21 წლის თავდამსხმელის შვეიცარიული ”ციურიხისგან” გამოსყიდვის საკითხი თბილისურ კლუბში არ დასმულა
კითხვა, ითამაშებს თუ არა გიორგი ივანიშვილი თბილისის ”დინამოში", მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, შვეიცარიული ”ციურიხის" კუთვნილი და ჩელენჯლიგის ”შაფჰაუზენში" იჯარით გაშვებული 21 წლის თავდამსხმელი ”დინამოს" ვარჯიშებზე გამოჩნდა.

საქმეში გასარკვევად გიორგის დავუკავშირდით.

- გავიგეთ, რომ ”დინამოში" ივარჯიშე.

- ”დინამოში" მართლაც ვივარჯიშე და საკონტროლო მატჩიც ჩავატარე, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად გავაკეთე, გუნდში ჩემს ჩარიცხვაზე ლაპარაკი არც ყოფილა. მაგრამ, ეტყობა, არასწორი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს ”დინამოში" მოვდიოდი. დაინტერესებული რომ ყოფილიყვნენ, ავსტრიულ შეკრებაზე წავყვებოდი.

- გუნდთან მოლაპარაკება არ გქონია?

- კი დაინტერესდნენ, მაგრამ ”ციურიხთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავარდება, ისინი კი უსასყიდლოდ არ გამომიშვებენ.

- ”შაფჰაუზენი" ჩელენჯლიგიდანაც გავარდა და რას აპირებ?

- გუნდთან იჯარის ვადა ამომეწურა და ჯერ შემოთავაზება არ მაქვს. თუმცა შვეიცარიაში გავერკვევი, არის თუ არა რაიმე რეალური ვარიანტი. დაინტერესებული კლუბი თუ გამოჩნდა, ”ციურიხი" პრობლემას არ შემიქნის.

- ტრანსფერში ”ციურიხი" რა თანხას ითხოვს?

- მხოლოდ საფეხბურთო აკადემიისთვის გადასახდელ თანხას მოითხოვენ. დიდი ფული არ უნდა იყოს, წელიწადზე 40 ათასი შვეიცარიული ფრანკი იანგარიშება. ოთხი წლის თანხაზე მეტი არ უნდა გამოვიდეს.

- დაინტერესებული ხარ ”დინამოში" თამაშით?

- საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი სურვილი არ მაქვს, თუმცა, მაინც კარგი იქნება, ოჯახში ვიქნები და საქართველოში მეტ დროს გავატარებ.

- ერთი ხანობა ”შაფჰაუზენში" რატომ არ გათამაშებდნენ?

- შემადგენლობაში კი ვიყავი, მაგრამ მწვრთნელთან უსიამოვნება მომივიდა. სომხეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მითხრა, დაღლილი ჩანხარო და აღარ დამაყენა, ამ მიზეზით მერე შემადგენლობიდან საერთოდ ამომაგდო. კიდევ კარგი, შუა სეზონში გაუშვეს, მისი შემცვლელი კი სულ ძირითადში მაყენებდა.

- სეზონისთვის სად მოემზადები?

- ”ციურიხი" ორშაბათს იკრიბება, შვეიცარიაში ჩავფრინდები და მთავარ გუნდს შეკრებაზე გავყვები. შვეიცარიელებმა ფეხბურთელების კარგად მომზადება იციან, შარშან, ზაფხულში ისე მავარჯიშეს, მთელი სეზონი ჯანზე ვიყავი, არაფერი არ მტკენია.

- ასეთი რა განსაკუთრებული ვარჯიშებია?

- სუნთქვის, გამძლეობისა და სირბილის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, ფსიქოლოგებიც გვამზადებენ. სხვათა შორის, გუნდში დაახლოებით ათი მწვრთნელია და ყველას თავისი საქმე აქვს ჩაბარებული. მაგალითად, გამძლეობაზე 3 მწვრთნელია, ერთი პულსს და სხვა მონაცემებს გიმოწმებს, სირბილზე ორი თუ სამია....

გიორგი ივანიშვილის თაობაზე თბილისის ”დინამოს" გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილსაც დავევკითხეთ.

”გიორგი ჩვენთან ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. მას კონტრაქტი აქვს ”ციურიხთან" და მისი ტრანსფერის გამოსყიდვის საკითხი არ დასმულა", - თქვა პოლოლიკაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"