მასიმო მორატი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს
მასიმო მორატი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ყველაზე აქტუალური მარსელო ბიელსას ვარიანტი იყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა მილანური გრანდის მეპატრონე უარით გაისტუმრა.

“კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, მორატის სიაში სინიშა მიხაილოვიჩიც გახლავთ, რომლის ბედი ადრეც არაერთხელ დაუკავშირეს “ინტერს”. თუმცა, თავად მორატი ამ ინფორმაციას უარყოფს:

“მიხაილოვიჩი? - სინიშას დიდ პატივს ვცემ და მის კანდიდატურას მართლა განვიხილავდი ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი გამორიცხულია. სერბი ”ფიორენტინას” უდგას სათავეში, მე კი ისეთი მწვრთნელები არ მაინტერესებს, რომლებსაც კონტრაქტები აქვთ დადებული. შესაბამისად, მიხაილოვიჩის კანდიდატურა არ განიხილება და მისი “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამორიცხულია”.

მედიის სხვადასხვა საშუალებებით არაერთი მწვრთნელის გვარი სახელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი დელიო როსი გახლავთ. “პალერმოდან” წამოსვლის შემდეგ, დელიო უქმად არის და ახალი შეთავაზებების მოლოდინშია. მოვუსმინოთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც არ მალავს, რომ “ინტერში” მუშაობა სურს:

“მეც გავიგე, რომ ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. “ინტერისთვის” უარის თქმა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა და თუ შეთავაზება მართლა მივიღე, ყველანაირი ფიქრის გარეშე დავთანხმდები. ხშირად ხდება, როდესაც მწვრთნელები თავს იფასებენ და სურვილებს მალავენ, მე კი ღიად ვაცხადებ, რომ “ინტერის” გაწვრთნა ძალიან მინდა. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა