ქუთაისში, 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ლიდერებმა პოზიციები განიმტკიცეს
ქუთაისში 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის მე-8 ტური თეთრების უპირატესობით წარიმართა: 15-დან 9 პარტიაში გაიმარჯვეს, 4 ყაიმით დაამთავრეს და მხოლოდ ორ შეხვედრაში დამარცხდნენ. მთავარი კი ის არის, რომ შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ლიდერებმა პოზიციები განიმტკიცეს.

გოგონებში ქეთი წაწალაშვილმა ადა ქაქუთია დაამარცხა, ხოლო მერი არაბიძემ მარიამ ჭოლაძეს სძლია. ორივე 6-6 ქულით მეწინავეობს. 5 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე საფეხურზე გადაინაცვლა ანა შამათავამ, რომელმაც სალომე ხაჟომიას აჯობა. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: სოფო ხუციძე-ხატია კიკვიძე 1:0, თეკლა ფარჯიანი-დეა ჩაკვეტაძე 0,5:0,5, თათია კოხრეიძე-ანა თედოშვილი 0,5:0,5, მარიამ წულაია-მარიამ მჟავია 1:0.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ფარჯიანი (3,5)-წაწალაშვილი (6), თედოშვილი (3)-არაბიძე (6), შამათავა (5)-წულაია (3), ხაჟომია (4)-ხუციძე (4,5), ქაქუთია (3,5)-კოხრეიძე (2,5), ჭოლაძე (3)-მჟავია (1,5), კიკვიძე (0,5)-ჩაკვეტაძე (3).

ვაჟებში ლიდერობა შეინარჩუნა დავით ბენიძემ - გუშინ მერაბ ცომაია დაამარცხა და 6 ქულით კვლავ ერთპიროვნულად მეწინავეობს. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება დავით ლომსაძე, რომელმაც ტატო ქოჩაკიძეს მოუგო.

დანარჩენი პარტიები: ირაკლი ჯანიაშვილი-მამუკა ქოჩაკიძე 0:1, ნინო ხომერიკი-ბექა ახალაძე 0:1, გიორგი ცხადაძე-ლეონტი ხუბუნაია 1:0, გიორგი სიბაშვილი-არჩილ სვანიძე 1:0, ირაკლი შარიქაძე-ლევან ნემსაძე 0,5:0,5, დათო კაპანაძე-ნიკოლოზ ბერძენაძე 0,5:0,5.

ბოლოსწინა ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მ. ქოჩაკიძე (4,5)-ბენიძე (6), სიბაშვილი (4)-ლომსაძე (5,5), ახალაძე (4,5)-ცხადაძე (4), ტ. ქოჩაკიძე (4)-თუთისანი (3,5), ცომაია (3,5)-ხომერიკი (3,5), ხუბუნაია (3)-შარიქაძე (3), ბერძენაძე (2,5)-სვანიძე (2,5), ნემსაძე (2,5)-კაპანაძე (2,5). ისვენებს ჯანიაშვილი (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა