მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის დიდიე დეშამის პოზიცია და ის, რომ იგი აღარასდროს გამოიძახებს ქარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში, მაინც მიდის დავა ყოველი სანაკრებო შესვენების პერიოდში, რაც საფრანგეთს ორად ყოფს, განსაკუთრებით, ევრო 2021-ის წინ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ფორვარდის მიმართ, მათაც კი შეამსუბუქეს თავიანთი პოზიცია. ამას ადასტურებს ის გამოკითხვაც, რომელშიც 30 000-მა ფრანგმა მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 55% აღმოჩნდა წინააღმდეგი მისი ნაკრებში დაბრუნების, მაშინ, როცა ეს რიცხვი 70-80%-ს შეადგენდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ. მაგრამ თუ თქვენ "რეალის" ან ზიდანის ფანი ხართ, რა თქმა უნდა, თქვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ არ იცავს 9-იანი საფრანგეთის ღირსებას. ფრანგი უკვე ხუთი წელია, რაც უარყოფილია ნაკრებში. ეს საკმაო პერიოდია სასჯელის მოხდისთვის.

"მე არ ვამტყუნებ დეშამს მომხდარში, თუმცა მიმაჩნია, რომ პატიება არის ჩვენი საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების მნიშვნელოვანი თვისება. ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად, პატიება შესაძლებელია, რაც დეშამსაც დაეხმარებოდა გაზრდასა და წინსვლაში“, - განცხადა ჟან მიშელ ლარკმა RMC Sport-თან.

ჟურნალმა France Football-მა კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა და ქარიმ ბენზემა 2020 წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად აღიარა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მბაპეს შესწევს უნარი, შეუშალოს ხელი "ლოს ბლანკოსის" ფორვარდს წლის ჯილდოს აღებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზემას შემთხვევა მთლიანად ვალბუენასთან ურთიერთობას ეხება, დეშამისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა მისი რასიზმში დადანაშაულება. "ეს არის იარა, რომელიც შესაძლოა დროთა განმავლობაში ბევრმა დაივიწყოს, მაგრამ მე ვერ დავივიწყებ. ეს არ ეხებოდა მხოლოდ ქარიმ ბენზემას და ძალადობრივი მოქმედებებით პრობლემები შეუქმნეს ჩემს ოჯახს. ჩემთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი. მე ამის დავიწყება არ შემიძლია, არასდროს დავივიწყებ ამას" - განაცხადა დიდიე დეშამმა RTL-თან.

წყარო: intermedia

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა