შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.

ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე, რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.

ყველამ იცის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა. ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, ის მოედანზე უნდა იყოს. ის ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა. მომწონს იბრა, წარმატებულ დაბრუნებას ვუსურვებ, მაგრამ ხვალ მას გაუჭირდება. გოლის გატანის შანსი ამ კვირის ბოლოს კიდევ ექნება".

გადასარევი გიორგი
ეხლა 25 მარტია 22 საათი და 51 წუთი. ჯერ არ დაწყებულა თამაში. წავიკითხე შემადგენლობა და მერე გადავხედე ამ სტატიას. ბიჭო რა მიკვირს იცი? ვილი - ქართველები იამაყებენ გუნდითო რომ ამბობთ- დასუსტებული დაცვის მეტი სხვა სიახლე ისაა, რომ არც ბუდუ, არც მიქაუტაძე არაა, არც კიტეიშვილია ცენტრში, არც ტაქტიკური სხვაობა , რის ხარჯზე გგონიათ რომ რამე წინააღმდეგობას გაუწევთ შევდებს? მიქაუტაძის იმედი და ზივზივაძის იმედი მქონდა და იმისი, რომ მართლა რასაც ლაპარაკობდით გააკეთებდით - შემტევ შემადგელობას გამოიყვანდით, თუნდაც 4 3 3 , ან 3 5 2 ან თუნდაც 4 4 2 და ეხლა უცებ სამი ჩამშლელი! აქედან ორი ზუსტად ერთი ტიპის, რისი იმედი გაქვთ? რომ ცენტრს მოიგებთ ? დაცვას გაამაგრებთ და ხვიჩა და ლობჟანიძე ქვილითაიას გაატანინებენ ? ააცილებს ქვილითაია არაერთს , ეს ხომ უკვე იყო მილიონჯერ! რა გაუჭირეთ საქმე ამ ზივზივაძეს და ეხლა უკვე მიქაუტაძეს, ამდენი ხანია ფორვარდებს ველოდებით !!! და ისევ იგივეს რატომ ,რატომ ???? სულ რამოდენიმე შანსი რაც იქნება ხომ ის უნდა გამოვიყენოთ და გვეცადა თქვე მართლა კაი ხალხო ან მიქაუტაძე ან ზივზივაძე. ეხლა კი ჩემთვის სრულიად ცხადია რომ წავაგებთ ცენტრს სრულიად! ზოგჯერ მაგრად მინდა სოფლის ბიჭები მომცეთ და თქვენ დაყენებულ ნაკრებს თავზე დავახევდი ბურთს რა. ნეტა ეგეთი შეხვედრა დაინიშნოს რომ დაგიმკტიცოთ რომ ეს თქვენი ფილოსოფია ამ ფეხბურთში არის მარაზმი! მარტივი გადაწყვეტილებებია საჭირო , რაც ცხადია არ უნდა მოგონება ამ მარაზმს და რისი გეშინიათ რისი ??? ამდენი დაცვა რომ იდგება ნაკლებ გოლებს გაგვიტანენ? არა ბატონებო, მეტს გაგვიტანენ!! რადგან არ შეეშინდებათ თქვენი თავდასხმის, ქვილითაიასი! და დაცვაში გრიგალავას რომ არ დაააყენებ იბრაჰიმოვიჩთან და დვალს მიუშვებ, ვერ ხვდებით რომ ხარაკირია? დვალსა რაფერს ვერჩი , მაგრამ უშანსოდ წავაგებთ დღეს და სამწუხაროდ მერე იქნება უაზრო საუბარი რომ ჩვენმ აბიჭებმა ყველაფერი გააკეთესო და ეგ კი ეგრეა, მარა თქვენ რას აკეთებთ ??? მიზეზი რომ იყოს რამე ნაღდად ვიფიქრებდი, რომ ძალით გინდათ წაგება დიდი ანგარიშით. მინიმუმ 3 - 4 ბურთის სხვაობით წავაგებთ დღეს. ერთი გოლის იმედი მაქვს ისიც ხვიჩას გამო, მხოლოდ ხვიცას გამო და მიქაუტაძის ნახვის გამო ვუყურებ ამ მატჩს, ძალიან მინდა ხვიჩამ გაიბრწყინოს უბრალოდ. და მჯერა, რომ ალბათ მხოლოდ ის პირადად შექმნის რასაც დღეს ჩვენი ნაკრები შექმნის. უნამუსოები ხართ თქვენ, ყველანი მანდ. აი ეს იცოდეთ ჩემგან!
კ ო მ ბ ლ ე
ჩვენ ხომ გალაქტიკის ჩემპიონები ვართ გულზე მჯიღის დაკვრაში, თუ მეშლება რამე? ან ვინმემ, სხვა ერმ გადაგვასწრო? არა ხომ? ჯერ ისევ პირველები ვართ ხომ? ხოდა რაღას ვსაყვედურობთ კობი, ყაველ. მუჯირ. კალას და მათ კამანდას? .. თან ხო ხედავთ ტრენერიც ეგეთი აურჩევიათ, შედეგად ფრეო? რა ფრეო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო ტოო?!! მხოლოდ მოგება და ისიც დიდი ანგარიშითო! ... აი ეს მესმის სანიოლ საღოლ ტოოო!!!!! იქნებ დაინდოთ და ერთი ბურთი მაინც გაატანინოთ, ცოდონი არიან ტოოო...
tngh
წინასწარი ბაქი-ბუქი... ცუდად მაქვს დაცდილი.
Hoda
კაი ბატონო. სულ რაღაც 7 საათში იქნება ან თქვენთვის ღირსეული ან ჩემთვის სასურველი შედეგი. კამათის გარეშე, მაინტერესებს, ჩვენებმა რომ შეუტიონ თქვენ გგონიათ ისინი არაღირსეულად ან ულამაზოდ მოგვიგებენ? მე მგონი გაგვაპამპულებენ. პ.ს. შეგახსენებთ, მაკედონიამ ბურთი დაგვითმო, შეტევის უფლება მოგვცა, მაგრამ ხეირიანი შეტევა ვერ გავაკეთეთ. პირიქით მეორე ტაიმში იმათი შეტევები ბევრად სახიფათო იყო. მოკლედ შეტევაზე ორიენტირება არ ნიშნავს, რომ შენ მართლა უტევ. კონტრშეტევაც შეტევაა.
ხაშურელი
ანტო-ნიიი
ჯაბა
უკრაინას ედრები? ეგრე რომ იყოს რაღა გვიჭირს.ეს სპორტი გაგორებაზე და მოსვლაზე არაა, უდიდესი შრომის შედეგად დამუშავებული ტაქტიკა და შემსრულებელთა მაღალი კლასია საჭირო.
123 321
მე შეტევით ნათამაშები ნაკრები არ მინახია, სულ დაცვას ვაწვებით და ისე ვაგებთ. თუ წაგებაა ლამაზად და ღირსეულად მაინც წავაგოთ.
gogia
მე ამ ფრანგის გერმანული გამოცდილებით მჯერავს და კიდევ მაგრა მეიმედება ჩვენი ახალგაზრდების კვარაცხელიას,შენგელიას, მიქაუტაძეს, ისინი ჩვენი იმედები არიან.ამ თამაშს რა ვიზამთ მაგაზე მარჩიელობით თავს არ შევიწუხებ,უბრალოდ მინდა რომ ანგარიშის მიუხედავად ამ ბიჭებიდან რომელიმემ თავი გამოიჩინონ, გოლის გატანას ვგულისხმობ,აბა თქვენ იცით ბიჭებო!!!
Just Supporter
მომწონს ვილის საუბარი. ვაისის მთავარი მინუსი იყო ის, რომ მას თვითონ არ სჯეროდა შედეგის და გუნდის პოტენციალის. ვილის, მსგავსი მიდგომით, შეუძლია მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემატოს ბიჭებს, მეტი თავისუფლება მისცეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა მჯერა, რომ მეტ დადებით ემოციას მივიღებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ. ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ სათამაშო სტილის და ბირთვის ჩამოყალიბებისთვის, შედეგზე წნეხის არსებობის გარეშე, რომ შემდეგ რეალურად ვიბრძოლოთ ევრო 2024-ზე გასასვლელად.
Hoda
კი გცემ პატივს, მაგრამ არ მინდა 5:0 -ის წაგება. ეგრე რომ ვსწავლობდეთ, უკვე იმდენი გვაქვს წაგებული მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით.
kaxa
თუ უკრაინამ ფრე გაუგორა პარიზში საფრანგეთს,ჩვენ რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ სტოქჰოლმში? წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
Nino
გადასარევ გიორგის! როგორც ჩანს, ფილოლოგი ბრძანდებით და "სანიოლს ყოჩაღ მარა" არ გეკადრებათ. )))
123 321
დაცვა კიარა შეტევა და კიდე შეტევა, თუნდაც 5-0 წავაგოთ. შეტევას უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ.
ამო
მიდი ერთაოზ!
რატი
რას ტიპობს ეს ბოლო-ბოლო, ამის დაბოლება გვინდა კიდე?
gio gio
მომწონს სანიოლის შემართება, სამწუხაროდ ამ შეხვედრას პრობლემებით ვხდებით განსაკუთრებით დაცვის ცენტრში(ხოჭოლავა,კვირკელია)იმედია ბიჭები თავს არ დაზოგავენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ.წარმატებები.
Haha
დაცვას მიხედე, დაცვას.
KUTAISELI
kai normaluri gundi gvkavs, saniolma dges mtlianad axalgazduri gundi unda gamoikvanos moedanze, xvicha, mikautaze, zivzivadze, kankava, am pegburtelebma unda ulideron gunds, kargi ikneboda mat gverdit citaichvilic , xaxolebma zalit daamtvries , sanam magi morcheba atasjer cheucvlian chkuas, 50 milionian ers erti pegburteli enaneba sakartvelostvis, ise ki zmobas gvepicebian.sakartvelo am tamachs ar caagebs, chvedebis mogeba gamorisxulia, pizikuri ortabrzolebi ikneba bevri da unda gauzlot, chvedeti upro zalismier pegburts tamachobs.
გადასარევი გიორგი
სანიოლს ყოჩაღ მარა თქვენ რით ვერ ისწავლეთ - იტანდა არა - გაჰქონდა, გაჰქონდა
Levani
შევკლასეით ფრანგულად როგორ არის?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი - "მფრინავმა ჰოლანდიელებმა" შვედეთთან იფრინეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება