შარშანდელი მარათონული მატჩის მონაწილეები პირველ სეტში ითამაშებენ

გუშინ, ლონდონში უიმბლდონის წილისყრა გაიმართა და პირველივე წრეში რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკელი ჯონ ისნერისა და ფრანგი ნიკოლა მაუს დაპირისპირება. დიახ, ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც შარშან ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ითამაშეს. მათი სამდღიანი დუელი (სუფთა დრო - 11 საათი და 5 წუთი) ისნერმა ასეთი ანგარიშით მოიგო - 6:4, 3:6, 6:7(7), 7:6(3), 70:68.

რაც შეეხებათ განთესვის ლიდერებს, ესპანელ რაფაელ ნადალს პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი მაიკლ რასელი ერგო. რეიტინგში ლიდერობისთვის მისმა მთავარმა კონკურენტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე წრეში გასასვლელად ფრანგ ჟერემი შარდის უნდა ებრძოლოს. როჯერ ფედერერს ყაზახი მიხაილ კუკუშკინი შეხვდება, ადგილობრივი პუბლიკის მთავარ იმედს, მეოთხე ნომრად განთესილ ენდი მიურეის ესპანელი დანიელ ხიმენო-ტრავერო შეხვდება.

ნადალის მხარეს ბადეში მიურეი მოხვდა, ხოლო ჯოკოვიჩის სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალში ფედერერი იქნება.

გთავაზობთ პირველი წრის რამდენიმე საინტერესო წყვილს:

მარდი ფიში (აშშ, 10)-მარსელ გრანოლერსი (ესპანეთი)

რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)-ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი, 21)

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 6)-ფილიპო ვოლანდრი (იტალია)

ივო კარლოვიჩი (ხორვატია)-იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი, 23)

მიხაილ იუჟნი (რუსეთი, 18)-ხუან მონაკო (არგენტინა)

ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)-კეი ნიშიკორი (იაპონია)

ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი, 16)-იარკო ნიემინენი (ფინეთი)

ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ტურნირს ესპანელ არანჩა პარა-სანტონხასთან მატჩით დაიწყებს. ტურნირის მეორე ნომერმა ვერა ზვონარევამ (რომელმაც ტრავმირებული ბელგიელის კიმ კლაისტერსის ნაცვლად მიიღო განთესვის ეს ნომერი) მეტოქედ ამერიკელი ელისონ რისკე მიიღო. როლან გაროსის ჩემპიონი ნა ლი რუს ალა კუდრიავცევას გაეჯიბრება.

პირველ წრეში ყურადღება შემდეგ თამაშებს უნდა მივაქციოთ:

სერენა უილიამსი (აშშ, 7)-არავან რეზაი (საფრანგეთი)

ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი, 4)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკეთი)

ფრანჩესკა სკიავონე (იტალია, 6)-ელენა დოკიჩი (ავსტრალია)

სამანტა სტოსური (ავსტრალია, 10)-მელინდა ჩინკი (უნგრეთი)

ანა ივანოვიჩი (სერბეთი, 18)-მელანი ოუდინი (აშშ)

ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 15)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპანეთი)

ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია, 11)-გრეტა არნი (უნგრეთი)

აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 13)-ოლგა გოვორცოვა (ბელარუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?