ქუთაისურმა კლუბმა იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახალ მწვრთნელებთან პირველ ვარჯიშში მონაწილეობდნენ
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც ახალი მთავარი მწვრთნელების, გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით პირველ ვარჯიშში მონაწილეობდნენ:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე.

მცველები: დაჩი ფოფხაძე, თემურ ფარულავა, გიორგი გურული, თენგიზ ჩიკვილაძე, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ჭაავა, ცოტნე ხარაბაძე, გიორგი კუხიანიძე.

ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი სეთურიძე, ლაშა ქებაძე, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, ლევან ბაკურაძე, დავით კირკიტაძე, მერაბ გიგაური, გივი ჩხეტიანი, ნიკა მაისურაძე.

თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, გია მეგრელაძე.

გასული სეზონის შემადგენლობიდან ვარჯიშზე არ გამოცხადდნენ მცველები ნოდარ მაჭავარიანი, "ტორპედოს" კაპიტანი სევასტი თოდუა და გივი იოსელიანი, ნახევარმცველები თორნიკე თარხნიშვილი, ლუკა გუგუჩია და თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე. მაჭავარიანისა და გოცირიძის ამბავი ცნობილია, მათ კლუბი დატოვეს, ახალგაზრდულ ნაკრების წევრებს, იოსელიანსა და თარხნიშვილს შვებულება გაუგრძელეს, თოდუასა და გუგუჩიას არყოფნის მიზეზი კი უცნობი იყო.

ვითარებაში გასარკვევად "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილს დავუკავშირდით.

"სევასტი თოდუა და ლუკა გუგუჩია ამჟამად ჩვენთან მართლაც არ ვარჯიშობენ. თოდუას 1 ივლისს კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ ჩვენი სურვილია, დარჩეს და ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმოთ. გასულ სეზონში ასეთი სტაბილური ფეხბურთელი არ გვყოლია, მაგრამ, ეტყობა, სევასტის სხვა გეგმები აქვს.

რაც შეეხება გუგუჩიას, მას "ტორპედოსთან" იჯარის ვადა ამოეწურა და ზუგდიდის "ბაიას" დაუბრუნდა. მისი დაბრუნება გვსურს, თუ ეს მწვრთნელების სურვილიც იქნება. ასეთ შემთხვევაში ზუგდიდელებთან თანხაზე დალაპარაკება დაგვჭირდება", - თქვა პაპიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tedo
ტორპედო იქნება ის გუნდი მომავალ სეზონში რომელიც ჩემპიონტა ლიგაზე იასპარეზებს. იმედია ეს იქნებ მეორე გუნდი ზესტაფონის შემდეგ რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ჯგუფურ ეტაპზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს