თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ფიბა-ევროპის დელეგაცია მისი აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის წევრები 2022 წლის ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საქართველოში ახალი საკალათბურთო არენის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა მომავალში ევრობასკეტისა და მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და მისი ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ფიბა-ევროპის წარმომადგენლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეს, მშენებლობის დამკვეთ „სპორტმშენსერვისისა“ და სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კამილ ნოვაკთან ერთად თბილისში იმყოფებიან ფიბა-ევროპის კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საკის კონტოსი და ნიკ მარზოლი. ფიბა-ევროპის დელეგაციამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ მომავალი ევრობასკეტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა საერთო პროექტი განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შემდეგი განცხადებები გაკეთდა:

სოსო გიორგაძე (კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე): "2019 წელს ევრობასკეტის მასპინძლობისთვის ჩვენ მივიღეთ დიდი გამოწვევა, რომ გვქონოდა ასეთი უმაღლესი დონის ღონისძიების მასპინძლობისთვის შესაბამისი ინფრასტუქტურა. სასიხარულოა, რომ ეს გამოწვევა პრაქტიკულად დაძლეულია, რადგან ამ უნიკალური დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ახალი დარბაზი მთლიანად შეესაბამება არა მხოლოდ კალათბურთის, არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტის სტანდარტებს. ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ღონისძიებასა და საერთაშორისო ტურნირებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტის სხვადასხვა დარგის განვითარებას. მომავალი ევრობასკეტისთვის მშენებარე დარბაზი დაახლოებით 10 000 მაყურებელს დაიტევს და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე გამორჩეული იქნება თანამედროვე სპორტის საერთაშორისო სტანდარტებით. ფიბა-ევროპის აღამსრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის შეფასებით, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოში ევრობასკეტის ჩატარებას, ნამდვილად მოსალოცია ის ფაქტი, რომ დარბაზის მშენებლობის პროცესი ასეთი სისწრაფით და ინტენსივობით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტთან ერთად, ამ დარბაზში სამომავლოდ აგრეთვე სხვადასხვა საერთშორისო ჩემპიონატისა და ღონისძიების ჩატარება განიხილება".

კამილ ნოვაკი (ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი): "შესანიშნავია აქ ყოფნა და იმის ხილვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ასეთი პროგრესით მიმდინარეობს დარბაზის მშენებლობა, რასაც აუცილებლად აღვნიშნავთ ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე. ჩვენ დარბაზის მშენებლობის პროცესს ლაივ-რეჟიმში მუდმივად ვადევნებთ თვალს, თუმცა ადგილზე შეფასება სრულიად განსხვავებულია. დღეს აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად, არა მხოლოდ მონიტორინგის, არამედ მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით ვიმყოფები. სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი საკალათბურთო დარბაზი გვინახავს და ვფიქრობ, ჩვენი რეკომენდაციები საჭირო და გამოსადეგი იქნება. სასიამოვნოა აქ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ხილვა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტის ჩატარების შემდეგ ქვეყანას მემკვიდრეობად ფანტასტიკური სპორტული არენა დარჩება".

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ კამილ ნოვაკს და მის თანხმლებ პირებს ვიზიტისთვის და დიდი მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ სოსო გიორგაძეს მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს ერთობლივი, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. სასიხარულოა, რომ დარბაზის სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობასკეტამდე, მომავალი წლის თებერვალში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსაც სწორედ ამ ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენს ქვეყანას, ექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის საკალათბურთო დარბაზი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ფიბას მოთხოვნებს და 2022 წლის ევრობასკეტს მაღალ დონეზე, წარმატებით ვუმასპინძლებთ".

GBF.GE

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა