მძარცველებმა ურუგვაის ნაკრების კაპიტანს მოპარული ნივთები მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც შეიტყვეს, რომ მსხვერპლი დიეგო ლუგანო გახდა
მძარცველებმა ურუგვაის ნაკრების კაპიტანს მოპარული ნივთები მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც შეიტყვეს, რომ მათი მსხვერპლი ფეხბურთელი დიეგო ლუგანო გახდა.

ფეხბურთელი თანაგუნდელისა და მეგობრის, დიეგო ფორლანის ბინაში იმყოფებოდა. როდესაც ის სახლიდან გამოვიდა, აღმოაჩინა, რომ მისი ავტომობილის ფანჯარა გატეხილი იყო და ჩანთა ფულით, დოკუმენტებითა და ძვირფასი მობილური ტელეფონით გამქრალიყო. ლუგანოს დოკუმენტებს შორის მისი ურუგვაისა და იტალიის პასპორტები, ასევე ამერიკის თასზე ნაკრებში მონაწილეობისათვის აუცილებელი ქაღალდები იყო.

როგორც ჩანს, ბოროტმოქმედები ფეხბურთის მოყვარულები და დიეგო ლუგანოს სპორტული ტალანტის თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ, რადგან გაქურდვიდან მეორე დღეს მას ყველაფერი უკან დაუბრუნეს. ლუგანოს ფორლანის მეზონელმა ქალმა დაურეკა. მან თქვა, რომ ღამით მისი სახლის კარზე დარეკეს. კარის გაღებისას, ქალმა ის ჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნივთები იდო.

აღსანიშნავია, რომ ყველა ნივთი ხელუხლებელი იყო. დამნაშავეები ფულსაც კი არ შეხებიან. "აი, რას ნიშნავს ნაკრებში თამაში", - ასე შეაფასა მომხდარი თავად დიეგო ლუგანომ.

დიეგო ლუგანომ პროფესიონალური კარიერა ურუგვაული გუნდის "ნიუკასლის" შემადგენლობაში დაიწყო. 2005 წელს, ბრაზილიურ კლუბ "სან პაულუში" თამაშისას ის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მცველად დაასახელეს. 2006 წლიდან მცველი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გამოდიოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა