„რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატზე წინ მიიწევს და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდეს. ყაზანური გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. ამაზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. მით უმეტეს, ჯერ კონკრეტული სიახლე არაფერია. მხოლოდ ქართველი ლეგიონერის როლზე მოგახსენებთ.

მას „რუბინში“ იდეალური პირობები შეუქმნეს, თავზე ჰყვებიან, თავს იქ ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა დონეზე საჭირო რეკლამასაც უკეთებენ. იმსახურებს კიდეც - როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. თუმცა, ტყუილად არავინ არ გაუწევს ასეთ სამსახურს, ის იმედებს ამართლებს და იმედი აქვთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაამართლებს. აქ საქმე მხოლოდ კვარაცხელიას მომავალი ტრანსფერით კლუბის ხაზინის შევსებას როდი ეხება, მას კონკრეტული სარგებელი ამ ეტაპზეც მოაქვს.

რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „რუბინმა“ „სოჭის“ უმასპინძლა, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ნაკრებიდან დაბრუნებული ქართველი სასტარტოში არ დააყენა, რადგან გამოუძინებელი და დაღლილი იყო. ამ დროს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ და არა მარტო ქულების მოსაპოვებლად და სატურნირო მდგომარეობის განსამტკიცებლად. საქმე ისაა, რომ გასული წლის ივლისის შემდეგ სტადიონზე პირველად მივიდა თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მანიხანოვი, რომელიც ვიპ-ლოჟაში მეტოქე კლუბის მფლობელ ბორის როტენბერგთან ერთად იჯდა. მანიხანოვს თურმე, ფეხბურთზე უფრო მეტად ჰოკეი უყვარს, მაგრამ იმ დღეს ყაზანში „აკ ბარსის“ თამაშზე არ წავიდა და „რუბინის“ შეხვედრაზე დასწრება გადაწყვიტა.

„БИЗНЕС Online“-ს ცნობით, „რუბინს“ რესპუბლიკის პირველი პირის წინაშე არ სურდა სირცხვილი ეჭამა და უნდოდა გაემარჯვა. კლუბის მთავარი სპონსორი, მსხვილი რუსული ჰოლდინგი „ТАИФ“-ი, რომელიც თათრეთში ქიმიურ, ნავთობქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას დიდწილად აკონტროლებს, დაფინანსების გაზრდას არ პირებს და ამ სიტუაციაში მანიხანოვის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, გუნდს ხომ გასაძლიერებლად დამატებითი დაფინანსება დასჭირდება და ამ დახმარების აუცილებლობაში რესპუბლიკის პირველი პირი უნდა დაარწმუნონ.

„სოჭი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მეკარე იური დიუპინმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, საქმეს კარგი პირი არ უჩნდა, მეორე ტაიმში კი მოედანზე ხვიჩა შევიდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და როგორც იტყვიან, „თამაში გააკეთა“. კვარაცხელიას გოლმა კი ისე გაახარა მანიხანოვი, რომ სიხარულისგან კინაღამ ლოჟიდან გადახტა.

გამოცემამ მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა სათაურით - „ესპანეთი, საბერძნეთი, „სოჭი“: ხვიჩა დიღალა, მაგრამ „რუბინს“ გამარჯვება მოუტანა“ და აღნიშნა, რომ როდესაც შეხვედრის ბოლოს ჩვენებურმა მეტოქეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა, არენაზე მაყურებელი აგუგუნდა და ჰოკეის ნაცვლად ცივ ამინდში მისულმა 6 500-მა გულშემატკივარმა არჩევანის ფეხბურთის სასარგებლოდ გაკეთება არ ინანა. სწორედ კვარაცხელიას დარი ფეხბურთელების თამაშის სანახავად დადიან ქომაგები ფეხბურთზე და დღეს ის ისევ შეუტევს, ამჯერად როსტოვში ადგილობრივი გუნდის კარს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

juza
ხვიჩას თამაშების ბმული რომ დადოთ არ შეიძლება?
გენა
როსტოვთან იმედია არ შეირცხვენს თავს. თუმცა სულაც არ იქნება ადვილი. ხვიჩას სტაბილურობა სჭირდება და ნაკლები ბურთი უნდა დაკარგოს. ამას თუ უშველა, მართლა დიდ გუნდში ითამაშებს.
Zaza
სლუცკი არის ნამდვილი ფეხბურთის პედაგოგი რაც სახეზეა. წარმატებები ხვიჩიას ჩვენი გულის გამხარებელს
გეკა
გენტის მფლობელებიდან დაწყებული ბოლო გულშემარკივრით დამთავრებული წესით ჩაკვეს დაბრუნებას უნდა ელოდებოდეს და მე როგორც ვიცი მასეცაა
გელა
ხვიჩა გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია რუბინის ოფიციალურ ვებ გვერდზე მის ვიდეოებს და პოსტებს ათასობით და ასიათასობით ნახვაა და მოწონება აქვს ყველა აჰრთოვანებულია მისი თამაშით რუსეთში და ახლა ევროპაშიც უფრო მეტად ინტერესდებიან უფრო მეტად აკვირდებიან და დარწმუნებული ვარ დარჩენილ სეზონშიც დაკვირდებიან და მომვალ სეზონში კარგ ჩემპიონატში გადავა ხვიჩა წარმატებები მას. ძალიან გული მწყდება გიორგი ჩაკვეტაძეზე 2 წელია ფაქტიურად ეს ბიჭი არ თამაშობს რომელიც არანაკლებ ნიჭიერია ხვიჩაზე რამდენიმე დღის წინ გენტის ფაცებუკის გვერდზე დავწერე რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება გენტს გაძლიერბსთქო და გენტის ბელგიელმა ფანებმა დამცინეს ასეთი დამოკიდებულება აქვთ უკვე გენტის ბელგიელ გულსემატკივარს სამწუხაროდ ბელგიაში ჩაკვეტაძე უკვე მიიჩნევა დიდ იმედ გაცრუებას გენტისთვის იმედი აქვს მომავალ სეზონში გამოჯამრთელდება და დაიწუებს თამაშს ჩაკვეტაძე კვარაცხელია ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი და თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ ამ ბიჭებს წარმატებები ორივეს.
ზურა
ხვიჩამ დაიმსახურა ყველაფერი თავისი თამაშით და რუბინმაც და სლუცკიმაც დიდი როლი შეასრულეს მის განვითარებაში ამისთვის დიდი მადლობა მათ იმედი მაქვს რომ სეზონის ბოლომდე კიდევ გამოიჩენს თავს კიდევ გაიტანს და გახარებს გულშემატკივარს,ხოლო რაც შეეხება მის ტრანსფერს როგორც ვიცი ხვიჩას უნდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და თავდაუზოგავად შრომობს ამისთვის და წარმატებას ვუსურვებ მას იმედი მაქვს მომვალ სეზონში ტოპ ჩემპიონატის კარგ კლუბში გადავა სადაც ბევრ სათამაშო დროს მიიღებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს