ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სკანდინავიური ყინული ამერიკული ცეცხლის წინააღმდეგ

სკანდინავიური ყინული ამერიკული ცეცხლის წინააღმდეგ

უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
დღეს გთავაზობთ მეორე მასალას ციკლიდან - "10 მატჩი, რომელმაც შეძრა უიმბლდონი". დღევანდელი მოთხრობა ეხება 1977 წლის უიმბლდონის მეტად დაძაბულ შეხვედრას ამერიკელ ჯიმი კონორსსა და შვედ ბიორნ ბორგს შორის.

პარასკევს, 1977 წლის პირველ ივლისს უიმბლდონის ორგანიზატორებმა ე. წ. "ჩემპიონთა აღლუმის" ჩატარება გადაწყვიტეს, რომელიც ლეგენდარული ტურნირის ასი წლისთავს მიეძღვნა. წინა წლებში უიმბლდონის ყველა გამარჯვებულმა სიამოვნებით მიიღო მასში მონაწილეობა, ყველამ, გარდა ერთისა.

24 წლის ჯეიმს სკოტ კონორსმა, რომელსაც ლონდონის კორტები 1974 წელს ჰქონდა დაპყრობილი, თავისი უარი ფინალისთვის მომზადებით ახსნა, რომელიც მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის კონორს თავის მომავალ ოპონენტთან სასიამოვნო სტატისტიკა ჰქონდა (6:2), ბოლო მატჩი მასთან წაგებული ჰქონდა.

ბიორნ რუნე ბორგი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 21 წლის გახდა, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და არ აპირებდა წინა წელს მოპოვებული ტიტულის დათმობას. ბორგი დამაჯერებლად მიიწევდა ფინალისკენ. შვედს მხოლოდ მეორე წრეში გაუჭირდა, როცა ავსტრალიელმა მარკ ედმონდსონმა პირველი ორი სეტი აუღო ფავორიტს, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ნახევარფინალამდე სკანდინავიელს სეტი არ წაუგია. თვით მრისხანე რუმინელი ილიე ნასტასე მეოთხედფინალში სასტიკად იქნა დამარცხებული - 6:0, 8:6, 6:3.

ბევრ სპეციალისტს, მათ შორის ბორგის მწვრთნელ ლენარტ ბერგელინს მიაჩნდა, რომ თავისი საუკეთესო ჩოგბურთი ბორგმა ნახევარფინალში თავის მეგობართან და მრავალწლიან სპარინგ-პარტნიორთან ვიტას გერულაიტისთან აჩვენა. მართლაც, ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. განსაკუთრებით მოხიბლა ყველა მესამე სეტის მეოთხე გეიმმა (მანამდე პარტიებს შორის ანგარიში თანაბარი იყო), როცა 22 გათამაშებიდან 14 მეტოქეებმა "ვინერსებით" აიღეს. შვედი და ამერიკელი კორტზე დაფრინავდნენ და ასე გაგრძელდა მეხუთე სეტამდე, რომელშიც ვიტასმა ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც წააგო 6:8. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბერგელინმა შეახსენა ყველას მისი შეგირდის ცუდი სტატისტიკა კონორსის წინააღმდეგ: "საკმარისია. ბიორნი კონორსზე ისევე ფიქრობს, როგორც გერულაიტისი აქამდე ბიორნზე ფიქრობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აღარ ეშინია".

წესით სკანდინავიელს მართლაც უნდა შეშინებოდა კონორსის. მარჯვენა ხელის ცერა თითის ტრავმის მიუხედავად, "ჯიმბო" (კონორსის მეტსახელი) ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებდა. წინა წელს მისი მძლეველი როსკო ტანერი ამჯერად პირველივე წრეში დამარცხდა და ამით კონორსს გზა გაუხსნა. ამერიკელს მეოთხე წრემდე პრობლემა არ ჰქონია, იქ კი ბევრი ოფლის ღვრა მოუწია სტენ სმიტთან. ეს ვეტერანი ორჯერ გავიდა წინ სეტებს შორის და კონორსმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. მეხუთე სეტის მოგების შემდეგ ჯიმმა მეოთხედფინალში კომფორტული მეტოქე მიიღო. სამხრეთაფრიკელი ბაირონ ბერტრამი კარგი მოთამაშე იყო, ოღონდ წყვილებში, ერთეულებში ოთხ სეტში დამარცხდა.

კონორსის მეორე მეტსახელი იყო "ბელვილელი ხულიგანი". ნახევარფინალში მას მეტოქედ მომავალი "ხულიგანი" ელოდა. 18 წლის ვუნდერკინდი ჯონ მაკინროი იმ მომენტში უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი იყო. ჯონის ქცევის სკანდალური მანერა მართლაც მიაგავდა "ბელვილელ ხულიგანს". თუმცა მრისხანე მეტოქესთან თანაბრად ბრძოლა იუნიორმა ვერ მოახერხა. მისი დრო მოგვიანებით დადგა, მანამდე კი კონორსმა ოთხ სეტში მოიგო და ფინალში გავიდა.

ფინალის დღეს პირთამდე სავსე ცენტრალური კორტი შვედს მხარს უჭერდა. კონორსს უსტვენდნენ კიდეც მისი გუშინდელი დემარშის გამო. ბორგმა პირველ სეტში ვერაფერი მოუხერხა მეტოქის ორმაგ ბექჰენდს. ამერიკელი აშკარად აღმაფრენას განიცდიდა - 21 აქტიურად მოგებული ქულა სეტში, ორი ბრეიკი და 6:3. პუბლიკა უკვე აღარ უსტვენდა - ყველა დაძაბული ადევნებდა თვალს კორტზე გაჩაღებულ ბრძოლას.

ისე ჩანდა, რომ კონორსი იოლად მოუგებდა კარიერაში მეშვიდე შეხვედრას შვედს, მაგრამ არც ასე მარტივად იყო საქმე. ბორგმა გრუნტის კორტებისთვის დამახასიათებელი ტიპიური სათამაშო მანერა გაამდიდრა და პირველი მოწოდების შემდეგ ბადესთან გასვლა დაიწყო. მეორე სეტის მესამე გეიმში ბიორნმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი მიხვდა, რომ კონორსისთვის მოსახერხებელი იყო მაღალ ბურთებზე თამაში და დაბალ დარტყმებზე გადავიდა. ამან ამერიკელს ძალიან გაურთულა საქმე. შვედის ახალმა სტრატეგიამ მალე მოიტანა შედეგი - მომდევნო ორ სეტში ბორგმა ზედიზედ ხუთი ბრეიკი გააკეთა და ზედიზედ რვა გეიმი აიღო. შედეგად 6:2, 6:1 და კონორსის სიტუაცია ძალიან რთული გახდა.

არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ის, რომ მეტოქის ასეთი თამაშის მიუხედავად, კონორსმა მოახერხა მეოთხე სეტის მოგება. ამერიკელმა უფრო სტაბილური გახადა მოწოდება, თუმცა, საერთო ჯამში, ჯიმის დარტყმების არსენალი მოკრძალებული იყო მეტოქის შემტევი თამაშის ფონზე. შესაძლოა, ყველაფერში დამნაშავე იყო ტრავმირებული თითი ან ბიორნის ბრწყინვალე თამაში. მე-12 გეიმში ამერიკელმა გაიხსენა, რომ კარგად იცის ბადესთან თამაში და ამან მაშინვე მოიტანა შედეგი. 7:5 და მეტოქეებს მეხუთე სეტის თამაში მოუწიათ.

გადამწყვეტი სეტის პირველი ოთხი გეიმის შემდეგ ისე ჩანდა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებული იყო. ტრიბუნაზე მყოფი მარგარიტ ბორგის თვალებში ბედნიერების ცრემლები მოსჩანდა. შვედს ორი გეიმის მოგება სჭირდებოდა სეტის "მშრალი" ანგარიშის ასაღებად.

როგორც აღმოჩნდა, კონორსს ხასიათის სიმტკიცეც ჰქონია. თავიდან მან მეხუთე გეიმი შესანიშნავი ბექჰენდით გადაარჩინა, შემდეგ კი ჰაერიდან დარტყმით ბრეიკი გააკეთა. თავისი მოწოდების შენარჩუნების შემდეგ, მერვე გეიმში ჰაერიდან უძლიერესი დარტყმით კინაღამ "შემოაკვდა" მოწინააღმდეგე. ბორგს ვერ მოახვედრა, სამაგიეროდ კორტში ჩააგდო - 4:4!

კონორსი ემოციურ პროგრესს განიცდიდა, მუდმივად ცდილობდა საკუთარი თავი გაემხნევებინა. მოგვიანებით, მატჩის შემდეგ მან განაცხადა: "მე რომ დავწყნარებულიყავი და აკურატულად მეთამაშა, ეს ძლიერ იმოქმედებდა ბიორნის ნერვებზე. მაგრამ აღგზნებული ვიყავი. მეცხრე გეიმი სულელივით ვითამაშე". პირველი გათამაშების მოგების შემდეგ, მეორეში ამერიკელმა მართლაც სულელური ორმაგი შეცდომა დაუშვა. მას შემდეგ, რაც ანგარიში გახდა 15:30, ჯიმიმ ზედიზედ ორჯერ სამი მეტრით ააცილა კორტს ბურთი. ბორგი წინ გავიდა და მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო.

შვედმა მოიგო ორი გათამაშება, მესამეზე ეისი ჩააწოდა და სიხარული ვერ დამალა. უცნობია, რამ უფრო გააკვირვა პუბლიკა - კარგმა მოწოდებამ თუ იმან, რომ ჩვეულებრივ აუღელვებელმა შვედმა მუშტი მიირტყა მკერდში. თუმცა ეს ამად ღირდა. ბიორნმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - უძლიერესი ბექჰენდი შეასრულა. 3:6, 6:2, 6:1, 5:7, 6:4 - ბორგი უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი გახდა.

გახარებულმა შვედმა კიდევ ერთი ემოციური ჟესტის უფლება მისცა საკუთარ თავს - ჩოგანი მიწაზე დაახეთქა. პრესკონფერენციაზე ის გაცილებით თავშეკავებული იყო: "ასეთი რთული მატჩი არასოდეს მითამაშია. და, რა თქმა უნდა, ამ მოგებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა".

ერთი თვის შემდეგ ბიორნმა მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიციიდან ჩამოაქვეითა კონორსი - ამით მან ბოლო მოუღო ამერიკელის 60-კვირიან დომინირებას კლასიფიკაციაში. მას შემდეგ, რაც იმავე წელს კონორსმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა შვედი, მათი მომდევნო ათი შეხვედრა ბიორნის გამარჯვებით დასრულდა.

კიდევ ერთი წლის შემდეგ ეს მეტოქეები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს უიმბლდონის ფინალში, მაგრამ ის "ცალკარა" მატჩი იქნება შვედის სასარგებლოდ. ბორგი ზედიზედ ხუთჯერ დაიპყრობს ლონდონის ბალახს და მხოლოდ 1982 წელს გაიმეორებს კონორსი თავის რვა წლის წინანდელ წარმატებას. თუმცა იმ მომენტისთვის დიად შვედს დასრულებული ექნება კარიერა. ის 1990 წელს დაბრუნდება, 34 წლის ვეტერანის რანგში, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ მიმხვდარიყო - მისი დრო წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

უიმბლდონი. ყველა ფინალი.

ქალები

სამოყვარულო ერა

1884 მაუდ უოტსონი (ბრიტ)-ლილიან უოტსონი (ბრიტ) 6:8, 6:3, 6:3

1885 მაუდ უოტსონი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:1, 7:5

1886 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-მაუდ უოტსონი (ბრიტ) 6:3, 6:3

1887 ლოტი დოდი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:2, 6:0

1888 ლოტი დოდი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:3, 6:3

1889 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-ლენა რაისი (ბრიტ) 4:6, 8:6, 6:4

1890 ლენა რაისი (ბრიტ)-მეი ჯეკსი (ბრიტ) 6:4, 6:1

1891 ლოტი დოდი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:2, 6:1

1892 ლოტი დოდი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:1, 6:1

1893 ლოტი დოდი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:8, 6:1, 6:4

1894 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-ედიტ ოსტინი (ბრიტ) 6:1, 6:1

1895 შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ)-ჰეოენ ჯექსონი (ბრიტ) 7:5, 8:6

1896 შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ)-ელის სიმპსონ-პიკერინგი (ბრიტ) 6:2, 6:3

1897 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 5:7, 7:5, 6:2

1898 შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ)-ლუიზ მარტინი (ბრიტ) 6:4, 6:4

1899 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 6:2, 6:3

1900 ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 4:6, 6:4, 6:4

1901 შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ)-ბლენჩ ბინგლი ჰილიარდი (ბრიტ) 6:2, 6:2

1902 მურიელ რობი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 7:5, 6:1

1903 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-ეტელ ტომპსონ ლერკომბი (ბრიტ) 4:6, 6:4, 6:2

1904 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 6:0, 6:3

1905 მეი სატონ ბანდი (აშშ)-დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ) 6:3, 6:4

1906 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-მეი სატონ ბანდი (აშშ) 6:3, 9:7

1907 მეი სატონ ბანდი (აშშ)-დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ) 6:1, 6:4

1908 შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ)-აგნეს მორტონი (ბრიტ) 6:4, 6:4

1909 დორა ბუტბი (ბრიტ)-აგნეს მორტონი (ბრიტ) 6:4, 4:6, 8:6

1910 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-დორა ბუტბი (ბრიტ) 6:2, 6:2

1911 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-დორა ბუტბი (ბრიტ) 6:0, 6:0

1912 ეტელ ტომპსონ ლერკომბი (ბრიტ)-შარლოტ კუპერ სტერი (ბრიტ) 6:3, 6:1

1913 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-ვინიფრედ მაკნეირი (ბრიტ) 6:0, 6:4

1914 დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ)-ეტელ ტომპსონ ლერკომბი (ბრიტ) 7:5, 6:4

1919 სუზან ლენგლენი (საფ)-დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ) 10:8, 4:6, 9:7

1920 სუზან ლენგლენი (საფ)-დოროთი დუგლას ლამბერტ ჩემბერსი (ბრიტ) 6:3, 6:0

1921 სუზან ლენგლენი (საფ)-ელიზაბეტ რაიანი (აშშ) 6:2, 6:0

1922 სუზან ლენგლენი (საფ)-მოლა ბიურსტედტი მალორი (აშშ) 6:2, 6:0

1923 სუზან ლენგლენი (საფ)-კიტი მაკეინ გოდფრი (ბრიტ) 6:2, 6:2

1924 კიტი მაკეინ გოდფრი (ბრიტ)-ელენ უილსი მუდი (აშშ) 4:6, 6:4, 6:4

1925 სუზან ლენგლენი (საფ)-ჯოან ფრაი ლეიკმენი (ბრიტ) 6:2, 6:0

1926 კიტი მაკეინ გოდფრი (ბრიტ)-ლილი დე ალვარესი (ესპ) 6:2, 4:6, 6:3

1927 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ლილი დე ალვარესი (ესპ) 6:2, 6:4

1928 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ლილი დე ალვარესი (ესპ) 6:2, 6:3

1929 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ელენ იაკობსი (აშშ) 6:1, 6:2

1930 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ელიზაბეტ რაიანი (აშშ) 6:2, 6:2

1931 კილი აუსემი (გერ)-ჰილდე კრავინკელ შპერლინგი (გერ) 6:2, 7:5

1932 ელენ უილსი მუდი (აშშ) ელენ იაკობსი (აშშ) 6:3, 6:1

1933 ელენ უილსი მუდი (აშშ)-დოროთი რაუნდი ლიტლი (ბრიტ) 6:4, 6:8, 6:3

1934 დოროთი რაუნდი ლიტლი (ბრიტ)-ელენ იაკობსი (აშშ) 6:2, 5:7, 6:3

1935 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ელენ იაკობსი (აშშ) 6:3, 3:6, 7:5

1936 ელენ იაკობსი (აშშ)-ჰილდე კრავინკელ შპერლინგი (გერ) 6:2, 4:6, 7:5

1937 დოროთი რაუნდი ლიტლი (ბრიტ)-იადვიგა იედრჟეიოვსკა (პოლ) 6:2, 2:6, 7:5

1938 ელენ უილსი მუდი (აშშ)-ელენ იაკობსი (აშშ) 6:4, 6:0

1939 ელის მერბლი (აშშ)-კეი სტამერს ბულიტი (ბრიტ) 6:2, 6:0

1946 პოლინ ბეტც ედი (აშშ)-ლუის ბრაუ კლეპი (აშშ) 6:2, 6:4

1947 მარგარეტ ოსბორნ დუ პონი (აშშ)-დორის ჰარტი (აშშ) 6:2, 6:4

1948 ლუის ბრაუ კლეპი (აშშ)-დორის ჰარტი (აშშ) 6:3, 8:6

1949 ლუის ბრაუ კლეპი (აშშ)-მარგარეტ ოსბორნ დუ პონი (აშშ) 10:8, 1:6, 10:8

1950 ლუის ბრაუ კლეპი (აშშ)-მარგარეტ ოსბორნ დუ პონი (აშშ) 6:1, 3:6, 6:1

1951 დორის ჰარტი (აშშ)-შირლი ფრაი ირვინი (აშშ) 6:1, 6:0

1952 მორის კონოლი ბრინკერი (აშშ)-ლუის ბრაუ კლეპი (აშშ) 6:4, 6:3

1953 მორის კონოლი ბრინკერი (აშშ)-დორის ჰარტი (აშშ) 8:6, 7:5

1954 მორის კონოლი ბრინკერი (აშშ)-ლუის ბრაუ კლეპი (აშშ) 6:2, 7:5

1955 ლუის ბრაუ კლეპი (აშშ)-ბევერლი ბეიკერ ფლაიტცი (აშშ) 7:5, 8:6

1956 შირლი ფრაი ირვინი (აშშ)-ანჯელა ბაქსტონი (ბრიტ) 6:3, 6:1

1957 ალთეა გიბსონი (აშშ)-დარლენ ჰარდი (აშშ) 6:3, 6:2

1958 ალთეა გიბსონი (აშშ)-ანჯელა მორტიმერი (ბრიტ) 8:6, 6:2

1959 მარია ბუენო (ბრა) დარლენ ჰარდი (აშშ) 6:4, 6:3

1960 მარია ბუენო (ბრა)-სანდრა რეინოლდს პრაისი (ს. აფრ) 8:6, 6:0

1961 ანჯელა მორტიმერი (ბრიტ)-კრისტინ ტრუმენ ჯეინსი (ბრიტ) 4:6, 6:4, 7:5

1962 კარენ ჰანტცე სასმანი (აშშ)-ვერა პუჟეიოვა სუკოვა (ჩეხ) 6:4, 6:4

1963 მარგარეტ კორტი (ავსტრა)-ბილი ჯინ კინგი (აშშ) 6:3, 6:4

1964 მარია ბუენო (ბრა)-მარგარეტ კორტი (ავსტრა) 6:4, 7:9, 6:3

1965 მარგარეტ კორტი (ავსტრა)-მარია ბუენო (ბრა) 6:4, 7:5

1966 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-მარია ბუენო (ბრა) 6:3, 3:6, 6:1

1967 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-ენ ჰეიდონ ჯონსი (ბრიტ) 6:3, 6:4

ღია ერა

1968 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-ჯუდი ტეგარტ დელტონი (ავსტრა) 9:7, 7:5

1969 ენ ჰეიდონ ჯონსი (ბრიტ)-ბილი ჯინ კინგი (აშშ) 3:6, 6:3, 6:2

1970 მარგარეტ კორტი (ავსტრა)-ბილი ჯინ კინგი (აშშ) 14:12, 11:9

1971 ივონ გულაგონგი (ავსტრა)-მარგარეტ კორტი (ავსტრა) 6:4, 6:1

1972 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-ივონ გულაგონგი (ავსტრა) 6:3, 6:3

1973 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 6:0, 7:5

1974 კრის ევერტი (აშშ)-ოლგა მოროზოვა (სსრკ) 6:0, 6:4

1975 ბილი ჯინ კინგი (აშშ)-ივონ გულაგონგი (ავსტრა) 6:0, 6:1

1976 კრის ევერტი (აშშ)-ივონ გულაგონგი (ავსტრა) 6:3, 4:6, 8:6

1977 ვირჯინია უეიდი (ბრიტ)-ბეტი სტივი (ჰოლ) 4:6, 6:3, 6:1

1978 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 2:6, 6:4, 7:5

1979 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 6:4, 6:4

1980 ივონ გულაგონგი (ავსტრა)-კრის ევერტი (აშშ) 6:1, 7:6(7:4)

1981 კრის ევერტი (აშშ)-ჰანა მანდლიკოვა (ჩეხ) 6:2, 6:2

1982 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 6:1, 3:6, 6:2

1983 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-ანდრეა ჯეგერი (აშშ) 6:0, 6:3

1984 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 7:6(7:5), 6:2

1985 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-კრის ევერტი (აშშ) 4:6, 6:3, 6:2

1986 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-ჰანა მანდლიკოვა (ჩეხ) 7:6(7:1), 6:3

1987 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-შტეფი გრაფი (გფრ) 7:5, 6:3

1988 შტეფი გრაფი (გფრ)-მარტინა ნავრატილოვა (აშშ) 5:7, 6:2, 6:1

1989 შტეფი გრაფი (გფრ)-მარტინა ნავრატილოვა (აშშ) 6:2, 6:7(1:7), 6:1

1990 მარტინა ნავრატილოვა (აშშ)-ზინა გარისონი (აშშ) 6:4, 6:1

1991 შტეფი გრაფი (გერ)-გაბრიელა საბატინი (არგ) 6:4, 3:6, 8:6

1992 შტეფი გრაფი (გერ)-მონიკა სელეში (იუგ) 6:2, 6:1

1993 შტეფი გრაფი (გერ)-იანა ნოვოტნა (ჩეხ) 7:6(8:6), 1:6, 6:4

1994 კონჩიტა მარტინესი (ესპ)-მარტინა ნავრატილოვა (აშშ) 6:4, 3:6, 6:3

1995 შტეფი გრაფი (გერ)-არანჩა სანჩეს ვიკარიო (ესპ) 4:6, 6:1, 7:5

1996 შტეფი გრაფი (გერ)-არანჩა სანჩეს ვიკარიო (ესპ) 6:3, 7:5

1997 მარტინა ჰინგისი (შვეიც)-იანა ნოვოტნა (ჩეხ) 2:6, 6:3, 6:3

1998 იანა ნოვოტნა (ჩეხ)-ნატალი ტოზია (საფ) 6:4, 7:6(7:2)

1999 ლინდსი დავენპორტი (აშშ)-შტეფი გრაფი (გერ) 6:4, 7:5

2000 ვენუს უილიამსი (აშშ)-ლინდსი დავენპორტი (აშშ) 6:3, 7:6(7:3)

2001 ვენუს უილიამსი (აშშ)-ჟუსტინ ანენი (ბელ) 6:2, 3:6, 6:0

2002 სერენა უილიამსი (აშშ)-ვენუს უილიამსი (აშშ) 7:6(7:4), 6:3

2003 სერენა უილიამსი (აშშ)-ვენუს უილიამსი (აშშ) 4:6, 6:4, 6:2

2004 მარია შარაპოვა (რუს)-სერენა უილიამსი (აშშ) 6:1, 6:4

2005 ვენუს უილიამსი (აშშ)-ლინდსი დავენპორტი (აშშ) 4:6, 7:6(7:4), 9:7

2006 ამელი მორესმო (საფ)-ჟუსტინ ანენი (ბელ) 2:6, 6:3, 6:4

2007 ვენუს უილიამსი (აშშ)-მარიონ ბარტოლი (საფ) 6:4, 6:1

2008 ვენუს უილიამსი (აშშ) სერენა უილიამსი (აშშ) 7:5, 6:4

2009 სერენა უილიამსი (აშშ) ვენუს უილიამსი (აშშ) 7:6(7:3), 6:2

2010 სერენა უილიამსი (აშშ)-ვერა ზვონარევა (რუს) 6:3, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!