ფეხბურთის დიდ მოყვარულსა და გადაცემა "კაცების" წამყვან გიორგი ჯანელიძეს sportall-ი დაუკავშირდა და ფეხბურთის შესახებ 10 შეკითხვა დაუსვა:

- ფეხბურთი რატომაც მიყვარს, არის...

- ფეხბურთი ზეიმია, ზეიმი კი ყველას უყვარს...

- სპორტული ჟურნალისტიკა, როცა თქვენ მუშაობდით და ახლა...

- ეს სფერო წინ წავიდა, უკვე 5 ქართული სპორტული არხი გვაქვს. მაშინ, ლიცენზირებულ რეპორტაჟს რომ თავი დავანებოთ, შუქიც კი არ იყო.

- რატომ ვერ ვმონაწილეობთ დიდ სანაკრებო ფორუმებზე?

- მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, კონკურენცია კი - დიდი... ბოლოს შეგვეძლო "ერთა ლიგის" გავლით გავსულიყავით, მაგრამ ასე თამაშით ჩრდილომაკედონიელებს ვერ ვაჯობეთ და იღბალი კიდევ ჩვენკენ ამჯერადაც არ აღმოჩნდა.

- როდის აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის (ჯგუფურ ეტაპზე) ჰიმნი ქართულ ქალაქებში?

- იგი მოსმენილი მაქვს ზესტაფონში. ჯგუფური ეტაპის თამაშებს რაც შეეხება, მეც მაინტერესებს.

- საქართველოს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერისა და ექტორ რაულ კუპერის წარუმატებლობას როგორ ხსნით?

- ისევე, როგორც სხვა ნებისმიერისას.

- ქართველ ფეხბურთელებზე არაერთი ლეგენდა გვსმენია - მაგალითად, გიორგი ქინქლაძეზე, ზაზა ჯანაშიაზე. რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ისტორია?

- ისტორია შეიძლება ლეგენდაც იყოს, მაგრამ მაინც პასუხისმგებელი პირი ჰყავს. ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება - კახა ცხადაძის კომენტარი მახსენდება, პოლონეთთან იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის ბოლოსკენ დავჯექიო. მესმის, რომ რამდენიმე დღეში ნაკრებს კიდევ ჰქონდა თამაში და მწვრთნელმა ამ ნათქვამით ფეხბურთელებს წაგებულ შეხვედრაში საკუთარი ბრალის განცდის ტვირთი შეუმსუბუქა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი კომენტარი იყო.

- წარმოშობით ქუთაისიდან ხართ. "ტორპედოს" ფანები გამორჩეულები არიან. რა შეგიძლიათ თქვათ მათზე?

- მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ!

- რომელია საყვარელი კლუბი და წარმოგიდგენიათ თუ არა იქ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში?

- "ბაიერნი". წარმოუდგენელი არაფერია, მით უმეტეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ გუნდში უთამაშიათ ბრააფჰაიდსა და ბაუმიოჰანს.

-კილიან მბაპესა და ერლინ ჰოლანის ეპოქა დაიწყო?

- მბაპესი - ნამდვილად, აი, ჰოლანმა რაიმე ტიტული მოიგოს და მაშინვე შეგვიძლია მპაბეს გვერდით დავაყენოთ.

- ახლა რომელიმე კლუბის ძირითადი შემადგენლობის საკუთარი სურვილით დაკომპლექტება რომ შეგეძლოთ, როგორ თერთმეტეულს გამოიყვანდით?

- კომპიუტერულ ფეხბურთში ასეთი გუნდი მყავს - ლენო, ვან-ბისაკა, ვარანი, დე ლიხტი, გორეცკა, ფრენკ დე იონგი, პოგბა, ობამეიანგი, პეპე, ლაკაზეტი.

ნერაძური
ბაიერნს ქომაგობს და კომპიუტერულ თამაშებს არსენალის ტრიოთი თამაშობს... უცნაურია :)
1.
ეს უკვე მარაზმია.
სოსო
პოლონეთთან პირველი წრის მატჩი,ქეცბაიას უკანასკნელი მატჩი იყო,ნაკრების მწვრთნელის რანგში.იცოდა,რომ მიდიოდა და გუნდს,შემტევი თამაში მოსთხოვა.პირველ ტაიმში შევჭამეთ,გადავუარეთ,ჩვენ კარში არც ერთხელ არათუ დარტყმა,ჩვენ ნახევარზე მგონი არც გადმოსულან.9 დარტყმა გავაკეთეთ კარისაკენ და ვერც ერთი კარის ჩარჩოში ვერ დაარტყეს.დაიწყო მეორე ტაიმი და პირველი 10 წუთის შემდეგ,გუნდს უკვე სირბილი აღარ შეეძლო.4 უპასუხო გოლი გავუშვით.ამით ქეცბაიამ თვალსაჩინოდ გვიჩვენა,რა ელოდა ჩვენს ნაკრებს,თუ შემტევი ტაქტიკით ვითამაშებდით.მომდევნო თამაში,ისევ პოლონეთთან გვქონდა,ოღონდ პოლონეთში.იქაც გუნდმა, საკმაოდ აქტიურად ითამაშა და თითქმის ბოლომდე გასძლო,0-1 იყო,მაგრამ ბოლო წუთებზე,ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი გაგვიკეთა და ისევ 0-4 წავაგეთ.ბოლო წუთებზე გუნდს მოძრაობა აღარ შეეძლო,დაიღალა,"დაჯდა"აკუმულატორივით.ალბათ ამას გულისხმობდა ცხადაძე, მოიარებით.ორი განსხვავებული თამაში და იდენტური შედეგი.იმ ნაკრებს მეტი არ შეეძლო.არ ჰყავდა გოლის გამტანი და არ ჰქონდა ფიზიკა.ამის გარეშე,ვერავითარი ტაქტიკა ვერ გიშველის.ქეცბაია არ ტყუოდა ფეხბურთელების შეფასებაში,მაგრამ მისი ნაკრების თამაში, მარაზმად გადაიქცა და მისი დარჩენა,მართლაც აღარ შეიძლებოდა.თემურს ახლაც ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ,მაგრამ ასე იყო.
kote
თუ იცით, ეს რაჭველი ვისი ფანია?
ზაალი სიხარულიძე
ცხადაძის კომენტარი არ მახსოვდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ეროვნული ლიგა. VI ტური: "დილამ" და "კოლხეთმა" ქულები გაიყვეს
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]