თბილისი. 2020 წლის 12 ნოემბერი. ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის D დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფის ფინალის 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იმ ფორმაციის ჩვენს გუნდს გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე თამაშიდან გოლის გატანა არ შეეძლო.

ამას ერთა ლიგაზე სომხეთთან მარცხი და ესტონეთთან 0:0 მოჰყვა. "ჯვაროსნებს" მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მისატანად აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ გააჩნდა, რადგან შემადგენლობაში არ ჰყავდა არათუ შემოქმედი, არამედ უბრალოდ სწრაფი შემტევი და წარუმტებლობისთვის იყო განწირული. არ ვაკნინებთ მეტოქეთა გამარჯვებას, მაგრამ ამ საშუალოზე უფრო დაბალი კლასის გუნდებს ჩვენთვის არ მოუგიათ - ეს მოვახერხეთ და ჩვენ წავაგეთ.

რა თქმა უნდა, სტადიონზე მაყურებელთა დასწრების შემთხვევაში შანსი მეტი გვექნებოდა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია და შესაძლოა, საერთო ჯამში, პერსპექტივისთვის ასეც სჯობდა, რამეთუ ერთ და ორ ფეხბურთელზე სრულად დამოკიდებული გუნდი დიდ ტურნირზე სახეიროს მაინც ვერაფერს მიაღწევდა.

გადიოდა ძვირფასი დრო, ნაკრებს ახალი მწვრთნელი არ ჰყავდა და ისე მოჩანდა, თითქოს მორიგ ციკლში დროებით რომელიმე ქართველი სპეციალისტი ჩაუდგებოდა სათავეში. სწორედ ამ დროს სრულიად მოულოდნელად გამოაცხადეს ვილი სანიოლის დანიშვნა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეობას გიორგი წიტაიშვილი და გიორგი მიქაუტაძე მიიღებდნენ. ორივე ახალგაზრდაა (20 წლის), სხარტი, სწრაფი, თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. პლუს, ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი ბერიძესა და ბუდუ ზივაზივაძესაც უხმო და შეტევის ხაზში სრულიად განსხვავებული მოცემულობა მივიღეთ.

ვერ გამოვდგებით სფფ-ის მეხოტბეებად, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ არსებულ რთულ სიტუაციაში აბსოლუტურად სწორად იმოქმედეს და რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთეს.

იმედი ყოველთვის გვქონდა და ის, სამწუხაროდ, მუდამ ამაო გახლდათ, თუმცა გვგონია, მოიერიშეთა შესაძლებლობებისა და ასაკის გათვალისწინებით, ახლა პერსპექტივა რეალურია. ყოველ შემთხვევაში, მომავლის გუნდი იქმნება, რომელსაც კონკრეტული ამოცანების გადაჭრა შეეძლება. სამუშაო ბევრია, ახალი ნაკრების მშენებლობას, წუნის აღმოფხვრასა და ოპტიმალური შემადგენლობის დადგენას დრო და მოთმინება სჭირდება და კიდევ - გულშემატკივართა მხარდაჭერა.

საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს სამი ურთულესი მატჩით იწყებს, უმძიმესი კალენდრითა და გადახალისებული გუნდით. ბევრი დებიუტანტია, რომელთა სამიოდ დღეში ადაპტირება მარტივი არაა. ამიტომ მოდით, ნუ ვიქნებით თავიდანვე ზედმეტად პრეტენზიულები და ჩვენი თანადგომით ნაკრებს პროგრესირებაში ხელი შევუწყოთ. პროგრესისთვის კი საჭირო კადრები და წინაპირობა არსებობს. უთუოდ არსებობს.

ისიდორე
ძალიან მინდა მე და არა მარტო მე შევხედო ოპტიმისტურად ჩვენს ნაკრებს და ძალიან გამიხარდება ჩვენი გუნდის წინსვლა და წარმატებები მაგრამ უბედურება ის არის რომ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ორი ფეხბურთელით ძალას ვერ შექმნი. სულ მცირე კვარაცხელიას დონის ოთხი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს ისიც არა რუსეთში მოთამაშე არამედ რომელიმე ტოპ კლუბების წევრები უნდა იყვნენ. წარმატებები ნაკრებს.
IBRA
შვედებს უთქვიათ ფეხბურთს არადა ჰოკეის გეთამაშებითო დდდდდდდ
გადასარევი გიორგი
ასე საუბრით მეც მომწონს ვილი სანიოლი, მაგრამ საინტერესოა მეტოქის თამაშების და შესაძლეობების გარჩევა თუ ხდება. მთავარი რაც მომრწინა ესაა ვილის სიტყვები, რომ ფეხბურთი ჩემთვის გართობააო. ნამდვილად ყველაზე სწორი მიდგომაა ჩემთვის ეს, ფეხბურთი არის თამაში და არა ფილოსოფია და რაც მეტად რისკიანად, ხალისით და თამამად ითამაშებ მით უკეთესი. მთავარია პარალელურად გარჩევაც ხდებოდეს, რა არის მოწინააღმდეგის მთავარი კოზირები
გოგა
რეალუეად სულ რამოდენიმე ფეხბურთელი გვყავს ნაკრების დონის, აი როცა 20 და მეტი ფეხბურთელი გვეყოლება ნებისმიერ ჩემპიონატებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკით, მერე გვაქ შანცი ფეხბურთი ვითამაშოთ რაღაცა დონის. ეხლა რას თამაშობს ნაკრები კაციშვილმა არ იცის. იმედია სანიოლი კარგ მობილურ გუნდს ჩამოაყალიბებს.
გრიგოლი1408
ჟურნალიაგებო ჯერ არაფერი მომხდარა და უკვე ხოტბის შესხმა დაიწყეთ. ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება