ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დასახელდნენ. ესპანეთის ჩემპიონატის თვის MVP-ის ტიტული ორად გაიყო და მისი მფლობელები “ტენერიფე იბეროსტარის” ცენტრი გიორგი შერმადინი და “ბურგოსის” კომბო უკანახაზელი თად მაკფადენი გახდნენ.

თუკი შერმადინისთვის ეს ტიტული მხოლოდ მიმდინარე სეზონში მესამეა (ოქტომბერსა და იანვარშიც საუკეთესოდ დასახელდა), მაკფადენმა თვის MVP-ის პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. მოგეხსენებათ, თად მაკფადენს საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით აქვს მიღებული და ბოლო წლებში ის ჩვენი საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

ისე დაემთხვა, რომ შერმადინსა და მაკფადენს მარტის თამაშებში საშუალოდ ყველაზე მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდათ. ორივემ 25.5-25.5 მპკ დააგროვა და ესპანური ლიგის ხელმძღვანელობამ MVP-ის ტიტული ორივეს გადასცა.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინი ამ სეზონში უკვე მესამედ დასახელდა თვის მოთამაშედ. მარტში ქართველ ცენტრს საუკეთესო მატჩი 28-ე ტურში ჰქონდა, როდესაც „ვალენსიასთან“ 21 ქულას 7 მოხსნა მიამატა, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 32-ს მიაღწია. მთლიანობაში კი, მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ.

მაკფადენს რაც შეეხება, მისმა “ბურგოსმა“ ამ თვეში ორი მატჩი მოიგო, რაშიც საქართველოს ნაკრების უკანახაზელის დიდი წვლილი იყო. თადი შეუდარებელი იყო „უნიკახასთან“ მატჩში (101:93), რომელშიც 28 წუთი ითამაშა, 26 ქულა ჩააგდო (9-დან 6 სამქულიანი), 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა. მაკფადენის საშუალო მონაგარი მარტში 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი, 25,5 მქკ-ია.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შერმადინმა თვის MVP-ის ტიტული მესამედ მოიგო და კიდევ უფრო გაიმყარა ის ლიდერობა, რომელიც ის მთელ ესპანეთის ლიგას თავზე დაჰყურებს. ყველაზე მთავარი მონაცემით, რასაც მარგი ქმედების კოეფიციენტი, ანუ ყველა სტატისტიკური მონაცემის დამაჯამებელი ინდექსი ჰქვია, შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში ყველას უსწრებს. თუკი ლიდერობა შეინარჩუნა, შერმადინს კარგი შანსი აქვს, ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, რაც მისთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი წარმატება და დაფასება იქნება.

GBF.GE

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
"სარაგოსაში" სადებიუტო მატჩში ანდრონიკაშვილმა მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ტრავმა მიიღო
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"
"მურსიას" თებერვლის შეხვედრების განრიგი
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში