დავწერო მაგრამ, ფრანგმა სპეციალისტმა გამოიძახა შეიძლება მიქაუტაძე დანარჩენის აზრზე არ იყო, შეიძლება კვარაცხელიას მოჰკრა ყური სადმე. თუ სიმართლეს არ დაწერთ ამას ჯურნალისტობაარ ჰქვია და თვალთმაქცობაა. ყველამ იცის რომ იაშკამ, კობიმ და რეხვიაშვილმა უთხრეს ვინ გამოიძახონ. დაცვა სამწუხაროდ არ გამოიყურება მთლიანად გამართულად და იმედია კაკბაძეს, ჩვეულებრივ ადგილზე ვნახავთ და დვალს და ტაბიძეს ცენტრში, გრიგალავას სკამზე და არ ვიცი მარცხნივ ვის დააყენებს. ლოჩოშვილის არ გამოძახება ნამდვილად არ მესმის. იბრას ვინ დაუდგება ეგ მაინტერესებს. და მწერლებო კრიტიკას ნუ გაურბიხართ რადგან ბევრჯერ არ გამოაქვეყნეთ კრიტიკული ანალიზი ამ დროს ათას სისულელეს და უზრდელობებს ვხედავ გამოტოვებული ანდ გასაშიფრი მწერლობით განსაკუთრებით ნაკრების წაგების შემდგომ
ლაშა
ლოჩოშვილი რატო არაა ვერ ვხვდები
nk
ეს მგონია, რომ ჩვენები მოიგებენ ამ თამაშს. იბრამ უკვე ბევრი ემოცია დახარჯა ნაკრებში დაბრუნებით)) ეხა ჩვენც გაგვახაროს !
დათო
ამ და ასეთ ვიტარებაში - ლოჩოშვილი რატომ არ გამოიზახეს? ზედმეტი იყო?
გიორგი 50
მეგობრებო, როგორ არ მინდა სანიოლზე ჩემი ეჭვი გამართლდეს... ,,ატკატი'', გამგები გაიგებს... რაც, შეეხება შვედეთში თამაშს. ჩვენ გვყავს ორი ვარსკვლავი, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლების შედეგებით: ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, რომელთაც შეუძლიათ, ინდივიდუალურად, რეზულტატის მოტანა. სამწუხაროდ,ითამაშებს მხოლოდ მეორე. თუ ხვიჩას თამაში წაუვიდა და სხვებმაც აუბეს მხარი, მაშინ არ შევრცხვებით.... წარმატებები ბიჭებს....
Gulshematkivari
ბედნიერ და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ? გამარჯვებებით გევლოთ ბიჭებო
ისიდორე
ძალიან სუსტი გუნდი გვყავს. ამ შემადგენლობით და ამ გუნდით თამაში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ლიგაში ისიც არა არის გამორიცხული ამ გუნდს ბოლნისის სიონმა მოუგოს მაგარი მოტივირებულია ბოლნისი. კაშიას რა უნდა ნაკრებში ძლივს დაძუნძულებდა სამტრედიასთან. წარმატებები ნაკრებს
Irakli Apkhaidze
ხოჭოლავას თუ გამოგვაკლდა, კვირკველიას ახლა რო მაინც გამოიძახონ არა?
გულშემატკივარი
მიდით ბიჭებო ახლა მაინც ითამაშეთ თამამად , მითუმეტეს ყველა რომ წააგოთ არავინ დაგზრახავთ. ჰოდა თავისუფლად ითამაშეთ ისე როგორც ბავშვობაში გულით და ჟინით და ყველაფერი გამოგივათ. წარმატებები.
დათო
...წარმატებები ნაკრებს!!! აბა თქვენ იცით, ბოლომდე იბრძოლეთ!!!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი