ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გრანდმა "დეტროიტ რედ უინგზმა" ლეგენდარულ ფორვარდ იარომირ იაგრთან მოლაპარაკებები დაიწყო
ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გრანდმა "დეტროიტ რედ უინგზმა" მოლაპარაკებები დაიწყო ლეგენდარულ ფორვარდ იარომირ იაგრთან, რომელიც ბოლო სამი წელია რუსეთში თამაშობს. "დეტროიტის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმა ჩეხი ჰოკეისტის სავარაუდო ტრანსფერი იაგრის აგენტ პეტრ სვობოდასთან განიხილა, ხოლო "რედ უინგზის" დამრიგებელმა მაიკ ბებკოკმა თავად ჰოკეისტთან ილაპარაკა.

როგორც კანადური ტელეკომპანია TSN აზუსტებს, სვობოდამ მოითხოვა იაგრის სავარაუდო კონტრატების პირობები NHL-ის ხუთ კლუბისგან. "დეტროიტის" გარდა, ესენი არიან - "პიტსბურგ პინგვინზი", "ვაშინგტონ კეპიტალზი", "ნიუ იორკ რეინჯერსი" და "მონრეალ კანადიენსი". გამოცემა Detroit Free Press-ის ინფორმაციით, "დეტროიტმა" შესაძლოა, ჩეხ ლეგენდას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს მილიონი დოლარის ოდენობის ჯამაგირით.

2010-11 წლების სეზონში 39 წლის იაგრმა 49 მატჩში 50 ქულა (19 გოლი+31 შედეგიანი პასი) დააგროვა. სეზონის დასრულების შემდეგ იარომირს დაუმთავრდა კონტრაქტი "ავანგარდთან" და ომსკელებმა მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს. გარდა ამისა, იაგრს თავის რიგებში ეპატიჟებოდა სანკტ-პეტერბურგის სკა, მაგრამ ბოლოს ამ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა.

იაგრს 1990-2008 წლებში NHL-ის სამ კლუბში უთამაშია - "პიტსბურგში", "ვაშინგტონსა" და "რეინჯერსში". "პიტსბურგთან ერთად მან ორჯერ მოიგო სტენლის თასი. ჩეხი ხუთჯერ იყო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა