სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"არ დამცინოთ, მაგრამ ეს მართლა ღირსეული წაგება იყო. არც ისეთი დიდი უფსკრულია ჩვენსა და კარგ გუნდებს შორის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ცოტაც უნდა დავიხვეწოთ და მერე იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება.

პ.ს. თანამედროვე ფეხბურთში პრესინგის თამაში ყველას მოეთხოვება. დასვენებული თავდამსხმელი რომ ცვლილებაზე გამოდის და დაძუნძულებს, ეს არის კატასტროფა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამოჩნდა, თამაში შეგვიძლია. საკმარისი ტალანტი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მატჩზე მოსაგებად გავიდეთ მინდორზე. საკვალიფიკაციოს მიზანი უნდა იყოს ჯგუფიდან გასვლა და არა შემდეგი საკვალიფიკაციოსთვის მზადება. ლუზერის მენტალიტეტი რამენაირად უნდა მოვიცილოთ და იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება. უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია და ნავსი გატყდება", - წერს ზურაბიშვილი.

თამაშს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ჟურნალისტი რამაზ ხატიაშვილი ეხმაურება:

"ესპანურ პრესას ვკითხულობ. გვაქებენ და კვარაცხელია საერთოდ ცაში აჰყავთ.

"საქართველო ისე იცავდა თავს, როგორც საბერძნეთი, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ, როდესაც ბურთს ჩაიგდებდნენ ხელში, რაც სულაც არ ხდებოდა იშვიათად, ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. თითქმის ყოველთვის მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია იყო, 20 წლის ბიჭი, რომელიც რუსულ „რუბინში“ თამაშობს, მაგრამ მალე ევროპის რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა, როგორც სურდა და როდესაც სურდა. ეს ბიჭი ნამდვილი სხივია, ყოველთვის მიკრული აქვს ბურთი ფეხზე, ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ასე რომ, მთელი პირველი ტაიმი ესპანეთი ქართულ კედელს ეჯახებოდა და საკუთარ კართან ცუდ დღეში ვარდებოდა" - ("ელ მუნდო").

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გაიტანა. შემდეგ ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

ambebi

sul2
ბუდუ პირველ ბურთზე არაა ძლიერი. პჯობია ჩვენც დავივიწყოთ მეკარიდან თავდამსხმელზე გადაკიდებული ბურთებით თამაში
Haha
ერთი შეწვი მეორე მოხრაკე. ანუ ისიც გვინახავს მაგ დღეში.
WTF
ზივზივაძის თამაშისგან ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, იმედია შემდეგ შეხვედრაში უფრო აქტიური იქნება და სულ ცოტა პირველ ბურთს არ დაკარგავს.
ჯონდიკო
სულ მაინტერესებდა ზივზივაძეს თამაში, პირველ ტაიმში ერთი მაღალი ბურთი ვერ მოიგო.. ჩემი აზრით ელგუჯა ლობჟანიძე ბევრად სჯობს..
beqa
გეთანხმები ხშირად შვება ესე!! ბურტის მიმართულებით უნდა წასულიყო რათა სივღცე შეეზგუდა მაგ შემთხვევაში დიდი ალბათობით კუთხური იქნებოდა. მაგრამ კაკაბაძემ არ მივიდა ახლოს ალბასთან რამაც გამოაჩინა სივრცე სადაც გაკეთდა გამჭოლი გადაცემა 1-1
Bs
კანკავაზე ვერ დაგეთანხმები, ეგ მატაობა არ არის, ეგ ბურთის კონტროლი და თამაშია, აბა ბურთის სასწრაფოდ მოშორებას თამაში? კაკაბაძე კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კაბასთან ერთად, თავდაჯერებული და ძალიან ნაყოფიერი.
ქვილითაია
ეგეთი ნაგლი ფეხბურთელი არ მინახია მე ფეხი არ გაუნძრევია ზამენაზეზე რაც შემოვიდა
ბადრი
კვარაცხელიას კი უთხარით რომ ცოტა თმები შეიჭრას, მე მგონი ცოტათი უშლის, ხომ ხედავთ ყველა ფეხბურთელი მოკლედ შეკრეჭილია. კანკავა კი ზედმეტად ამუხრუჭებდა თამაშის ტემპს, შეტევის სისწრაფეს.
არდილეს
მაკედონიელებთანაც მის სინდისზეა გოლი.რას აქებენ ამ კაცს არ მესმის
q. g.
1. კანკავას უთხარით, რომ საკუთარ საჯარიმოსთან დრიბლინგი არ შეიძლება. 2. კაშიამ მოსამზადებელი პერიოდი კარგად ჩაატარა, როგორც ჩანს. კარგ ფორმას იბრუნებს. 3. ესპანელების პირველი გოლის წინ კაკაბაძე მოტრიალდა და ბურთს გაეცალა. ბურთს კი არ უნდა გაექცე, ბურთისკენ უნდა გაიწიო და უნდა გადაეღობო ბურთს.
Bacho
Erti simartlea qvilitaias nakrebshi ardaedgomeba tavshi aqvs avardnili
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება