მიუნხენში მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, სეზონის დასკვნითი ეტაპი დაიწყო, რომელშიც 45 ქვეყნის 884 მსროლელი ასპარეზობს
მიუნხენში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, სეზონის დასკვნითი ეტაპი ტყვიის სროლაში, რომელშიც 45 ქვეყნის 884 მსროლელი ასპარეზობს. მათ შორის მხოლოდ ორი ქართველია - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.

ჩვენები ცეცხლის ხაზზე პირველად 19 ივნისს დადგებიან - სპორტული პისტოლეტიდან ისვრიან. პნევმატურში ქადაგიძე 21-ში, სალუქვაძე - ტურნირის ბოლო დღეს, 22 ივნისს.

ჩვენი მსროლელებისთვის ამ შეჯიბრებას წმინდა სატურნირო მნიშვნელობა აქვს - პრაქტიკას მიიღებენ, თორემ სხვა სარგებელი რაც შეიძლებოდა, სალუქვაძემ უკვე მანამდე მიიღო. მოგეხსენებათ, მან მოიგო ავსტრალიაში გამართული პირველივე ეტაპი, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა და შემოდგომაზე ისევ მიუნხენში გასამართი მსოფლიოს თასის სუპერფინალისაც, ეს კი მაქსიმუმია, რისი მოცემაც ამ რანგის შეჯიბრებას შეუძლია.

სწორედ ამიტომ მან გამოტოვა მსოფლიოს თასის წინა ეტაპი, რომელიც ამერიკულ ფორტ ბენინგში გაიმართა. მიზეზი ხშირი გადაფრენა იყო - ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ავსტრალიაში გამოვიდა, იქიდან საქართველოში დაბრუნდა და ერთ კვირაში კორეაში გაემგზავრა მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე, ერთ თვეში კი ამერიკაში უწევდა გადაფრენა... ვინაიდან ავსტრალიური წარმატებით ყველაფერი მიღებული ჰქონდა, დედამიწის გარშემო ასეთ დამღლელ კრუიზს შინ დარჩენა ამჯობინა, დაზოგილი ფულით კი ახლანდელი შეჯიბრების წინ მიუნხენში გაიარა შეკრება. სამწუხაროა, რომ ფინანსური კრიზისის გამო ფედერაციამ გერმანიაში სხვა მსროლელთა გაგზავნა ვერ მოახერხა - ვერც შეკრებაზე და ვერც შეჯიბრებაზე.

მოგეხსენებათ, ლონდონის ოლიმპიადა მეშვიდე იქნება სალუქვაძის კარიერაში, რითაც რეკორდსმენია როგორც ქართული სპორტის ისტორიაში, ასევე - საერთაშორისო ტყვიის სროლაშიც. შეგახსენებთ, რომ სადღეისო მონაცემებით მისი დაწევა მხოლოდ სერბ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით მან საგზური ვერ მოიპოვა.

არის კიდევ ერთი მსროლელი, ბერძენი აგატა კასუომი, რომელიც 6 თამაშებში გამოვიდა, შარშან მსოფლიოს პირველობაზეც გამოჩნდა (რომელიც ასევე მიუნხენში გაიმართა), მაგრამ ეს მისთვის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ პირველი შეჯიბრება იყო და არც იმის შემდეგ გამოჩენილა სადმე. თუმცა ბერძენთა არც ისე ძლიერმა გუნდმა პირველი ლიცენზია მაინც მოიპოვა - ფორტ ბენინგში ათინა დუკამ პნევმატური იარაღიდან სროლაში დაისაკუთრა. მის გარდა ამ სახეობაში ამერიკაში ლიცენზიები ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა სელინ გობერვილმა და ინდოელმა ანი რაი სინგჰმაც მოიპოვეს.

ამერიკაში სიურპრიზი შემოგვთავაზეს ინდოელებმა - სინგჰი ხომ მეორე იყო, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში რაჰი სარნობატი მესამეზე გავიდა და იმანაც ასევე მოიპოვა საგზური, რასაც ერთი იქაურმა ვაჟებმა დაუმატეს და ინდოეთში სამი ლიცენზიით დაბრუნდნენ. თუმცა აზიელთა სასაგზურე ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა - ქალთა შორის სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში მონღოლი ოლიმპიური პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი მესამე იყო და ისიც შეუერთდა ლიცენზირებულთა სიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა