”ლეიკერსის” 30 წლის ცენტრს ბელგიის ნაკრებში თამაშის ნება, როგორც ბელგიელს, დართეს და წლეულს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დაგვიპირისპირდება
შარშან ზაფხულში თბილისში ჩამოსულმა ბელგიის ნაკრების თავკაცმა ედი კასტელსმა გვითხრა, დიდიე მბენგა მოდისო, ალბათ ეგონა ქართველებს შეაშინებდა.

რეალურად ეს კალათბურთელი საქართველოში არ ჩამოუყვანია. მბენგა NBA-ს მოთამაშეა, 2009-10 წლების სეზონში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, ხოლო შარშან "ნიუ ორლეანში" თამაშობდა. მართალია, 30 წლის ცენტრმა შარშან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშა, მაგრამ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დაგვიპირისპირდება.

საქმე ისაა, რომ დიდიე მბენგა კონგოშია დაბადებული და 2004 წელს ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა. მაშინ იგი კალათბურთს არ თამაშობდა და სწორედ ამიტომ, ამა წლის გაზაფხულზე ბელგიის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ფიბას თხოვნით მიმართა - მბენგა ნატურალიზებულ კალათბურთელად არ ჩაგვითვალოთ და ნაკრებში თამაშის ნება დართეთო.

ფიბამ ეს საკითხი განიხილა და ბელგიელებისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მბენგა "ლომებში" როგორც ბელგიელი ისე ითამაშებს. შედეგად, ნაკრების მწვრთნელ ედი კასტელსს ნატურალიზებული მარკუს ფეისონის გამოყენების საშუალებაც მიეცემა.

სხვათა შორის, შარშან მარკუსმა დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში. მან გასული სეზონი ბელგიურ "ოოსტენდეში" გაატარა, თუმცა მომავალ წელს გუნდში დარჩენას აღარ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"