ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში "დინამო არენაზე" თბილისის "ლოკომოტივმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა. იმერლებს, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, ნამდვილად სიმპათიური გუნდი ჰყავთ, თუმცა ამის შედეგებში ასახვას აქამდე ნაკლებად ახერხებდნენ.

შეხვედრა უხვგოლიანი და ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა. კიდევ ერთი მშვენიერი მატჩი ვიხილეთ სერგო კუხიანიძის მონაწილეობით. ის პირველ ტაიმში წყალტუბოელთა ყველა იერიშის მოქმედი პირი იყო - ჯერ თავად აიღო მეტოქის კარი, შემდეგ შალვა ბურჯანაძეს გაატანინა და მესამე გოლშიც გიორგი მამარდაშვილის შეცდომა სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

"სამგურალის" მესამე გოლამდე წინა ტურის დეჟა-ვუ შედგა. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისევ ნიდერლანდელი იმრან ომარის პასი შეირგო. ტაიმის ბოლოს თეიმურაზ შონიას მშვენიერი გადაცემა დავით კირკიტაძემ გამოიყენა და საწყისი 45 წუთი 2-3 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც ორმხრივი შეტევები ვიხილეთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის "ლოკომოტივი" კვირის ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება, წყალტუბოელები კი ბათუმში იასპარეზებენ.

თბილისი. დინამო არენა.

ლოკომოტივი-სამგურალი 2:3

გოლები: 0:1 კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 კირკიტაძე (45+2)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 57), შონია (კ) (სამურკასოვი 65), დარცმელია, ომარ იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე (იაკობიძე 73), კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 65)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

სამგურალი: ქვილითაია, ქურდაძე, ასათიანი, პატარკაციშვილი, ბანძელაძე, გილმორი (კიკაბიძე 80), ბურჯანაძე, კალანდარიშვილი, დოლიძე (ტურე 63), ფონია (ვავერულიძე 81), კუხიანიძე (კ) (ახვლედიანი 69).

მწვრთნელი: სოსიაშვილი

luka
ეს ეგ წ-ლი გეგუჩაძის კლასტერი ჭიაბრიშვილი გაურკვეველი დეკანოსიძე ვინმე გოცირიძე მწვრთნელები რომ გონიათ თავი,გამოვიდა გუშინ სამგურალი და ამ კლასტერს მიუჩინა თავის ადგილი
ჯაბა
"სამგურალმა" მობილიზაცია აჩვენა და ე.წ. "ელ-ლოკო" პირველივე ნახევარში გატეხა, დაცვის ხაზში ორი თაობის მცველთა ჭიდილი, ახალგაზრდა წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა.
fanat
წარმატებები სამგურალს ბუხაიძის უთამაშეობა გასაკვირვია ტრამვა ხომ არ აქვს
master
ამ თამაშის შედეგი აშკარად საეჭვოა.
გიორგი გორგაძე
რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი იყო, თითქოს ტოტოზე იყომარეს. როგორ შეიძლება ესე ზანტად ითამაშო ბურთზე
ჯაბა
რატოა სენსაცია? ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება რომ სრულიად კანონზომიერი იყო შედეგი.
ლუკა
ლოკოს ძალიან უსუსური მწვრთნელი ყავს,მაგარ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა ლოკო კორღალიძეს დროს,ეხლა ეს გაბრექილი მწვრთნელი მხოლოდ ბიჭებთან კონფლიქტში ატარებს დროს,სამურკასოვს არ ათამაშებს,იაკობიძეს არ ათამაშებს,რა უნდა თქვას
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!