რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა sport.business-gazeta.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რა თქმა უნდა, გუნდის ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

- "რუბინის" ფეხბურთელებიდან ხვიჩა, ურემოვიჩი და მაკაროვი ნამდვილად მოთხოვნადები იქნებიან სატრანსფერო ბაზარზე, იგეგმება მათი გაყიდვა?

- როგორც უკვე არაერთხელ განმიცხადებია, ჩვენი ამოცანა არ არის მომავალი ტრანსფერებისთვის ფეხბურთელების მომზადება. ჩვენ გუნდს ვაშენებთ და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მაგრამ თუ კლუბი მიიღებს სათანადო წინადადებას ამ ფეხბურთელებზე, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს წინადადება.

- ხვიჩაზე მიიღეთ რომელიმე კლუბისგან ოფიციალური წინადადება?

- დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში უამრავ წინადადებას მივიღებთ. ის ჯერ კიდევ 20 წლის არის და ნამდვილი ტალანტია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან თამაშობდეს.

ყველანაირად ვეცდები, რომ ის მომავალ სეზონში ჩვენთან დავიტოვო, მაგრამ ასევე ისიც მესმის, რომ ხვიჩას ზედმეტად დიდხანს ჩვენთან დატოვებაც არ იქნება სწორი.

- როგორ აპირებთ ხვიჩას თქვენთან დატოვებას? ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებთ?

- რატომაც არა? მისი ახლანდელი კონტრაქტიც გრძელვადიანია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ სტარფელტს. მას ისედაც 2023 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა ის ერთი წლით გავუხანგრძლივეთ და ხელფასიც მოვუმატეთ.

თავდაპირველად, ის დაბალ ხელფასზე მოვიდა სათამაშოდ, თუმცა ამჟამად ის ძლიერი მოთამაშეა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ეს პრაქტიკა საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია.

თუ მოთამაშე არ დაგთანხმდება კონტრაქტის გაგრძელებაზე, ჩემთვის ესეც პასუხია. ეს ნიშნავს, რომ ის თავის მომავალს არ უკავშირებს ჩვენს კლუბს და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

- პრესაში ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 20 მილიონი ღირს, თუმცა ახლა ევროპაში ფული არ ტრიალებს ტრანსფერებში, ყველა ცდილობს, ფეხბურთელების ბარტერი გააკეთოს; "იუვენტუსს" სურს, დიბალა გაცვალოს, "ბარსელონას" - გრიზმანი...

- მზად ვართ, ხვიჩა დიბალაში გავცვალოთ.

Georgia
კლუბის პოზიცია გასაგებია როგორც აწყობთ ისე იქცევიან , ამიტომ კვარამ თავისი დიდი ნიჭით და დიდი მონდომებით უნდა გაიკვლიოს გზა ევროპისაკენ ამისათვის ნაკრებში თამაში და Nაკრების წარმატება ძალიან დაეხმარება უფრო მაღალი დონის გუნდში გადასასვლაში. წაერმატებები მას და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს:) რუბინშიც რა თქმა უნდა კარგად უნდა იტამაშოს სტაბილურად თორემ ნაკრებში ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ვოლკოვის სახით))
1.tfffff ...
აზრზე არა ხართ. ... ერთიდაიგივე შეცდომებს უშვებთ
მეგრელი
ამას ტუზი დაეცა. ეს იგივეა თავის დროზე 1 დოლარად ბიტკოინები რო მეყიდა
მინდია
ძალიან სწორი მენეჯმენტი აქვს რუბინს... ანუ კლიბისთვის სწორი. იციან ხვიჩას ფასი და ყველას ანახვებენ რომ კაპიკებში შელევას არ აპირებენ. იდეაში ხვიჩასთვისაც ეგრე სჯობს
აჩი***
ნამდვილად არ არის ხვიჩა იუვენტუსში გასაწირი, იქ არ ათამაშებენ, მინიმუმ მილანში შეიძლება, იტალიაზე თუ ვსაუბრობთ, ყველაზე კარგია ჰოლანდია, გერმანია, საშუალო დონის გუნდები, იქედან ტრანპლინი მარტივია,
რა დიბალა
დიბალზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს ხვიჩა და თან ბევრად ახალგაზრდაა. ვერ გამოუვიდა მთლად “წარმატებული ხუმრობა” :)))
gurulo
დღეს 1 აპრილია,მოტყუება ადვილია:))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
კიდევ ერთი სეზონი - დიბალა სავარაუდოდ, "რომასთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ
საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"რომას" დიბალა უბრუნდება - როდის შეძლებს არგენტინელი "ჯალოროსის" დახმარებას
"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა