ისტბურნის ტურნირის მეოთხედფინალში სლოვაკმა დანიელა ჰანტუხოვამ ვენუს უილიამსი დაამარცხა
როგორც ჩანს, კარგად მოემზადა ბალახის სეზონისთვის სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა. ისტბურნის ტურნირის მეოთხედფინალში მან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია.

საქმე ისაა, რომ ჰანტუხოვას აქამდე ათიდან ათი მატჩი ჰქონდა წაგებული ამერიკელ ვენუს უილიამსთან, თანაც ისე, რომ მხოლოდ ორი სეტი მიითვალა თავის ანგარიშზე. მაგრამ ამჟამად ვენუსი უთამაშებელია. რა თქმა უნდა, ოთხთვიანმა პაუზამ თავისი საქმე გააკეთა და უფროს უილიამსს ჯერ უჭირს სამსეტიანი მატჩების გაძლება. ჰანტუხოვასთან შეხვედრა კი სწორედ ასეთი მარათონი გამოდგა, რადგან ის ორსაათნახევარი გაიწელა.

ვენუსი უნდა შევაქოთ ხასიათის სიმტკიცისთვის - ის 2:6, 2:5 ჩამორჩა და ერთი ნაბიჯი აშორებდა განადგურებასთან, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით მოახერხა მეორე სეტის მოგება. თუმცა მატჩის დასკვნითი ნაწილი მაინც მის მოწინააღმდეგეს დარჩა. გადამწყვეტ პარტიაში 2:2-ზე სლოვაკი შეუჩერებელი გახდა - მომდევნო 21 გათამაშებიდან დანიელამ 16 ქულა აიღო და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

აღსანიშნავია, რომ დანიელა ჰანტუხოვას ბოლო 15 მატჩიდან 12 აქვს მოგებული, ისტბურნში კი წინა წრეში როლან გაროსის ჩემპიონის ნა ლის დამარცხება მოახერხა.

პეტრა კვიტოვამ პირველი სეტის უშანსოდ წაგების შემდეგ დაამარცხა პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. თამაში თითქმის ორი საათი გრძელდებოდა. 50 წუთი დომინირებდა კორტზე ფრანგი მარიონ ბარტოლი ბელარუსი ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ, რის შემდეგაც აზარენკამ საზარდულის ტრავმის გამო ბრძოლა შეწყვიტა და ნახევარფინალში ბარტოლი გაუშვა.

განთესვის ლიდერმა ვერა ზვონარევამ თითქმის მოგებული მატჩი დათმო ავსტრალიელი სამანტა სტოსურის წინააღმდეგ. რუსი იგებდა შეხვედრას - 6:4, 4:2, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. მესამე სეტში ავსტრალიელი გაცილებით ძლიერად გამოიყურებოდა და პარტიის მსვლელობისას 5:1 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს ზედიზედ სამი გეიმის აღების საშუალება მისცა. ბოლოს, 5:4-ზე სამანტამ მაინც იმძლავრა და ნახევარფინალში გააღწია.

ისტბურნის მამაკაცთა ტურნირში დღის გმირი გახდა იანკო ტიპსარევიჩი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში ორი მატჩი მოიგო. თავიდან მან მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა გადადებულ შეხვედრაში. ეს პრაქტიკულად სრულფასოვანი მატჩი იყო, რადგან წინა დღეს მეტოქეებმა სამი გეიმის თამაში მოასწრეს.

ამ მატჩის მოგების შემდეგ მეოთხედფინალში სერბმა გრიგორი დიმიტროვის წინააღმდეგ ითამაშა და ასევე ორ სეტში მოამთავრა საქმე, თანაც ზუსტად იგივე ანგარიშით. იანკო ტიპსარევიჩისთვის ეს იქნება მეოთხე ნახევარფინალი მიმდინარე სეზონში.

კეი ნიშიკორიმაც თავიდან მეორე წრის შეხვედრა დაასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ითამაშა რადეკ შტეპანეკის წინააღმდეგ. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იაპონელმა ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შემდეგ წრეში გავიდა. თავად ნიშიკორიმ 11-დან ცხრა ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოახერხა.

ჰერტოგენბოშში საქმეში წვიმა ჩაერია და რამდენიმე მეოთხედფინალის დასრულება ვერ მოხერხდა.

ერთადერთი მატჩი დასრულდა ივან დოდიგსა და თეიმურაზ გაბაშვილს შორის. სამი სეტის განმავლობაში ხორვატმა 16 ეისის ჩაწოდება მოასწრო, იმ დროს, როცა რუსს მხოლოდ ერთი ასეთი მოწოდება ჰქონდა. თუმცა ეისების დიდი რაოდენობის მიუხედავად, დოდიგი საკუთარ მოწოდებაზე სტაბილური არ ყოფილა და იძულებული გახდა შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოეგერიებინა.

ქალებს შორის რომინა ოპრანდიმ მოახერხა კიმიკო დატეს დამარცხება. იტალიელი კარიერაში საუკეთესო ტურნირს თამაშობს. შეგახსენებთ, რომ ოპრანდიმ ერთ-ერთ წინა წრეში თვით კიმ კლაისტერსს სძლია. ჯერჯერობით აპენინელს კარიერაში WTA-ის ტურნირში არ გაუმარჯვია.

კიდევ ერთი იტალიელი გავიდა ნახევარფინალში. რობერტა ვინჩიმ მოულოდნელად დაამარცხა ბელგიელი იანინა ვიკმაიერი. ასევე ოთხეულში მოხვდა ელენა დოკიჩი, რომელიც ბოლო დროს მოულოდნელად შედეგიანად ათამაშდა. ავსტრალიელმა იოჰანა ლარსონი დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე